სიმღერის ტექსტები

ანა მალაზონია, გელა დაიაური – მე შენთვის ვწერდი

მე შენთვის ვწერდი ლამაზ სტრიქონებს,
ყველაფერს ლამაზს შენ გადარებდი,
გიკრეფდი ვარდებს და იის კონებს,
მეგონა შენს გულს გავახარებდი.

შავ მერცხალივით შორს გამიფრინდი,
უშენოდ დამრჩა კვლავ სიმარტოვე.
დღეს გადავაგდე კალამი ხრამში
და პოეზია ცას მივატოვე.

მშვიდობით ჩემო ნაზო ქმნილებავ,
მშვიდობით ჩემო ოცნების თვალო,
მშვიდობით ჩემო ციცინათელავ
ჩემს ოცნებებში გაზრდილო ქალო.

შენ სიყვარული არა გცოდნია
და ერთგულება იცი მცირედი,
მე დაგარქმევდი ქალავ ცოდვიანს
და უფრო მშვიდად დავიძინებდი.

მე შენზე აუგს ვიტყოდი ლექსით,
სიტყვებს ვაქცევდი ხმლებად, ტყვიებად,
რომ წესი იყოს ჩემს ლამაზ მთებში
უმწეო ქალზე შურისძიება.

დღე-დღეს მიჰყვება წყებათა წყება,
როგორც ფოთლები ლამაზ ვერხვების,
სიცოცხლე შენზე ფიქრში გავლიე,
სიკვდილსაც შენზე ფიქრში შევხვდები.
სიცოცხლე შენზე ფიქრში გავლიე,
სიკვდილსაც შენზე ფიქრში შევხვდები.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button