განხილვაზოგადი განათლება

მგზავრის წერილები – პერიფრაზი

ილია ჭავჭავაძე თავის ნაწარმოებში „მგზავრის წერილები“ აღწერს საკუთარ მოგზაურობას ვლადიკავკასიდან თბილისამდე, მას შემდეგ რაც ოთხი წელიწადი დაჰყო რუსეთში სასწავლებლად. ილია ამ ოთხ წელიწადს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანი ამ პერიოდს სამშობლოსგან მოცილებული ატარებს. პატრიოტი ავტორისთვის ამ წლებმა ისევე ჩაიარეს, როგორც მთელმა საუკუნემ. სამშობლოს მნიშვნელობასთან ერთად, ილია ნაწარმოების ამავე მონაკვეთში ხაზს უსვამს განათლების, ახალგაზრდის ზრდასრულად გარდატეხის როლს. ილიასთვის რუსეთში გატარებული წლების მნიშვნელობის მეორე მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ამ პერიოდში ჩაყარა მან საძირკველი, რომელზეც შემდეგ თავისი ცხოვრება უნდა დაეშენებინა.

მიუხედავდ იმისა, რომ ავტორი ეჭვით უყურებს მისი და სამშობლოს შეყრას და ეშინია, რომ საქართველო გადახვეწილ და სხვა მიწაზედ აღზრდილ შვილს არ მიიღებს, ისევე, როგორც ყველა „თერგდალეული“, ილიაც სამშობლოში ახალი იდეით, მიზანდასახული ბრუნდება. მას უნდა, რომ „ის თითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება, რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად“ შეაგროვოს ქვეყნის გულის გასათბობად. თუმცა ბოლოს თვითონვე ასკვნის, რომ მხოლოდ მამულის სალბუნობა საკმარისი არ არის და თავის თავში ეძებს პასუხს კითხვაზე თუ რას მოიმოქმედებს თუ სამშობლო მას საქმეს მოსთხოვს.

ილია ჭავჭავაძე ღამისა და დღის შედარებით ცდილობს გამოხატოს იგივე, რაც თერგისა და მყინვარის შეპირისპირებას მოჰყვა. ღამე, როდესაც ყველა ადამიანი უძრავი, უმოქმედოა, მას ყველა ჭირის მიზეზად მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ღამე ხალხთან ერთად ქვეყნის ტკივილიც იძინებს, ილია მაინც დღეს ამჯობინებს თავისი ტანჯვითა და წვალებით, რადგან ამ დროს ქვეყნის ამ ტკივილის წინააღმდეგ ბრძოლაც შეიძლება.

Source
https://mevarabiturienti.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button