თამაშებიტექნოლოგია

რას ელიან Intel-ისგან ყველაზე მეტად გეიმერები და რიგითი მომხმარებლები 2020 წელს

2020 წლისთვის Intel-ს დიდი გეგმები აქვს. AMD აგრძელებს მის ყველა ფლანგზე შევიწროებას და ამ კუთხით კომპანიამ რაიმე უნდა მოიმოქმედოს. პირველ რიგში მწვავე კონკურენცია დაიწყება მეათე თაობის Intel Core  დესკტოპ პროცესორებით. ახალ პროცესორებში მთავარი ძალა იქნება გაზრდილი ტაქტის სიხშირეები, მთავარი „დესერტი“ კი გახდება Core i9-10900K, რომელიც სტანდარტული რვა ბირთვის ნაცვლად გეიმერებს შესთავაზებს უკომპრომისო ათ ბირთვს მაღალი ტაქტის სიხშირით. 

Intel-ის მორიგი სიურპრიზი იქნება დისკრეტული ვიდეო ბარათი, რომელიც ჯერჯერობით დაპროექტების სტადიაზეა. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის პირველი ბარათი კონკურენციას არ გაუწევს მთავარ მოთამაშეებს და შემოიფარგლება ბიუჯეტური სეგმენტით, სადაც დიდი ალბათობით მიმზიდველი ფასით იქნება წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოგვევლინება ისეთ პროდუქტად, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტებისა და ბლოგერების ყურადღებას მიიპყრობს. 

image.png

აგრეთვე მოსალოდნელია ახალი, ათნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებული Tiger Lake პროცესორების გამოსვლა. დიდი ალბათობით საწყის ეტაპზე Intel წარადგენს მათ მობილურ ვერსიებს, შემდეგ კი გადავა დესკტოპ პროცესორებზე, რომელთა გამოსვლა 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. 

Intel-ის მთავარი ამოცანაა არ მისცეს AMD-ს საშუალება – დაიკავოს ბაზრის იმაზე უფრო დიდი წილი, ვიდრე ამჟამად 2020 წლის დასაწყისში აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიების გაყიდვები გათანაბრდება და Intel-ის შემოსავლები სწრაფად მოიკლებს. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close