თევზები

თევზები (♓) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეთორმეტე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 18 (ან 19) თებერვლიდან 20 (ან 21 ) მარტამდე. თევზების ზოდიაქო განსხვავდება თევზების თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 12 მარტიდან 18 აპრილამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, თევზების მმართველია — ნეპტუნი. თანამმართველია — იუპიტერი. თევზების ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — ვენერა, „დაცემულია“ — მერკური, „გამოძევებულია“ — მერკური. მინეროლოგიური თვალსაზრისით, თევზების ძირითადი მინერალია: ამეთვისტო. მას ასევე შეესაბამება: ალექსანდრიტი, ბელომორიტი, ზურმუხტი, მარჯანი.

 

Back to top button