Hi-Techტექნოლოგია

დასაკეცი კომპიუტერი Lenovo-საგან

დასაკეცი სმარტფონები უკვე გვევლინება პერსპექტიულ, თუმცა ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურ მოწყობილობებად. იმის მიუხედავად, გაამართლებს თუ არა ეს მიდგომა, ინდუსტრია არ აპირებს გაჩერდეს მიღწეულ ეტაპზე. მაგალითად, Lenovo-მ წარმოადგინა პირველი დასაკეცი კომპიუტერი: ეს არის ლეპტოპ ThinkPad-ის პროტოტიპი, რომელშიც გამოყენებულია დაკეცვის იგივე პრინციპი, რაც უკვე ნანახი გვაქვს სმარტფონების მაგალითზე.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური დემონსტრაცია: Lenovo ამ მოწყობილობაზე უკვე სამი წელიწადია მუშაობს და აპირებს მზა ნიმუში 2020 წელს გამოუშვას სახელით – ThinkPad X1. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ კომპიუტერები უფრო კომპაქტური გახდეს. ხსენებული მოწყობილობა იქნება სრულფასოვანი ლეპტოპ-პლანშეტი 13,3-დუიმიანი OLED-ეკრანითა და გვერდების შეფარდებით 4:3. ზუსტი წონა არ სახელდება, თუმცა Lenovo-ს განცხადებით იგი 0,9 კილოგრამზე ნაკლები იქნება, დაკეცვის შედეგად კი მოწყობილობა ჩვეულებრივ ლეპტოპზე უფრო პორტატული იქნება.

image.jpeg

The Verge-ის ჟურნალისტებმა მოსინჯეს ფუნქციური პროტოტიპი: მოწყობილობის ეკრანი ისევე იკეცება, როგორც რეკლამაში იყო, Windows 10-იც საკმაოდ კარგად მუშაობს. საინტერესო იქნება ელექტრონული წიგნების პროგრამაში ორგვერდიან ფორმატში კითხვის რეჟიმი, რომელიც დიდი მანათობელი წიგნის შეგრძნების მსგავსი იქნება. 

image.jpeg

დასაკეცი ThinkPad (ზემოდან) ჩვეულებრივ 13-დუიმიან ლეპტოპთან შედარებით 

image.jpeg

პროტოტიპი ჯერჯერობით დასრულებულად არ გამოიყურება: მაგალითად, დაკეცვის მექანიზმი არც ისე საიმედო ჩანს. თანაც, Lenovo-მ ჟურნალისტებს არ მისცა ნება მსხვილი კადრით გადაეღოთ იგი და აესახათ დაკეცილ მდგომარეობაში მყოფი მოწყობილობა ახლო ხედით. ეკრანს ასევე აქვს საკმაოდ ცუდი თვალთახედვის კუთხე. საზოგადოება იმედოვნებს, რომ ფინალურ ვერსიაში მოგვარებული იქნება ყველა ნაკლოვანება. 

image.jpeg
image.jpeg

Lenovo ასეთი კომპიუტერის გამოყენების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს: მისი მოხმარება შესაძლებელი იქნება მთლიანად გახსნილ მდგომარეობაში დიდი პლანშეტივით, ასევე ნაწილობრივ დაკეცილ მდგომარეობაში – მინი-ლეპტოპის ან წიგნის ფორმატში (ამ დროს ეკრანის ერთი ნაწილი კლავიატურის ფუნქციას ასრულებს). ინტეგრირებული სადგამის წყალობით პლანშეტის გამოყენება შესაძლებელია უსადენო კლავიატურასთან ერთადაც. მოწყობილობას აქვს ციფრული ფანქრის გამოყენების მხარდაჭერა, იგი მაგრდება პლანშეტის წინა ნაწილზე და იმუხტება USB-C პორტის გამოყენებით. 

image.jpeg
image.jpeg

ტექნიკურ მახასიათებლებს კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს: ცნობილი მხოლოდ ის გახლავთ, რომ მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე და დაკომპლექტებული იქნება Intel-ის პროცესორით. ინფორმაცია არ არის ოპერატიული მეხსიერებისა და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ (Lenovo აცხადებს, რომ მიზნად დასახულია მოწყობილობამ ერთი სამუშაო დღე იმუშაოს). გეგმაშია ფიჭური ქსელების მხარდაჭერის დამატებაც. მოწყობილობის პროტოტიპზე არ შეიმჩნევა სტანდარტული 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. 

image.jpeg
image.jpeg

Lenovo-ს განცხადებით, კომპანია მუშაობს იმაზე, რომ დასაკეც ThinkPad-ს არ აღმოაჩნდეს ისეთი პრობლემები, როგორებიც გამოვლინდა Samsung Galaxy Fold სმარტფონებში. 2020 წლამდე კომპანიას აქვს დრო იზრუნოს კონსტრუქციის გამძლეობაზე. ამ ეტაპზე Lenovo ThinkPad-ის შესახებ სხვა არაფერია სათქმელი: უცნობია ფასიც და გამოსვლის ზუსტი თარიღიც. არსებობს მხოლოდ ამბიციური იდეა – Lenovo დასაკეცი მოწყობილობების ტექნოლოგიას ნერგავს დიდგაბარიტებიან მოწყობილობებში. 

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button