სიმღერის ტექსტები
ზურა დოიჯაშვილი – მელიქიშვილის გამზირი
მელიქიშვილის გამზირი
ია, ვარდი და ბზა,
უშენოდ ვეღარ გავძელი
ჩემო ბავშვობის გზავ.
..გზად სტუდენტობა იჩქარის
მძებნელი გზის და მზის,
სად არის ახლა ის ქალი
ალბათ აკვანთან ზის X2
იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ქრის
იქნება ისევ ბავშვია,
თვალები შერჩა შვლის.
..და ენატრება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა,
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა X4