სიმღერის ტექსტები

დათო კენჭიაშვილი, დათო არჩვაძე, ანსამბლი ქალდეა – მიყვარხარ, მაგ ღიმილს მოგტაცებ

მიყვარხარ მაგ ღიმილს მოგტაცებ,
და დუმილს თანხმობად ჩაგითვლი,
ქალაუ, მე ჩემად მეგულვი,
შენს სავალ ბილიკთან დაგიცდი.

თეთრ ცხენზე შავ ნაბად მოსხმული,
ფიქრებშიც შენს გვერდით ვიქნები,
მოდიო, გეძახის გული და
მოდიო, გეძახის ფიქრები.

საწვიმარ ღრუბლებსაც გადავყრი,
მაგ შენი ოცნების ზეციდან,
მწყურიხარ, როგორაც მთის წყარო,
ნაჩქეფი მაღალი მთებიდან.

ჩაგიკრავ გულში და გაგიმხელ,
ჩემს დარდებს, ჩემს გულის ჩივილებს,
თუ როგორ ვიცხოვრე უშენოდ,
თუ როგორ ვებრძოდი ტკივილებს.

წაგიყვან, დავლახოთ მთები და
ნაზვავარს ვახაროთ იები,
ალიონს ორწყალზე შევხვდებით,
ცისკარზე დავთვალოთ მთიები.

როდესაც მზის სხივი მოგვძებნის,
ჩვენს სურვილს ზეცაში აიტანს,
მიყვარხარ, მაგ ღიმილს მოგტაცებ,
ცხოვრება დავიწყოთ თავიდან.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button