სიმღერის ტექსტები
იბერეთი – ქალავ, სიცოცხლე
აღმა ქალი დავინახე
რა პირმტაცი, რა ქალიო
..ნაპირს აქეთ გადმომძახა:
„იქნები ჩემი ქმარიო” X2
..ქალავ, სიცოცხლე და მწველო გულისა
თითები მიგიგავს ბროლისად თლილისა
..ჩემი ხარ ეგ ყელი მე სურო მგონია
ვეღარსად წამიხვალ რა ბედი მქონია X2
წამოდი, მთაში არ არის ცუდი
ლექსები გითხრა – რას შეგადარო,
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.
შორს აგიშენო თეთრი კარავი
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.
არ დასხდებიან ხევსურნი
ქუდის სასმენად ბანზედა
..ქალაუ ჩემთან გადმოდი
ნუ გამირბიხარ განზედა X2
ქალაუ შენმა მანდილმა
ჰაერში გაიფრიალა
..სახე გამოჩნდა, თოლებმა
ელვარემ გაიკრიალა X3