თხის რქა

თხის რქა (♑) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეათე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 21 დეკემბრიდან 20 იანვრამდე. თხის რქის ზოდიაქო განსხვავდება თხის რქის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 20 იანვრიდან 15 თებერვლამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, თხის რქის მმართველია — სატურნი. თანამმართველია — ურანი. თხის რქის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — მარსი, „დაცემულია“ — იუპიტერი და ნეპტუნი, „გამოძევებულია“ — მთვარე. მინეროლოგიური თვალსაზრისით, თხის რქის ძირითადი მინერალია: ქრიზოპრაზი. მას ასევე შეესაბამება: ქალცედონი, აქატი, ლაზურიტი.

Back to top button