ქალწული

ქალწული (♍) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეექვსე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 23 აგვისტოდან 22 (ან 23) სექტემბრამდე. ქალწულის ზოდიაქო განსხვავდება ქალწულის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 16 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ქალწულის მმართველია — მერკური. ქალწულის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — მერკური, „დაცემულია“ — ვენერა, „გამოძევებულია“ — ნეპტუნი და იუპიტერი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ქალწულის ძირითადი მინერალია: სარდიონი. მას ასევე შეესაბამება: ლაზურიტი, ნეფრიტი, იასპი, ვეფხვის თვალი.

Back to top button