სიყვარული და სექსი
სასაცილო და უცნაური სექს-კანონი
ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან უცნაური და ზოგჯერ სასაცილო სექს-აკრძალვა მოქმედებს. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:
- არგენტინაში ცოლს აქვს უფლება, უღალატოს ქმარს იმ შემთხვევაში, თუ მან სახლში 3 ვაზა გატეხა.
- ბელგიაში ცოლი, რომელიც გაიგებს, რომ ქმარი ღალატობს, უფლება აქვს, მძინარე ქმარს ღირსებაზე მდუღარე გადაასხას. ანალოგიური უფლება აქვს ქმარსაც, რომელიც ცოლს ღალატში გამოიჭერს.
- იმავე ბელგიაში გოგონებს შეუძლიათ, შეყვარებულს მკერდი აჩვენონ მხოლოდ ურთიერთობის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ; სექსით კი შეუძლიათ უკვე ერთი თვის შემდეგ დაკავდნენ (მაგრამ ამ დროს მკერდის ჩვენება არ შეიძლება??!!)
- საბერძნეთში ახალდაქორწინებულებს უფლება აქვთ, მთელი თვე ქორწინების სახლში იცხოვრონ, თუ მათ ჯერ სახლი არ შეუძენიათ.
- ჩინეთში ქალს, რომელსაც ორგაზმი არ განუცდია ქორწინებიდან ნახევარ წელიწადში, უფლება აქვს, განქორწინება მოითხოვოს.
- ჩინეთშივე ქალს უფლება აქვს, ქმარი ნოლზე გადაპარსოს, თუ ის ერთი თვის განმავლობაში ცოლს არცერთხელ არ აკოცებს.
- გუამის კანონების მიხედვით, ქალწულს გათხოვების უფლება არ აქვს.
- ლონდონში კანონდარღვევად ითვლება პარკირების გარეშე გაჩერებულ მოტოციკლზე სექსი.
- კოლუმბიის ქალაქ კალიში ახალდაქორწინებულების პირველი ღამე პატარძლის დედის თანდასწრებით უნდა შედგეს.
- თუ იაპონიაში უფროს ძმას მოუნდება უმცროსი ძმის შეყვარებულზე დაქორწინება, უმცროსი ძმა და შეყვარებულიც უარს ვერ იტყვიან.
- თურქეთში უკანონოა მეზობლის ვაჟთან, ქალიშვილთან, ცოლთან, მოსამსახურესთან და საერთოდ, მეზობლის ნებისმიერ კუთვნილებასთან (თუნდაც ცხოველთან) სექსი… მოკლედ, ანდაზა – მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო – აქ კანონით მოქმედებს.