ავტომობილიახალი ამბებიბიზნესი

Honda წლის ბოლომდე გამოუშვებს ავტომობილს ავტოპილოტირების მესამე დონით

Honda Motor გახდება პირველი იაპონური მანქანათმშენებელი კომპანია, რომლის ავტომობილების ასორტიმენტში გამოჩნდება სატრანსპორტო საშუალება ავტომატიზაციის მესამე დონით, რომელიც შეესაბამება SAE (Society of Automotive Engineers) სტანდარტს. 

ინტერნეტ-წყაროების თანახმად Honda თავის რობომობილს მიმდინარე წლის ზაფხულში, მიახლოებით ივლისში დააანონსებს. კონკრეტულად რომელი მოდელი იქნება წარმოდგენილი, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. 

მესამე დონის ავტოპილოტი მძღოლს საშუალებას აძლევს მოსწყდეს ავტომობილის მართვის პროცესს და საკუთარი სხვა საქმეებით დაკავდეს, მაგალითად კითხვით ან ტელევიზორის ყურებით. თუმცა Honda-ს ავტოპილოტი შეძლებს მართვის ფუნქციები თავის თავზე აიღოს მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში, კერძოდ, დაბალ სიჩქარეზე მოძრაობისას ან გადატვირთულ მაგისტრალზე მგზავრობისას. 

image.jpeg

SAE-ს კლასიფიკაცია აგრეთვე ითვალისწინებს მეოთხე და მეხუთე დონის ავტომატიზაციასაც. პირველი მათგანის შემთხვევაში მართვის პროცესში ადამიანის ჩარევა საერთოდ არ არის საჭირო, თუმცა მექანიკური მართვის რეჟიმით გადაადგილების ფუნქცია კვლავ შენარჩუნებულია. მეხუთე დონის ავტოპილოტის მქონე მანქანებს კი საერთოდ არ გააჩნიათ საჭე და სატერფულები. 

ასევე დავამატებთ, რომ მესამე დონის ავტომატიზაციის მქონე ავტომობილებს უკვე აწარმოებს Audi AG. მსგავსი მანქანები აგრეთვე არსებობს სხვა კომპანიების ასორტიმენტშიც. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button