AMD Radeon RX 5500 XT – Nvidia GeForce GTX 1660-ის წინააღმდეგ – ვარჩევთ მიმდინარე დროის საუკეთესო ბიუჯეტურ ვიდეო ბარათს Tom’s Hardware-ის ექსპერტებთან ერთად
კამათი, თუ რომელი ვიდეო ბარათის შეძენა სჯობს, არასოდეს დასრულდება. ზოგი თვლის, რომ AMD-ის ყიდვა სჯობს, ზოგი – Nvidia-ს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგი ვიდეო ბარათი არის ის, რომლისთვისაც თანხა გყოფნით, მიგაქვთ სახლში და ათავსებთ სისტემურ ბლოკში. თუმცა იმაში, რომ არჩევანი გააკეთოთ ორ შესანიშნავ ბიუჯეტურ ვიდეო ბარათს შორის, რომლებიც კარგად უმკლავდებიან 1080р გაფართოების თამაშებს, დაგეხმარებიან ვებ-გვერდ Tom’s Hardware-ის ექსპერტები.
მოდით, ამჯერად განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებიც ნებისმიერი თანამედროვე ვიდეო ბარათისთვისაა დამახასიათებელი და გავარკვიოთ, რომელი ბარათის ყიდვა ღირს და რომელი უნდა დავტოვოთ დახლებზე მანამ, სანამ მწარმოებელი კომპანია მას მისაღებ ფასს დაადებს.
Tomshardware-ის ესპერტები მიიჩნევენ, რომ უმნიშვნელოვანესია ტექნოლოგიური დონე, გეიმინგ წარმადობა, მოხმარებადი სიმძლავრე და მიმზიდველობა მომხმარებლის თვალში. ტექნოლოგიების მხრივ ორივე ბარათი შესანიშნავია, თამაშებში კი Radeon RX 5500 XT შედარებით უარესია, ასე რომ ამ მიმართულებით 1:0-ია Nvidia-ს სასარგებლოდ. 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობით უზრუნველყოფილია დაბალი ენერგომოხმარება AMD-ს მხარეს – ამ შემთხვევაში ანგარიშია 1:1, თუმცა ამ მაჩვენებელს მომხმარებელთა უმეტესობა დიდ ყურადღებას არ აქცევს. ბოლო წლებში AMD-მ ფანატების დიდი ნაწილი დაკარგა, ბევრმა დაივიწყა Radeon ბარათების არსებობა – 2:1 Nvidia-ს სასარგებლოდ (ჯამში ანგარიში ამგვარად გამოიყურება: 3:2 „მწვანეების“ მხარეს).
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თამაშების 10-15%-ში უპირატესობა ნიველირდება Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათის ფასით, რომელიც ამავე დროს მეტად იაფია. თუმცა რიგითი მომხმარებელი პროცენტებს არ უყურებს. იგი ყურადღებას არ აქცევს TDP-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნაირი ფასის კატეგორიაში AMD-ს წარმადობა გაცილებით მაღალი უნდა იყოს. შესაძლოა „წითლებმა“ ეს გააცნობიერონ და ბარათებზე ფასი დაწიონ, თუმცა ეს როდის მოხდება არავინ იცის. ჯერჯერობით კი გამარჯვება ზემოთხსენებული ორი ვიდეო ბარათიდან ექსპერტების აზრით Nvidia-ს ეკუთვნის.