ნორვეგიის ფოტოები (National Geographic)
ნორდფიორდის ხეობა. მყინვარის მოლურჯო ყინულის ფენა ტყიან ხეობამდე აღწევს ნორდფიორდის გულში, სადაც მრავლადაა ტბები, მთები და ფიორდები. ეს განსხვავებული და ნაყოფიერი რეგიონი ჯერ კიდევ ქვის ხანაში იყო ადამიანებით დასახლებული.
პოლარული დათვი. ნორვეგიის არქტიკულ არქიპელაგ სვალბარდში ახალგაზრდა დათვი ყინულის ერთი ნატეხიდან მეორეზე გადახტომას ცდილობს. სწორედ ასეთი სქელი ყინული ფარავს არქიპელაგის კუნძულების ჯაჭვის ნახევარზე მეტს.
ბრიგენის ნავმისადგომი. ტურისტები დასეირნობენ ქალაქ ბერგენში და ათვალიერებენ ბრიგენის ნავმისადგომსა და საუკუნეების ხნის სახლებს. ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქი მთებითაა გარშემორტყმული, რის გამოც ზოგჯერ ეძახიან “კარიბჭეს ფიორდებისკენ”.
გეირანგერფიორდი. ნორვეგიის ყველაზე ცნობილ ფიორდში გემები უახლოვდებიან სოფელ გეირანგერის სანაპიროს. ეს ადგილი იუნესკოს მფარველობის ქვეშაა და თავისი სილამაზით უამრავ მნახველს იზიდავს.
გაყინული ხის ქოხი. ყინულმა გადაფარა აბრა, რომელიც მთაში მდებარე ქოხთანაა მიმაგრებული. ნორვეგიის მთებში ზამთრობით არდადეგებისა და შვებულების გატარების დროს ასეთი ქოხები საუკეთესო ვარიანტია დასაბინავებლად.
ვიკინგის გემი. ძველი კონსტრუქციის მიხედვით აგებული თანამედროვე ვიკინგური გემი, რომელიც ნორვეგიისა და ისლანდიის დროშებს აფრიალებს. თავისი დროისთვის ნორვეგიელი ვიკინგების ტექნოლოგია გემების შენების საკითხში საკმაოდ მოწინავე იყო, სწორედ მათ მიაგნეს IX საუკუნეში მოგზაურობისას ისლანდიას, ნახეს რომ დაუსახლებელი იყო და მალევე აითვისეს.
ოსლოს დარბაზი. ქალაქის საბჭოს, ადმინისტრაციის, ხელოვნების სტუდიებისა და გალეერების სახლების ერთობლიობა. სწორედ აქ ხდება ნობელის პრიზით დაჯილდოებაც, რომელიც 1901 წლიდან მოყოლებული ტარდება.
ბრიუნიხის კაირები. ზღვის ფრინველები – კაირები – ყვინთავენ ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის წყლებში ბორნოიას კუნძულის სიახლოვეს. ზოგჯერ საკმაოდ ღრმადაც ჩადიან – 150 მეტრის სიღრმეზე. ეს ჯიში სვალბარდში ასეულ ათასობითაა, ზამთარში კი უმეტესობა გრენლანდიისკენ მიეშურება.
ბავშვების აღლუმი. ოსლოელი ბავშვების აღლუმი კონსტიტუციის დღის აღნიშვნისას სამეფო სასახლის წინ ოსლოს მთავარ ქუჩაზე. სკოლის მოსწავლეები ასეთი აღლუმების ძირითად ფენას შეადგენენ, მათ ეროვნული სამოსი აცვიათ და ხელში ქვეყნის დროშები უჭირავთ.
ჩრდილოეთის ირემი. შპიცბერგენის კუნძულზე, სვალბარდის არქიპელაგში ჰორნსუნდის ტუნდრაში ჩრდილოეთის ირემი გარბის თეთრი ხავსით დაფარულ მიწაზე.
თხილამურებით მგზავრობა. მარხილებითა და თხილამურებით მგზავრობა ქვეყნის ტერიტორიების დასალაშქრად საკმაოდ გავრცელებული და ჩვეულებრივი მოვლენაა ქალაქ ლილეჰამერში, რომელიც 1994 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. ასევე შესანიშნავი ადგილია სნოუბორდინგისთვისაც. ეს ყველაფერი ქალაქს აქცევს ნორვეგიის ყველაზე პოპულარულ ადგილად სპორტის ზამთრის სახეობებისთვის.