სიმღერის ტექსტები
ბაიარ შაჰინი & არჩილ შოთაშვილი – რა სამშობლო მქონია
უსასრულო გზები,
საოცნებო მთები,
სამშობლოში ერთდება.
ჭადზე დედის ხელი,
სუფრას ღვინო შველის,
თვალზე ცრემლი მედება.
დღესაც შენზე ვფიქრობ,
გულს შორიდან გითბობ,
მენატრები ძალიან.
ვფიცავ ეს მთა-ბარი,
შენი მიწა-წყალი,
სხვანაირი დარდია.
სადაც უნდა ვიყო,
მაინც შენსკენ მიხმობ,
არ დამტოვებ მგონია.
შენი გზები მახსოვს,
ვერასოდეს დაგთმობ,
რა სამშობლო მქონია.
ჩვენი ძმობის სიტყვა,
მეგობრობად იქცა,
დრო ჩვენ ვერ მოგვერია.
მინდა გულით გითხრა,
მშობლიური მიწა,
ქართველისთვის ერთია.
ვეფერები წარსულს,
ვეკითხები რა სურს,
მაჭახელას მადლიანს.
ლიხს იქით და აქეთ,
მონატრებულ ქართველებს,
ჩვენ გავუთბობთ კერიას.
სად უნდა ვიყო,
მაინც შენსკენ მიხმობ,
არ დამტოვებ მგონია.
შენი გზები მახსოვს,
ვერასოდეს დაგთმობ,
..რა სამშობლო მქონია 3X