ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

შედგა პრივატულობაზე ორიენტირებული Bitcoin-საფულე Wasabi-ს რელიზი v1.1.10

Wasabi Wallet-ის ავტორებმა განაცხადეს, რომ გამოვიდა საფულის 1.1.10 ვერსია და ხაზი გაუსვეს, რომ ეს გახლავთ ამ დროისთვის უმსხვილესი რელიზი. 

Wasabi Wallet-ის ახალი ვერსია გვთავაზობს ინტეგრაციას Bitcoin Core-ის სრულ ნოუდთან (რომელიც ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურ სტადიაშია), გაუმჯობესებულ სამომხმარებლო გამოცდილებას, აგრეთვე „დახარჯული“ მონეტების პრობლემის გადაჭრის დიდიხნის ნანატრ გადაწყვეტილებას. 

მთლიანად გადაკეთდა ბლოკების, ტრანზაქციებისა და მონეტების დამუშავების (პროცესინგის) მექანიზმი, რაც მოიცავს ბლოკების იმპლემენტაციის განახლებულ ვერსიას (BIP 158), აგრეთვე გაუმჯობესება შეეხო CoinJoin-ტრანზაქციების გავრცელების პროცესს.  

გარდა ამისა, მე-9 ვერსიის აფგრეიდში ჩაერთო სამომხმარებლო ინტერფეის Avalonia-ს ძრავი. შედეგად გაიზარდა საფულის გამოყენებისას მუშაობის სიჩქარე და შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მოვლენის შესახებ მართვადი შეტყობინებების შექმნა. აგრეთვე დაემატა ნარატიული მენიუ Mac-მოწყობილობებისთვის. 

DotNet Core-ის ძრავის v3.1 ვერსიამდე აფგრეიდის წყალობით დამატებითი ინსტრუმენტები მიიღეს ანტრეპრენერებმაც. 

Wasabi-ის გამოსაშვებმა ვერსიამ გულმოდგინე შემოწმება გაიარა და ახალი რელიზი მეტად სტაბილურად ითვლება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button