
ზღაპარი
ჭკვიანი ექიმი – ინდური ზღაპარი
ერთმა კაცმა ექიმს მიმართა: ბატონო ექიმო, მუცელი მტკივა, მომარჩინეო.
— გუშინ რა ჭამეო? — ჰკითხა ექიმმა.
— მკვახე ხილიო, — მიუგო ავადმყოფმა.
— მაშინ თვალების წამალი მოგიხდებაო!
— თვალების წამალი რად მინდაო, — გაოცდა ავადმყოფი.
— მეორედ რომ უფრო კარგად დაინახო, რასა ჭამო, — მიუგო ექიმმა.