ფაშგუნდი

  • ზღაპარი

    ფაშგუნდი

     იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი არ იქნებოდა, ერთ ქვეყანაში ერთი დიდებული ხელმწიფე მეფობდა. ჰყავდა სამი ვაჟი. ჰქონდა აუარებელი სიმდიდრე და იმ სიმდიდრესთან, თვალსი და მარგალიტთან ერთად ჰქონდა ერთი დიდი ბაღი. იმ ბაღში ერთი დიდი ვაშლი ედგა, რომელიც ქუდისოდენა ვაშლებს ისხამდა, ხელმწიფე თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ამ ვაშლებს, არც თვითონ კრეფდა, არც სხვას აკრეფინებდა, მაგრამ აი შეეჩვია ვიღაც ამ ბაღს და სულ გააჩანაგა. გადის დღე, ხელმწიფის რჩეული ვაშლები დღითი-დღე კლებულობდა. შეწუხდა ხელმწიფე, დაიბარა ხელმწიფე და უთხრა:   – აი, შვილებო, ბაღში ერთი ვაშლი გვიდგას, ისიც ვერ შეგვინახავს, სახელმწიფოს როგორ შევინახავთ, გვპარავს ვიღაც და ჩვენ კი ვერ გაგვიგია, ვინ არის Vვენი მტერი. წადით, უყარაულეთ და რომელიც ქურდს დაიჭერ, მეფობას იმას მივცემ!   ადგნენ ხელმწიფის შვილები და მოდგნენ რიგით ყარაულობას.   რიგი უფროს ძმას ხვდა, ის წავიდა, დაწვა ვასლის ძირში და ერთი კარგად დაიძინა. იმ ღამეს მოვიდა დევი, მოკრიფა ვაშლები და გასწია.   მეორე დღეს მოვიდა შინ უფროსი ძმა და უთხრა:   – წუხელ არავინ მოსულა , სულ თეთრად გავათენეო!   მეორე დღეს დარაჯობის რიგი საშუალო ძმაზე მიდგა. იმანაც დაიძინა. დევი მოვიდა, მოკრიფა ვაშლი და წავიდა.   მეორე დღეს მოვიდა შინ და თქვა:   – არავინ მოსულაო!   მესამე ღამეს უმცროსს მოუწია დარაჯობამ. იმან აიღო მშვილდისარი და გასწია საყარაულოდ. ძმებმა დასცინეს უმცროსს:   – აბა, შენ კი აუცილებლად დაიჭერ!   – თუ არავის მოვიყვან, მე ხომ მთელი მოგივალთო, — უთხა ძმამ და გაუდგა თავის გზას.   იმ ღამეს ვაჟს არ დაუძინია. დარაჯობდა და ელოდა ვაშლის ქურდს. შუაღამე იუო, რიმ მოვიდა ერთი დევი, ავიდა ვაშლზე დაიწყო კრეფა. ვაჟმა მოზიდა მშვილდის, დაიწივლა ისირმა და შეერჭო ღრმად გულში დევს. დიღრიალა დევმა, იტაცა ისარს ხელი და უნოდა ამოეგლიჯა, მაგრამ ვერ ამოიძრო. ჩამოვარდა ღრიალით და მოფხუჭა, გაჰყვა თანსისხლის კვალი.   რა გათენდა, ვაჟი მივიდა შინ და მამას უთხრა:…

    Read More »
Back to top button