Topთამაშები

ჟურნალმა TIME-მა დაასახელა ბოლო ათწლეულის საუკეთესო თამაშები

სულ რამდენიმე დღეში ახალი წელი და ახალი ათწლეული დადგება, ამიტომ ბევრი გამომცემლობა აკეთებს გასული პერიოდის შეჯამებას და წარმოგვიდგენს სხვადასხვა ტოპ-ათეულს. ამჯერად ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცა ჟურნალი TIME, რომელმაც წარმოადგინა 2009-2019 წლებში გამოშვებული საუკეთესო თამაშების ათეული. გამომცემლობის ჟურნალისტებმა არა მარტო ჩამონათვალი შეადგინეს, არამედ ახსნეს კიდეც თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველი. 

  • 1. Grand Theft Auto V (2013).  

მეხუთე ნაწილი Rockstar-ის ცნობილი ფრანშიზის პიკად იქცა, იგი აერთიანებს თავბრუდამხვევ სამყაროსა და ამბიციურ ისტორიას. თამაშმა აგრეთვე  მოიპოვა ყველა დროის ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროდუქტის წოდება. 

  • 2. The Legend of Zelda: Breath of the Wild (2017).  

ამ თამაშის გამოშვებით Nintendo-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია შექმნას თანამედროვე თამაში ღია სამყაროთი, რომელიც მოცემულ ჟანრში სხვა თამაშებს კონკურენციას გაუწევს. 

  • 3. Fortnite (2017).  

შესაძლოა სამეფო თამაშებმა პოპულარობა მოიპოვეს PlayerUnknown’s Battlegrounds (PUBG) წყალობით, თუმცა Fortnite-მა შეძლო მოცემული რეჟიმი კულტურულ ფენომენად ექცია. 

  • 4. Dark Souls (2011). 

სტუდია FromSoftware-ის ქმნილების გავლა ყველამ ვერ შეძლო, თუმცა მათ, ვინც ეს მოახერხა, სხვებიც შთააგონეს წარმატებით. 

  • 5. League of Legends (2009).  

ათი წლის წინ გამოსულმა League of Legends-მა ხელი შეუწყო ჟანრ MOBA-ს განსაზღვრას და შედეგად იქცა ოქროს სტანდარტად კიბერსპორტის სეგმენტში. 

  • 6. Pokemon Go (2016).  

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი Pokemon Go არ გითამაშიათ, მის შესახებ გაგონილი მაინც გექნებათ დიდი ალბათობით. მეექვსე ადგილი პროექტს უზარმაზარი მასშტაბისთვის ერგო. 

  • 7. Minecraft (2009).  

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კულტურულ ფენომენად იქცა. პრაქტიკულად ყველამ იცის, რას წარმოადგენს Minecraft და რელიზიდან ათი წლის შემდეგაც კი იგი ყველაზე პოპულარული თამაშია YouTube-ზე. 

  • 8. The Elder Scrolls V Skyrim (2011).  

Bethesda-ს საკულტო როლურ თამაშს TIME-ის ჟურნალისტებმა მერვე ადგილი მიანიჭეს მაღალი ხარისხისა და გასაოცარი გამძლეობის, გრძელვადიანობის გამო. 

  • 9. Portal 2 (2011).  

თავსატეხის მეორე ნაწილმა გაზარდა პირველი ნაწილის ყველა დამსახურება და წარმოდგენილია ხარისხიანი სიუჟეტით, უფრო საინტერესო მექანიკითა და იარაღებით. 

  • 10. Disco Elysium (2019).  

ათწლეულის თამაშების იდეალური დასასრული. TIME-ის ჟურნალისტები Disco Elysium-ს უწოდებენ თამაშს, რომელიც წარსულში გადავიდა, თუმცა ამავე დროს მომავლისკენაა მიმართული.  

TIME-მა ცალკე აღნიშნა, რომ გასული ათი წლის განმავლობაში გეიმინგ ინდუსტრია იქცა გართობის სფეროში ყველაზე მომგებიან ინდუსტრიად და გაუსწრო კინოფილმებს, მუსიკასა და ტელევიზიასაც კი. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close