კომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

ახალი 48-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3980X მათთვის, ვისთვისაც 32 ბირთვი ცოტაა, 64 კი – ბევრი

კომპანია AMD, როგორც ჩანს ამზადებს არა ერთ, არამედ ორ ახალ მაღალი წარმადობის 3000 სერიის  Ryzen Threadripper პროცესორს. უკვე დაანონსებული 64-ბირთვიანი ფლაგმანური პროცესორის პარალელურად AMD სულ მალე წარადგენს 48 ბირთვიან მოდელსაც: ეს ჩიპი უკვე მოხსენიებულია CPU-Z 1.91 პროგრამაში. 

საუბარია Ryzen Threadripper 3980X პროცესორზე, რომელსაც 48 ბირთვი და 96 ნაკადი ექნება. ახალი ჩიპი გვევლინება შუალედურ მოდელად უკვე გამოსულ 32-ბირთვიან Ryzen Threadripper 3970X-სა და 64-ბირთვიან Ryzen Threadripper 3990X-ს შორის, რომლის ანონსი უახლოეს დღეებში შედგება. CPU-Z სავარაუდოდ 64-ბირთვიან მოდელთან ერთად ახლო პერიოდში გამოვა. 

რთული არ არის მიხვედრა, რომ აქტუალური 3000 სერიის ოთხკრისტალიანი Ryzen Threadripper ჩიპებისგან განსხვავებით სამომავლო Ryzen Threadripper 3980X-სა და 3990X-ს ექნება რვა 7-ნანომეტრიანი კრისტალი Zen 2 ბირთვებით. 48-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3980X-ის შემთხვევაში ყოველ კრისტალზე აქტიური იქნება რვიდან ექვსი ბირთვი. ამასთან, მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა 256 მბ იქნება. TDP-ის დონე დიდი ალბათობით 280 ვატს შეადგენს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალური სიხშირეები, რომლებიც ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. 

image.jpeg

იმის გათვალისწინებით, რომ Ryzen Threadripper 3970X ღირს 1999 აშშ დოლარი, Ryzen Threadripper 3980X-ის ფასი სავარაუდოდ დაახლოებით 2499-2999 აშშ დოლარი იქნება. ფლაგმანური Ryzen Threadripper 3990X-ის ფასმა კი შესაძლოა 3499-3999 აშშ დოლარს მიაღწიოს.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close