თამაშებიკომპიუტერული ტექნოლოგია

Dell G5 15 SE – წარმოგიდგენთ ახალ გეიმინგ ლეპტოპს AMD-ის პლატფორმაზე

კომპანია Dell-მა წარადგინა გეიმინგ ლეპტოპი G5 15 Special Edition Ryzen (შემოკლებით G5 15 SE), რომელიც დაფუძნებულია AMD-ის გადაწყვეტილებებზე, მათ შორისაა მობილური პროცესორი AMD Ryzen Renoir-H და ვიდეოჩიპი Radeon RX 5600M. მათ შორის რეალიზებულია ავტომატური სმარტ გადართვის ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა მოინახოს ოპტიმალური კომპრომისი მუშაობის პროცესში ენერგომოხმარებასა და თამაშებში გრაფიკულ წარმადობას შორის. შესაძლებელია მოწყობილობის დაკომპლექტება მონაცემთა შესანახი ერთი ან ორი ბარათით: ეს შეიძლება იყოს 1 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD PCIe M.2 ან 2 ტერაბაიტამდე მყარი დისკი წუთში 5400 ბრუნით. დისპლეის დიაგონალი 15.6 დუიმია, გაფართოება  – Full HD (1920×1080), კადრის განახლების სიხშირე – 144 ჰერცი. 

image.jpeg

ლეპტოპი გეიმინგისთვისაა განკუთვნილი, გამოყოფილი აქვს WASD კლავიშები და კლავიატურის ოთხზონიანი RGB განათება, რომლის მართვა შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფა Alienware Command Center-ის მეშვეობით. ახალი ლეპტოპი 2020 წლის აპრილიდან გაიყიდება და მისი საწყისი ფასი იქნება 800 აშშ დოლარიდან ზემოთ, აპარატული კონფიგურაციის შესაბამისად. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close