აზრთა სხვადასხვაობა
რას ხედავენ სურათზე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები?
ოპტიმისტი ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა.
პესიმისტი ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია.
რეალისტი ფიქრობს, რომ ეს ჭიქაა, რომელშიც წყალი ასხია
ინჟინერი ფიქრობს, რომ ჭიქა საჭირო ზომაზე ორჯერ დიდია.
იდეალისტი ფიქრობს, რომ ერთხელაც ისეთი წყალი, როგორიც ჭიქაშია, ულევი ენერგიის წყარო გახდება და ომები დასრულდება.
კაპიტალისტი ფიქრობს, რომ თუ მას შესაბამისად შეფუთავს და კარგ სახელს მოუფიქრებს, ფულს იშოვის.
კომუნისტი ფიქრობს, რომ ჭიქაში არსებული წყალი ყველას თანაბარი რაოდენობით ეკუთვნის.
შეთქმულების თეორიების მოყვარული ფიქრობს, რომ მთავრობამ წყალში ისეთი ნივთიერება გაურია, რაც ხალხის გაკონტროლებას გაუადვილებს.
სექსისტი ფიქრობს, რომ წყალი საკმარისი არაა, ამიტომ ჭიქა ცოლმა უნდა შეუვსოს.
ნიჰილისტი ფიქრობს, რომ არც წყალი არსებობს და არც თვითონ.
ალკოჰოლიკი ფიქრობს, რომ ჭიქაში არაყი ასხია და სასწრაფოდ უნდა შეისვას.
კრიტიკოსი ფიქრობს, რომ ჭიქა უშნო ფორმისაა.
ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ ურთიერთობა ჭიქასა და მასში არსებულ სითხეს შორის დაკვირვებით უნდა იქნას შესწავლილი.
ამერიკელი ფიქრობს, რომ წყალი უნდა დაიშაქროს და ოფიციანტმა დროზე მოუტანოს.
ცინიკოსს არც კი სჯერა, რომ ჭიქაში რამე ასხია.
კლეპტომანი ფიქრობს, ჩაეტევა თუ არა ჭიქა მის ჯიბეში.
ქრისტიანი ფიქრობს, რომ 2000 წლის წინ ასეთი წყალი ღვინოდ იქცა.
ფრიადოსანი ფიქრობს, რომ ჭიქაში არსებული სითხე არის H2O.
ველური ფიქრობს, რომ ეს გამჭვირვალე საგანი უბედურების მომტანია.
რასისტი ფიქრობს, რომ ჭიქას მის ქვეყანაში არაფერი ესაქმება.
მეამბოხე ფიქრობს, რომ ჭიქა უნდა დაიმსხვრეს.
ნარკომანი ფიქრობს, რომ ჭიქა ნიანგს ჰგავს.
ქერათმიანი ფიქრობს, რომ ჭიქა რაღაცით გავს იმას, დასალევად რომ იყენებენ ხოლმე.