სიმღერის ტექსტები

პაატა თედიაშვილი – პოპური

სადა ხარ, სად დაიარები?
ღამეა, ოცნების ღამე!
გეძახი გამეცი ხმაi,
სიცოცხლე ნუ გამიმწარე.

დადიხარ, უკან დაგყვები,
აჩრდილად მაქციე ქალავ,
მე მაგით უფრო მინდიხარ,
მიყვარს მე შენისთანაო.

მთაში სალამურს ვაკვნესებ,
რომ ვერა გხედავს თვალები,
.. დავდივარ თვალებს ვაცეცებ,
თვალში გამიჩნდა ღარები. 2X

შენ რომ დაგეძებ მთაშია,
სულ მელანდები თვალშია,
.. ჩამოგიქროლებ ლამაზო,
წაგიყვან მაღლა მთაშია. 2X

ჰარალალო…

სადა ხარ, სად დაიარები?
ღამეა, ოცნების ღამე!
გეძახი გამეცი ხმაჲ,
სიცოცხლე ნუ გამიმწარე.

დადიხარ, უკან დაგყვები,
აჩრდილად მაქციე ქალავ,
მე მაგით უფრო მინდიხარ,
მიყვარს მე შენისთანაო.

ჰარალალო…

მე რად მინდა მკერდში გული,
დამეყაროს მაშინ მიწა,
.. თუ მოყვასის სიყვარულში,
სანთელივით არ დაიწვა. 2X

ჰარალალო…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button