Binance-ის ხელმძღვანელმა დააანონსა მსხვილი გარიგებები და 180 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა 2020 წლისთვის
პოპულარული კრიპტობირჟა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ემზადება რამდენიმე მსხვილი, სტრატეგიული შენაძენის გაკეთებისთვის.
„ჩვენ მუდამ განვიხილავთ სხვადასხვა სტრატეგიულ მონაპოვარს. ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანია და დიდ გავლენას მოახდენს. ამის შესახებ თავის დროზე შეგატყობინებთ“ – ხაზი გაუსვა Changpeng Zhao-მ.
მან დაამატა, რომ გასულ წელს Binance-მა „არანაკლებ ცხრა შენაძენი გააკეთა“, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესახებ გაასაჯაროვა. მათ შორისაა ანალიტიკური ბლოკჩეინ-სტარტაპი DappReview, ინდური კრიპტობირჟა WazirX და ნაკლებად ცნობილი დერივაციული პლატფორმა JEX.
Zhao-ს თქმით 2020 წლისთვის Binance გეგმავს დაამატოს 180 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად დღესდღეობით ბირჟაზე წარმოდგენილია ოცი ეროვნული ფულადი ერთეული.
გარდა ამისა, Binance მუშაობს თანამშრომლების ტოკენებით სტიმულირების ახალ ინიციატივაზე (ETOP). იგი წარმოადგენს ტრადიციული ESOP-ის ციფრულ ალტერნატივას, რომლის შემთხვევაშიც თანამშრომლები საკუთარი საწარმოების აქციონერები არიან.
ამ ყველაფრის პარალელურად Zhao-მ გამოხატა რწმენა, რომ 2030 წლისთვის ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები ყოვლისმომცველი მოვლენები გახდება და ისინი ჩართულნი იქნებიან „Uber-ის უპილოტო ვერსიის მოხმარების საფასურის გადახდაში, დედამიწის მეორე ბოლოში ნივთების შეძენისა და მათი დრონებით ჩამოტანის პროცესში, ბიოტექნიკური სისტემების კვლევების დაფინანსებაში და ა.შ.“ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია ფართოდ იქნება გამოყენებული იდენტიფიკაციის სფეროში, არჩევნებში, სოციალურ ქსელებსა და სხვა სფეროებში.
სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ Binance-მა დაამატა ევროსთან სხვადასხვა სავაჭრო წყვილი: BTC/EUR, ETH/EUR, BNB/EUR, XRP/EUR, EUR/BUSD და EUR/USDT.
აგრეთვე შესაძლებელი გახდა LOOM ტოკენის სტეიკინგის რეალიზება:
ფიუჩერსულ პლატფორმას კი დაემატა იზოლირებული მარჟის რეჟიმი:
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ Binance-ზე შესაძლებელი გახდა კრიპტოვალუტების შეძენა Visa ბარათებით.