სიმღერის ტექსტები
შენ ჩემო დიდო იმედო
შენ, ჩემო დიდო იმედო,
კოშკო, ნაგებო კირითა,
კახეთს მოჭრილო ისარო,
ქალაქს ნაღებო ინითა!
წითელო მოვის პერანგო,
შვიდგან შეკრილო ღილითა.
ცავ, წმინდავ, ვარსკვლავიანო.
მზევ, დაფენილო დილითა,
უკვდავებისა წყაროო,
ნადენო ოქროს მილითა,
შენთანამც ყოფნით გამაძღო,
შენთანამც წოლა-ძილითა.