მერწყული

მერწყული (♒) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეთერთმეტე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 20 იანვრიდან 18 (ან 19) თებერვლამდე. მერწყულის ზოდიაქო განსხვავდება მერწყულის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 16 თებერვლიდან 11 მარტამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, მერწყულის მმართველია — ურანი. თანამმართველია — სატურნი. მერწყულის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — ნეპტუნი, „დაცემულია“ — პლუტონი, „გამოძევებულია“ — მზე. მინეროლოგიური თვალსაზრისით, მერწყულის ძირითადი მინერალია: იაგუნდი. მას ასევე შეესაბამება: მარგალიტი, ამაზონიტი, ონიქსი, ტურმალინი.

Back to top button