Forum

Notifications
Clear all

სიზმრის ახსნა დანიელ წინასწარმეტყველის მიერ

1 Posts
1 Users
0 Reactions
7 Views
(@hydra)
Member Admin
Joined: 6 წელი ago
Posts: 18
Topic starter  
  1. აბანოში შესვლა – დარდისა და ბოროტების ნიშანია.
  2. ავადმყოფი თუ შენი თავი ნახო – კარგია, თუ ნათესავი – ავია.
  3. აკვანი – კარგია და უმანკოების ნიშანია.
  4. აკიდება სპილენძისა – კეთილია და მოგების ნიშანია.
  5. ალერსი – საკეთილოა და კარგია, გულის ნდომა აგისრულდეს.
  6. ალმასის პოვნა – ნიშანია ქორწინებისა და ბედნიერი ცხოვრებისა.
  7. ამაღლებულ ადგილზე რომ დადიოდე – ამხანაგებში ამაღლდები.
  8. ამაღლება ან ფრენა – ძალიან კარგია, სიწმინდე და სიწრფელის ნიშანია.
  9. ამხანაგის ნახვა – ახალი საქმის და ახალი ამბავის ნიშანია.
  10. არყის სმა – სირცხვილისა და სიმწარის ნიშანია.
  11. აუზში ბანაობა – ცუდია, მაგრამ ბოლო კეთილია.
  12. ახალი რამე ჩაიცვა – სიხარულისა და ბედნიერების ნიშანია.
  13. ბალი ჭამო – ცუდია და სინანული.
  14. ბამბა – კარგია და მადლიან საქმეს აასრულებ.
  15. ბანკი ნახო – სიმდიდრის და სიხარულის ნიშანია.
  16. ბანაობა წყალში – სურვილის ასრულებას ნიშნავს.
  17. ბეჭედი – სიხარულსა და მალე ქორწინებას ნიშნავს.
  18. ბრმა თუ ნახო – ავადმყოფობას გამოივლი.
  19. ბრმა სხვა ნახო – ახალ რაიმეს ნიშნავს.
  20. ბრინჯის ჭამა – ავადმყოფობის ნიშანია.
  21. განძის პოვნა – დარდი და ვარამია, ფიქრი მოიმატო.
  22. გველის კბენა – ცუდი ნიშანია, ჩანს მტერი ადვილად მოგერევა.
  23. გველი თუ მოჰკალი – უთუოდ მტერსაც მოერევი.
  24. გველთან ლაპარაკი – მეტად კარგ რამეს ნიშნავს.
  25. გუბეში გადიოდე – ფათერაკს გადაეყარო, იჩხუბო ვისმესთან.
  26. დამარხვა მკვდრისა – საწადელი აგისრულდეს.
  27. დანგრეული შენობა ნახო – ყოველიუ საქმე წაგემართოს და გაიმარჯვო.
  28. დუმის ჭამა – ავადმყოფობაა.
  29. ეპისკოპოსის ნახვა – ცუდი და სნეულების ნიშანია.
  30. ეკლესიაში შეხვიდე და ილოცო – ძალიან კეთილი ნიშანია.
  31. ეკლის ამოღება – მტერს სრულიად მოშორდე და მოისვენო.
  32. თაფლის ნახვა ან ჭამა – ორივე მეტად ცუდია და ფათერაკია.
  33. ვალის აღება – დარდისა და ფიქრის შემატებას ნიშნავს.
  34. იარაღი – კარგია, პატივი და ქონება შეგემატოს.
  35. იხვი – ცუდი ნიშანია, ანუ ავდარს მოასწავებს.
  36. კატა – ცუდია, ოჯახში სამდურავი და ჩხუბი აიშალოს.
  37. ლიმონის ჭამა – ცუდია და სნეულების ნიშანია.

   
Quote
Share:
Back to top button