Hi-Techკომპიუტერული ტექნოლოგია

Microsoft-ი აპროექტებს მზის ბატარეებს Surface სერიის პლანშეტებისთვის

შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების მართვის სააგენტომ (USPTO)  კორპორაცია Microsoft-ს მიანიჭა პატენტის უფლება პლანშეტური კომპიუტერებისთვის განკუთვნილ ახალ აქსესუარზე –  ეს გახლავთ დამცავი გარეკანი გაფართოებული ფუნქციებით. 

დოკუმენტის სახელწოდებაა „მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი გარეკანი ინტეგრირებული მზის პანელით“ (Mobile device cover with integrated solar panel). პატენტზე განაცხადი სააგენტოში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში, თუმცა საპატენტო უფლება მასზე მხოლოდ ახლა გაიცა. 

ტექნოლოგიური გიგანტი გვთავაზობს, მოხდეს მზის პანელის ინტეგრირება პლანშეტის სადგამში. როგორც ილუსტრაციაზე ვხედავთ, კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მზის ელემენტების მასივის გამოყენება 2 × 2 მატრიცის სახით. 

ინტერნეტ-წყაროები მიიჩნევენ, რომ ეს ბატარეები შეძლებს ენერგიის გამომუშავებას როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ განათებაზე. შესაძლებელი იქნება პლანშეტის დამუხტვა ჩართულ ან გამორთულ მდგომარეობაში.  

image.jpeg

რასაკვირველია, ინტეგრირებული მზის პანელები ბოლომდე ვერ დააკმაყოფილებს კომპიუტერის მოთხოვნილებებს მუშაობის პერიოდში, თუმცა მათი წყალობით გახანგრძლივდება ავტონომიური მუშაობის დრო. გარდა ამისა, ახალი აქსესუარი, მართალია ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დამუხტავს გაჯეტს, როდესაც იგი ელექტროენერგიის წყაროსგან მოშორებით იქნება. 

სავარაუდოდ, ხსენებული სიახლე წარმოდგენილი იქნება მომდევნო თაობის Microsoft Surface Pro პლანშეტებში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button