Apple-ის პირველი გეიმინგ კომპიუტერი 2020 წელს გამოვა
დღესდღებით გეიმინგ სფერო სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ ფაქტს მოწმობს ის, რომ ყველაზე ნაკლებად გაუცნობიერებელი ხალხიც კი იწყებს თამაშებით დაინტერესებას. რა თქმა უნდა, Apple-ის მსგავს დიდ მსოფლიო კორპორაციებსაც სურთ ხელი მიჰყონ ამ სფეროს და მნიშვნელოვანი სარგებელი ნახონ. სწორედ ამიტომ კომპანია Apple-მა დააანონსა თავისი პირველი გეიმინგ კომპიუტერი, რომელიც მიახლოებით მომდევნო წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს.
კომპიუტერი განკუთვნილი იქნება კიბერსპორტსმენებისთვისა და ჩვეულებრივი გეიმერებისთვის – მათთვის, ვინც ხშირად თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს. გამომცემლობა Patently Apple-ის თანახმად ახალ მოწყობილობას მონობლოკის ფორმა ექნება ან წარმოდგენილი იქნება დიდი ლეპტოპის სახით. როგორც ცნობილია, კომპიუტერს ააწყობს ტაივანში არსებული ქარხანა Quanta Computer. კვების ბლოკებით კომპიუტერს უზრუნველყოფენ კომპანიები Lite-On და Delta. ახალი მოწყობილობის ფასი, როგორც ზოგადად Apple-ის პროდუქტებს ახასიათებს, საკმაოდ მაღალი იქნება – დაახლოებით 4870 აშშ დოლარი.
ინსაიდერების ვარაუდით გეიმერული კომპიუტერის წარდგენა მოხდება კონფერენცია Apple Worldwide Developers Conference-ზე, რომელიც დაიწყება ივნისის მეორე ნახევარში. უნდა აღინიშნოს, რომ Apple-მა სრული სერიოზულობით გადაწყვიტა გეიმინგ ბაზრის დაპყრობა: კომპანიამ უკვე წარადგინა თავისი სერვისი Arcade, რომელიც ამჟამად ბეტა-ვერსიის სახით არსებობს. შესაძლებელია, რომ რამდენიმე წელში ყველამ აქტიურად დაიწყოს Apple-ის კომპიუტერებისა და Arcade-ის გამოყენება.