ნელი ტანგო

  • მოთხრობა

    გურამ რჩეულიშვილი – ნელი ტანგო

    (საუბარი ცეკვის დროს)                ცურვის დროს თითქმის არასოდეს არა ფიქრობენ, განსაკუთრებით – როცა მკლაურით მიდიან. ალბათ, ამიტომ მიყვარს ცურვა და ყველაზე მეტად მკლაური.სოხუმის საცურაოზე ცალთვალა სომეხი ემიგრანტი გიტარას აკვნესებდა. ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო. სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენრუსები. გიტარა კი უკრავდა.                 პატარა თორმეტი წლის იგორი შევარდა წყალში და სუფთა, დამუშავებული მკლაურით გაცურა. მისი ფეხები შეუწყვეტლივ, თანაბარი სიჩქარითა მუშაობდნენ. მარცხენამკლავის მოსმისას სახის ნახევარს წყლიდან იღებდა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, მერე ისევ წყალში ყოფდა ამოსასუნთქად, თან მარჯვენას უსვამდა.                 ხელები გამართული და მოდუნებული ეშვებოდნენ. – აი, მაგისგან ნამდვილად გამოვა კარგი მოცურავე. – თქვა იგორის მამამ და თავის მეუღლეს დამწვარ მხარზე ხელი დაადო.– ჰო, გამოვა. – დაუმოწმა მეუღლემ. – ივანე, აიღე, კაცო, ხელი, ხომ იცი, მეწვის ბეჭები.– აკი გითხარი, წაისვი-მეთქი ოდეკოლონი. – ივანემ ხელი ჩამოიღო.– კარგი, დღეს წავისვამ. – ღიმილით უთხრა მეუღლემ, ორივემ ზღვისკენ გაიხედა.                ბავშვი გამაფრთხილებელ დროშას გასცდა და იმავე სისწრაფით მიდიოდა. დაღლა მაინც არ ეტყობოდა.                 ორმოცამდე ნაბიჯი კიდევ იცურა ასე, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა. ფეხებს ბოლომდე ღუნავდა ისე, რომ მუხლისთავები ერთ სწორი ხაზის სხვადასხვა ბოლოში ექცეოდა დალამაზი, მოქნილი მოძრაობით აძლევდა ბიძგს წყალზე ჰორიზონტალურად გაწოლილ სხეულს. ერთდროულად გამართულ ხელებს ოდნავ მოუსვამდა, თავს ამოყოფდა მაღლა, შეისუნთქავდა და ისევ იმეორებდა იმავე მოძრაობებს.                ცოლ-ქმარი ახლა ქვიშაზე წამოჯდა.– კარგად ცურავს. – თქვა ქმარმა.– ძალიან, ნახე, რა მოქნილი მოძრაობები აქვს. – სახე გაუბრწყინდა ცოლს.– მომავალში პირველი ადგილი ექნება. – დაბეჯითებით დაიქნია თავი ივანემ. – ლიდა, გახსოვს, ვალერიც რა კარგად ცურავდა.– აბა, აბა, რა ვაჟკაცი იყო! – ახლა ქალმა დაადო მხარზე ხელი მეუღლეს.– გახსოვს, როგორა ცურავდა, შეეძლო მთელი ექვსი საათი თავისუფლად გაეძლო წყალში.                 ივანემ მეუღლეს წელზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიყრდნო. ერთხანს ასე ისხდნენ. სიჩუმე ისევ ქმარმა დაარღვია:– სწორედ მაგ ცურვამაც დაღუპა, რიგასთან იპოვეს მესამე დღეს დამხრჩვალი; ვინ იცის, რა მოუვიდა.– ივან! იგორსა ხედავ? – ქალი მსუბუქად დაეყრდნო მის მხარს და წამოდგა.ივანემ თითი გაიშვირა. შორს ძლივს მოჩანდა ბავშვის თავი. ლიდამ უხალისოდ გაიცინა: იგი წელამდე შევიდა წყალში, შემდეგ ბრასით გაცურა. ნაპირზე დარჩენილი ივანე ახლა ისევგულდაღმა დაწვა. კარგა ხანს იყო ასე; მზე უწვავდა ბეჭებს, მერე გაიფიქრა, “დიდი მოუსვენარი ქალია ლიდა, სულ დედას დაემსგავსა იგორიც, თუმცა რაღა შორს მივდივარ, მეცეგეთი გული მაქვს.                 კარგია შორს, ტალღებში ცურვა”. სუსტმა ნიავმა ქვიშა აყარა. ივანეს ცალ თვალში მტვერი ჩაუვარდა. იგი წამოჯდა და წვალება დაუწყო ქუთუთოს. ზღვაზე პატარა, ხუჭუჭატალღები აიშალა.გიტარა კი უკრავდა შეუსვენებლივ.                დამკვრელს შავი, გახუნებული ხალათი ეცვა და თავზე ძველი ჭილოფის ქუდი ეხურა.                ივანე წამოდგა. ქარმა კვლავ მოაყარა ქვიშა. შორს, ტალღებში ხან იკარგებოდა, ხან გამოჩნდებოდა ვიღაცის თავი, კარგა მოშორებით, იმ მიმართულებით მეორე მიცურავდა.                 მან ქუდის ფერზე იცნო ცოლი. წინა მისი ბიჭი უნდა ყოფილიყო. იგი კარგად დაუკვირდა.…

    Read More »
Back to top button