ფსიქოლოგია

მზერა

ფსიქოლოგთა დაკვირვებები აჩვენებს, რომ პირადი კონტაქტების დროს მოსაუბრეებს არ შეუძლიათ ერთმანეთის ყურება მუდმივად, მხოლიდ მთლიანი დროის 60%. მხედველობითი კონტაქტის დრო ამ ზღვარს ცილდება ორ შემთხვევაში: შეყვარებულებსა და აგრესიულად განწყობილ ადამიანებში. ასე რომ, ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია არ იცნობთ, დიდხანს და დაჟინებულად გიყურებთ, მეტყველევს მის ფარულ აგრესიაზე.

ვიზუალური კონტაქტის ხანგრძლივობა მოსაუბრეებს შორის მანძილზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია მანძილი, თვალების კონტაქტი მით უფრო ხანგრძლივი შეიძლება იყოს. ამიტომ ურთიერთობა უფრო ეფექტური იქნება, თუ პარტნიორები მაგიდის ხსვადასხვა მხარეს ისხდებიან–ამ შემთხვევაში მათ შორის გაზრდილი მანძილის კომპენსირებას თვალების კონტაქტის ხანგრძლივობა ახდენს.

ქალები უფრო დიდიხანს უყურებენ მათ, ვინც ესიმპათიურებათ, მამაკაცები კი მათ–ვინც მათ სიმპატიზირებს. როგორც დაკვირვევები აჩვენებს, ქალები მამაკაცებზე ხშირად იყენებენ პირდაპირ მზერას, ამიტომ ისინი ნაკლებად არიან მიდრეკილი დაჟინებული მზერა მიიღონ, როგორც საფრთხე.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ პირდაპირი მზერა გულახდილობის და პატიოსნების ნიშანია. ადამიანს, რომელსაც იცის მიტყუება, შეუძლია მზერის ფოკუსირება მოსაუბრის თვალებზე, ასევე შეუძლია თავისი ხელების კონტროლი და არ აძლებს მათ სახესთან მიახლოვების საშუალებას. მაგრამ მატყუარა თუ არ არის კარგად გაწვრთნილი, მაგ. ბავშვი, ტყუილის გამოცნობა ადვილია: ხელები მიიწევს სახისკენ, ფარავენ ცხვირსა და პირს, თვალები კი აქეთ-იქეთ დარბიან.

გუგების შევიწროება და გაფართოება ცნობიერს არ ემორჩილება, ამიტომ მათი რეაქცია ნათლად მეტყველებს პარტნიორის თქვენით დაინტერესებაზე. გაფართოებული გუგები აჩვენებს ინტერესის გაძლიერებას, მტრულ განწყობას კი–შევიწროებული. მაგრამ მსგავსი მოვლენებზე დაკვირვება საჭიროა დინამიკაში, რადგან გუგების ზომა განათებაზეც არის დამოკიდებული. ბნელ შენობაში ადამიანის გუგები ფართოვდება, მზეზე კი ვიწროვდება.

ნეიროლინდვისტიკური პროგრამირების თეორია ამტკიცებს, რომ თანამოსაუბრის თვალების მოძრაობით შეიძლება გავიგოთ, თუ ზუსთად რა სახეებია ადამიანის გონებაში და რით არის ის ამ დროს დაკავებული: იგონებს თუ იხსენებს. თუ პარტნოირი იყურება მარცხნივ ზევით ან უბრალოდ მარცხნივ, ე.ი. ის მხედველობით გახსენებაშია ჩაფლული.

მზერა, მარჯვნივ ზევით მიმართული–მხედველობითი კონსტრუირების მაჩვენებელია. ადამიანი ცდილობს წარმოიდგინოს ის, რაც არასდროს არ უნახია.

მხერა ნარცხნივ გვერდზე მეტყველებს სმენით მოგონენებზე. თუ მზერა მიმართულია მარცხნივ გვერდზე–ეს სმენითი კონსტრუირების ნიშანია. მაგ.წარმოიდგენთ, როგორ საუბრობენ უცხოპლანეტელები.

მზერა მარცხნივ ქვევით ან უბრალოდ ქვევით მეტყველებს კინესტეტიკურ წარმოდგენებზე. მაგ.ემოციური და გრძნობითი. ზუსტად იქითაა მიმართული თქვენი მზერა, როდესაც იხსენებთ თქვენს შეგრძნებებს რბილი, თბილი საწოლის გახსენების დროს.

მემარცხენეებისთვის სურათი მთლიანად საწინააღმდეგოა.
თანამოსაუბრის თვალებზე შეუმჩნევლად და დაუძაბავად დაკვირვება, ასევე შედეგების ანალიზი, დაგეხმარებათ როგორც ყოველდღიურ საუბრებში ასევე საქმიანი შეხვედრების დროსაც.

Source
https://www.qwelly.com/group/psychology/forum/topics/mzera-1

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button