ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-მა დაამატა Visa ბარათებით Bitcoin-ის შეძენის შესაძლებლობა

Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ უკვე შესაძლებელია კრიპტოვალუტის შეძენა მომხმარებლის ექაუნთზე მიბმული საგადასახადო Visa ბარათის მეშვეობით. 

ხსენებული ბარათის დამატების შემდეგ შესაძლებელი იქნება Bitcoin-ის (BTC), Ethereum-ის (ETH), Ripple-სა (XRP) და BNB-ს შეძენა. 

ჯერჯერობით სერვისს აქვს მხოლოდ იმ Visa ბარათების მხარდაჭერა, რომლებიც გაცემულია ევროპის ეკონომიკურ ზონაში. 

ხსენებული ზონა მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია. 

ბირჟა აპირებს უახლოეს მომავალში დაამატოს საგადასახადო სისტემა Mastercard-ის ბარათის მხარდაჭერა და გააფართოვოს ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტების ჩამონათვალი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button