მეცნიერება

მეცნიერებმა ბიოლოგიური აქტიურობა დაუბრუნეს 28 ათასი წლის წინანდელი მამონტის უჯრედებს

Kindai-ს უნივერსიტეტის (ოსაკა, იაპონია) ბიოლოგებმა მცირე ხნით სიცოცხლე დაუბრუნეს ახალგაზრდა ბეწვიანი მამონტის – სახელად იუკის უჯრედებს. იგი 28 ათასი წლის წინ მოკვდა – სიახლის შესახებ წერს რესურსი Motherboard.

იაპონელმა მეცნიერებმა მამონტის სხეულიდან 88 უჯრედის ბირთვი ამოიღეს და ღამურის კვერცხუჯრედში გადანერგეს. გადანერგვისთანავე უჯრედები გაცოცხლდა, მხოლოდ მცირე ხნით და ნაწილობრივ – მეცნიერებმა ვერ შეძლეს მიეღწიათ უჯრედების სრულფასოვანი დაყოფვისთვის, თუმცა ამ პროცესის ზოგიერთი სტადია მიღწეულ იქნა.

იუკის ქრომოსომები მართებულად დაუკავშირდნენ სტრუქტურას – ამ პროცესიდან სულ ერთი ნაბიჯიღა რჩება უჯრედების დაყოფისკენ. ამის შემდეგ მეცნიერებმა იგივე ექსპერიმენტი გაიმეორეს მამონტის უჯრედებისა და სპილოს კვერცხუჯრედის გამოყენებით.

ამგვარი სამეცნიერო აღმოჩენა წარმატების შემთხვევაში მეცნიერებს საშუალებას მისცემს აღადგინონ უჯრედები და სამომავლოდ მოახდინონ გადაშენებული სახეობების კლონირება. მამონტ იუკის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ იგი ძალიან კარგადაა შენახული. იგი აღმოაჩინეს ლაპტევების ზღვის სანაპიროზე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button