უსახელო უფლისციხელი
- მოთხრობა
გურამ რჩეულიშვილი – უსახელო უფლისციხელი
რამდენიმე ხნის წინათ გადავწყვიტე, დამეწერა ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი უფლისციხეზე. ეს არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა: არ ვიცოდი, რამექნა. რაღაც დაიბადა იდეასავით და მოკვდა. მთელი კვირა ვიარე უქმად. დრო კი გადიოდა. გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა უფლისციხის ისტორია. პირველადვე წყაროების სიმცირე და მშრალი ფაქტები მომხვდა თვალში, მაგრამ აღარდამიხევია უკან. გავეცანი აღმოსავლეთ საქართველოს უძველეს სავაჭრო გზებს, რომლებიც აქ გადიოდა. გავეცანი მის მიდამოებს; სადღაც აესხა მძივი. შევადგინეკონსპექტი: უფრო კარგად ვიგრძენი უფლისციხე. ახლა საღამოა. ვზივარ შინ და ვკითხულობ კონსპექტს; ის სულ უფრო მითრევს: რამდენი ცოცხალია მკვდარ ისტორიაში.უფლისციხის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტის შექმნა ეკუთვნის დაახლოებით მეორე ათასწლეულს ჩვენს ერამდე. ამავე დროს ეკუთვნის მისიმიდამოების დასახლება მტკვრის ორივე ნაპირზე. თუმცა ცალკეულ სამოსახლოებს ამავე ადგილებში ვხვდებით ენეოლითის დროიდანაც. ანტიკური ხანიდან იწყება ქართლის ტერიტორიაზე მდებარე სამოსახლო ადგილების გაძლიერება. ამ ხანის პირველ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერიამტკვრის მარჯვენა სანაპირო. აქ მტკვრის ყოველი შენაკადი ხეობა წარმოადგენს ცალკე გამაგრებულ რაიონს, რომლის ბინადარნიც თავს იყრიან რომელიმე ძლიერისამოსახლოს გარშემო. იმდროინდელი გამაგრებული ადგილები გაშენებულია ბორცვებზე… ახლა ასეთი სამოსახლოს გათხრა მიმდინარეობს სოფელ ხოვლესთან, ე.წ. ხოვლისგორაზე… მაგრამ იმდროინდელი ტექნიკისა თუ გახშირებული ლაშქრობა-ძარცვის პირობებში ასეთი გამაგრებული ბორცვები უძლურნი ხდებიან. ისინი კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით თანდათან ჰკარგავენპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მნიშვნელობას. ასეთი დაცემის კვალი შემონახულია ხოვლიგორაზე. ეკონომიური სიძლიერე და მასთან პოლიტიკურიც ნელ-ნელა გადადის მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ. აქ იქმნება მთელი რიგი გამაგრებული ქალაქებისა: მცხეთა, უფლისციხე, გორი, ურბნისი. ელინისტურ ხანაში ამ ქალაქებზე გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო გზა. გზა მოდის ინდოეთიდან ან ჩინეთიდან, ან სპარსეთიდან, ამოდისკასპიის ზღვაში, მოყვება მტკვარს, გამოივლის ხუნანს, ბოსტან-ქალაქს, მცხეთას, უფლისციხეს, გორს, ურბნისს, შორაპანს, გადადის კოლხეთში ფაზისამდე (ფოთი). ამ დროისათვის უფლისციხე უკვე ძლიერი ქალაქია. მისი პირველი საფუძვლიანი გამაგრება-აშენება ამავე დროს უნდა მიეკუთვნოს. უფლისციხის აშენებაზედახარჯული შრომა მკაფიოდ მეტყველებს მონის შრომის გამოყენებაზე. ამ ციხის გარშემო შენდება სოფლები. უფლისციხის დასავლეთით (გორის მიმართულებით) დადასტურებულია უზარმაზარი დასახლებული ადგილი და ხოვლიგორის მსგავსი სამოსახლო ბორცვი. აქ ამ დროისათვის უკვე სახლობს წარჩინებული უფალი, რომლის მმართველობასაც ექვემდებარება ახლომახლო მიდამოები. მდაბიონი იქვე ქალაქისკედლებს გარეთ სახლობენ. იმდროინდელი ტექნიკის პირობებში უფლისციხის აღება შეუძლებელია. მას ორი მხრიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან, საზღვრავსბუნებრივი უფსკრულები, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს კლდეში გამოკვეთილი თხრილი, სიგანით ათიოდე, ხოლო სიმაღლით ხუთიოდე მეტრამდე. ახლა უკვესაკმაოდ ცნობილი ქალაქია. თავისი შინაგანი სიძლიერით თუ არქიტექტურული გარეგნობით იგი ყურადღებას იპყრობს. უზარმაზარი ქვაბები, ტალანები თუ პატარასაკნები, მთლიანად სამლოცველოებიც კი კლდეშია შეთხრილი და საიმედოდ დაცული. შიგნიდან კედლები მოჩუქურთმებულია. ამ კელდებთან იშვიათი არ არის აქლემთა თუ ჯორ-ცხენთა ქარავნები – დატვირთული აღმოსავლური საქონლით. ამავე დროს ეკუთვნის გორის და მცხეთის გაძლიერებაც. ახლო კულტურული კავშირი მყარდება ამ ციხე-ქალაქებს შორის. უფლისციხე თავის მნიშვნელობასინარჩუნებს არაბობის დროსაც. ამ ხანისათვის იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოსავალ პუნქტს ქართლის გაერთიანებისათვის. უფლისციხის დასაპატრონებლადერთმანეთს ეცილებიან სომეხთა მეფე, აფხაზთა მეფე და არაბთა ცნობილი სარდალი აბულ-კასიმი. შემდეგი ბრძოლები უფლისციხეს ახსოვს ძმათა შორის სისხლისღვრის დროს, როდესაც გიორგი აფხაზთა მეფე გარს შემოეწყო „ყოველითა ძალითა თვისითადა მოიყვანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ეპისკოპოსი და მოადგეს უფლისციხესა და ბრძოდეს მრავალთა დღეთა და ვერარას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავალ დგესშიგნით“. როგორც ჩანს, უფლისციხის აღება ამ დროს მხოლოდ მოტყუებით ან ურიცხვი სპით შეიძლებოდა. საქართველოში არაბთა ბატონობის შესუსტებასთან და თბილისისი განთავისუფლებასთან დაკავშირებით უფლისციხე ჰკარგავს თავის ძველ მნიშვნელობასდა მყუდრო ცხოვრებას იწყებს… ახლა, როდესაც გავეცანი ამ ქალაქისა და მისი მიდამოების ისტორიას, მივდივარ მის სანახავად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკვე ნაცნობი იქნებაჩემთვის. მატარებელი დილით გადის. დილა რუხია და მოწყენილი. არა ცხელა. ლიანდაგი გზას მიიკვლევს უამრავ პატარა თუ დიდ სახლებს შორის. მერე ქალაქი თავდება. სახლების რიგი კი გრძელდება. მერე წყდება. ახლამთაზე რაღაც საყდარი მოჩანს, შემდეგ ისეთივე რიგია სახლებისა; ზევით, მთაში, გვირაბი გაჰყავთ. მტკვრის მეორე მხარეს ვენახებში იფლობა დიღმის ველი. ვათვალიერებ. ერთ პატარა ადგილსაც ვერ ნახავ დაუსახლებელ-დაუმუშავებელს. მატარებელი ზაჰესის ხიდზე გადადის, ზაჰწსი უკან რჩება. წინიდანმოდიან ხრიოკი მთები. აქ ახლა არავინ სახლობს. არც ხნავს. ხანდახან საყდარი და ძველი ქვაბულები მოჩანს. მრავალჯერ განცდილი უფრო იზრდება: ჯვარი, სვეტიცხოველი, შორს – სამთავრო, არმაზი, სარკინეთი. სადღაც მთებში გამოქვაბული და შიო მღვიმისმონასტერი. მერე ისევ ციხე მთაზე. ხალხი იღიმება. „იცი, რას ეძახიან მაგ ციხეს?“ – მიჩურჩულებს ვიღაც. მეც ვიღიმები. ის ჰყვება თათართა ალყის ამბავს, შემდეგსაიდუმლო გვირაბზე ჰყვება, რომლითაც ქართველები გვირაბზე გადიოდნენ და კალმახებსაც იჭერდნენ. მეციხოვნენი კალმახებს მტერს აჩვენებდნენ. ახელებდნენ თათრებს. დამარცხდნენ თათრები. ეს ამბავი მეც ვიცი. მე სხვაც ვიცი. ახლა მთებს იქითაცვიხედები, მიწის შიგნითაც ვიხედები – მაგონდება ახლად ნასწავლი. იქით ხეობებია ქართლისა, კლდეკარები, სააკაძის სამშობლო ნოსტე, ერთაწმინდა. აქეთ, კასპის მიწაში, ორი ათასი წლის წინანდელ სამოსახლოებს ვხედავ. აგერ კასპის ცემენტის ქარხანა, იმის გადაღმა თეთრად დათხრილი საბადოები. კოლმეურნეთა შრომით აყვავებული ველ-მინდვრები, დაბურული ბაღები, გორაკებზე გადმომდგარი ახალი ფართო აივნიანი სახლები… მატარებელი ჩერდება. მიდის. ჩერდება. გრაკლიდან ხოვლე მოჩანს. ხოვლეს ბოლოზე უძველესი სამოსახლო ბორცვი ითხრება. მატარებლიდან საკონტროლო თხრილი ჩანს შავ ხაზად. მატარებელი ისევ მიდის. ჩერდება. მექვახვრელში ჩამოვდივარ. აქ, ქვაში, სამოსახლო ხვრელებია – იმიტომ ჰქვია ქვახვრელი. მწვანეში ზის ახლანდელი სოფელი. ჩემს პირდაპირ, მტკვრის მარცხენა ნაპირთან, უფლისციხე იყურება გამოთხრილი თვალებით. ცხელა. მტკვრის ნაპირას ვჯდები. ვისვენებ. ჩემს პირდაპირბორანს აკეთებენ. იმის უკან სახლებს აშენებენ, დავიღალე. ამდენი შთაბეჭდილება ერთ დღეში! ერთი ადგილი ვერ ვნახე, რომ თავისი ისტორია არ ჰქონდეს, რომქვა არ იყოს ქვაზე დადებული. და ეს მონაკვეთი, რაც მე დღეს ვნახე, ნაწილია ერის დიდი ისტორიისა. ვცდილობ, აღარ ვიფიქრო. ჭიანჭველასავით მშრომელი და დაუზარელი ყოფილაჩემი ხალხი. მზე უფრო აჭერს. ნელა მივყვები ბაღების ხეივანს. აქ ჩრდილია და ცოტას ვისვენებ. შემდეგ მწვანე უცებ წყდება: გვერდიდან მაცხუნებს უფლისციხე. ავდივარ ქვაბებში. ვიწყებ ზევიდან, ჩამოვდივარ ქვევით. ჯერ ვერ გავრკვეულვარ კიდევ. ქარი სისინებს ნაპრალებში. ქანი იფიტება. ქარი უფრო ღმუის. გრძელფეხა ჯოჯოები ხრიოკებს სერავენ, კედლებზე დარბიან ეშმაკებივით და შუა კედელზე ქრებიან. მე ქვას ვესვრი. ქვა ხვდება. ჯოჯო გაკვირვებული მიყურებს, მერე მირბის, მივდევ. უცებ კლდე წყდება და იწყება უფსკრული. ჯოჯო ქვევით ჩარბის. მერეჩერდება და ისევ იხედება. ქვევით ხრიოკი სოფელი მოჩანს.…
Read More »