ლიტერატურა

ზაზა ბურჭულაძე

ქართველი მწერალი, სცენარისტი, მთარგმნელი ზაზა ბურჭულაძე დაიბადა 1973 წლის 9 სექტემბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია — მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი.

1998 წლიდან წერს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: “არილი”, “ალტერნატივა”, “ანაბეჭდი”, “ცხელი შოკოლადი”. ამჟამად ყოველკვირეულ ჟურნალში “ტაბულა” უძღვება საკუთარ საავტორო სვეტს. 2001 წლამდე იბეჭდებოდა გრეგორ ზამზას ფსევდონიმით. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფ. მ. დოსტოევსკის, ვ. სოროკინის, მ. ელიზაროვის, ა. ბიტოვის პროზა.

2003 წელს მიიღო სახელმწიფო ჯილდო “წინანდალი” რომანისთვის “მინერალური ჯაზი”. 2008 წელს მიიღო ბაკურ სულაკაურის ჯოლდო მოთხრობისთვის “Passive Attack”.

2005 წელს მისი სცენარის მიხედვით “დედა” გადაიღეს მოკლემატრაჟიანი ფილმი.

2007 წელს შეასრულა მთავარი როლი მხატვრულ ფილმში “ჯაყოს ხიზნები” (ფილმი გადაღებულია ქართველი კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით).

ჰყავს ორი შვილი და ძაღლი.

ბიბლიოგრაფია

“ორი კანფეტი”, რომანი, 1997 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
“მესამე კანფეტი”, მოთხრობების კრებული, 1998 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
“შენ”, რომანი, 1999 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
“სულთათანა”, რომანი, 2000 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
“სიმფსონები”, რომანი, 2001.
“წერილი დედას”, რომანი, 2002.
“მინერალური ჯაზი”, რომანი, 2003.
“სახარება ვირისა”, რომანი (გაგა ლომიძის კომენტარებით), 2004.
“ხსნადი კაფკა”, მოთხრობა, 2005.
“სხვა გასაღები”, საბავშვო კინოსცენარი (საქართველოს კინოცენტრის დაკვეთით), 2007.
“ფონოგრამა”, მოთხრობების კრებული, 2008.
“adibas”, რომანი, 2009.
“ხსნადი კაფკა”, მოთხრობების კრებული, 2010.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button