სიმღერის ტექსტები

ფანდურა ბექაური – სატრფიალო ბალადა

ცას სწვდება მთათა სიმაღლე,
გზას გახიდულა ზოვია,
შავი არაგვის ხეობა
კაცთაგან დანატოვია.

მთას დაკიდულა ბილიკი,
ჭიუხებამდის შორია,
სოფელი ჩოხის სანახებ
მძივივით მოსჩანს ცხორია.

ადიდებულა არაგვი,
ჩამოულეწავ კლდენია,
მააგორებდა ლოდებსა
ხმაა ქვის საზარელია.

დაილოცავენ საკარგყმოს,
დატოტავდება ცხენია,
გაბატონდება სინათლე,
უკან დაიწევს ბნელია.

გუდამაყრისა ხეობა
ღვთისაგათყვავის ხელია,
დაილოცენით ჩოხლებო
არაგველობა ძნელია.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button