დიდოსტატის მარჯვენა – განხილვა და ანალიზი
დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა — კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი.
რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.
“დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” 1938–1939 წლებში დაიწერა მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოველის გარშემო. მაგრამ ფაქტიურად რომანი აღმოჩნდა 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში, კატასტროფულ მოვლენათა მარადიული მოდელის პოვნა და გამოხატვა, მისი წაკითხვა გარდასული ჟამის ფონზე. ხოლო ანტირუსული პათოსი დაშიფრულ იქნა ანტიბიზანტიური სულისკვეთებით.
“დიდოსტატის მარჯვენა” იყო კონსტანტინე გამსახურდიას ერთადერთი წიგნი, რომელსაც ყოველთვის აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლება. მოსწონდათ იგი სტალინსა და ბერიას. მაგრამ ბელადის პირველ წიგნს, რომელიც 1939 წელს გამოიცა, სტალინმა კრიტიკულად შეხედა და ავტორმაც მომდევნო წიგნები აღარ დაწერა.
შექმნის ისტორია
“დიდოსტატის მარჯვენა” მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის მშვენებადაა ჩათვლილი. იგი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და ყველგან აღიარებული პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. კონსტანტინე გამსახურდია ამ რომანით წარმოგვიდგება ისტორიული რეალობისა და შუასაუკუნური კულტურის ბრწყინვალე მცოდნედ, გარდასულ სახეთა გაცოცხლების, მათთვის უკვდავი სულის შთაბერვის სწორუპოვარ ოსტატად. მწერლის ისტორიული რომანები, უპირველეს ყოვლისა, იმით განსხვავდებიან ისტორიულ თემაზე ჩვენში ადრე შექმნილი თხზულებებისაგან, რომ ამ ნაწერამოებებში პირველად გადაილახა ის ზღვარი, რომელსაც ისტორიზმის ტყვეობაში მყოფი მწერლები აღმართავდნენ ხოლმე მეფე-დიდებულებსა და მდაბიოთა შორის. კონსტანტინე გამსახურდიამდე იშვიათად რომ ვინმეს დაეხატოს ასეთი ცხოველმყოფელობით მეფე-ადამიანი: ტრადიციული სქემატურობით და ფრესკული ერთპლანოვნებით კი არა, არამედ თავისი ადამიანური ვნებებით და წინააღმდეგობრივი ბუნებითაც.
„დიდოსტატის მარჯვენაზე“ მუშაობა მწერალმა 1938 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა იმავე წელს დაასრულა. ნაწარმოების პირველი მონახაზი მოცემულია 1932 წელს დაწერილ კინოსცენარში „ვარძიის საიდუმლო“. რომანი 1939 წელს ჟურნალ მნათობში ქვეყნდებოდა, შემდეგ ის გამოიცა ნოველებთან ერთად კრებულში „თვალთაჲ“. რომანის გამოქვეყნება „მნათობში“ დაემთხვა მწერლის ვაჟის დაბადებას 1939 წლის 31 მარტს, რომელსაც ნაწარმოების ერთ–ერთი პერსონაჟის ზვიად სპასალარის სახელი დაანათლა.
კონსტატინე გამსახურდია აპირებდა რომანების სერიის წერას სახელწოდებით „ქართლის ცხოვრება“, რომელშიც „დიდოსტატის მარჯვენასთან“ ერთად შევიდა დავით აღმაშენებელი. დაწყებული ჰქონდა „თამარის“ წერა, მეტის გაკეთება მან ვერ მოასწრო.
სიუჟეტი
სიუჟეტი ეფუძნება ნაწილობრივ ლეგენდარულ ამბავს სვეტიცხოველში 1010 -იან წლებში ახალგაზრდა იდუმალი არქიტექტორის, კონსტანტინე არსუკიძის მოღვაწეობას. მოქმედება მიმდინარეობს მეთერთმეტე საუკუნეში და მოგვითხრობს გიორგი პირველზე. გიორგი მრავალი დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორისაა სხვადასხვა სამთო ტომების, ფხოვის (ფშავი და ხევსურეთი), პერიოდულად აჯანყება. გიორგი ქრისტიანია,მაგრამ არა ისეთი მორწმუნე,როგორიც მისი მეუღლე მარიამი და ყველაფერზეა წამსვლელი ფხოვის აჯანყებების ჩასახშობად.. რომანის დასაწყისში მეფე გიორგის სტუმრობს მამამზე ერისთავი რომელზეც მეფე ეჭვობს, რომ ის არის უფრო ჯაშუში და შეკრულია მთის ტომებთან.მამამზე დიდი ხანი იყო მეფე გიორგის მეგობარი და მოკავშირე ამიტომ მისი აჯანყება ძალიან ამწუხრებს მეფეს. გიორგი აქვს სხვა პრობლემებიც. თბილისი ამ დროს არაბების ხელთაა ხოლო ბიზანტიის იმპერატორ ბასილ მეორეს მისი შვილი ბაგრატი მძევლად აუყვანია..
მამამზეს შვილი, ჭიაბერი, აჯანყების ერთ-ერთი მთავარ ძალას წარმოადგენს, როგორც თალანგვა კოლონკელიძე, კვეტარის მთავარი და მამა შორენასი, რომელიც არის ჭიაბერზე დანიშნული. მთავარეპისკოპოსი მელქისადეკი მიდის მამამზეს ციხესიმაგრეში, რომ დაარწმუნოს მთავრები და აღიარებინოს ქრისტიანობა. როცა ჭიაბერი მის ჯვარს ემთხვევა, მალევე დაიღუპება. არსებობს ეჭვი, რომ ჯვარი მოწამლეს. ზვიად ამირსპასალარი ამის შემდეგ მოახერხებს აჯანყების ჩახშობას და მეამბოხეთა დასჯას. გიორგი აგრძელებს საეკლესიო კამპანიას , თუმცა ამავდროულად ეკლესიების აშენების საწინააღმდეგოდ მიწისძვრები მოქმედებს, რომლებიც მრავლად იყო მეთერთმეტე საუკუნეში. მეფე ეკლესიების აშენებას მის მთავარ არქიტექტორს ფარსმან სპარსს( რომელიც არ არის სპარსი) ავალებს.. ფარსმანს ჰქონდა უჩვეულო ცხოვრება. სხვადასხვა მიზეზების გამო მას მოუწია მრავალ ქვეყანაში მოგზაურობა და განათლების მიღება, შემდეგ კი დაუბრუნდა სამშობლოს.
ერთხელაც ნადირობისას მეფე ახალგაზრდა ლაზ ბიჭს წააწყდება და შემდეგ თან წაიყვანს. გიორგი დაინახავს არსაკიძის მხატვრულ ნიჭს და გადაწყვიტავს მას ააშენებინოს სვეტიცხოველი ქართულ სტილში. ბედის ირონიით კოლონკელიძის ქალიშვილი შორენა(რომელიც არსაკიძეს უყვარს) მეფე გიორგის მოეწონება და ცოლად შერთვას გადაწყვიტავს და როცა გაიგებს არსაკიძის და შორენას ურთიერთობის შესახებ, ახალგაზრდა არქიტექტორს მარჯვენა ხელს მოკვეთავს.შორენა კი ამის შემყურე თავს მოიკლავს.
თარგმანები
„დიდოსტატის მარჯვენა“ რუსულად (;Десница Великого мастера») თარგმნა ფატმან თვალთვაძემ, ის მოსკოვში არაერთხელ გამოიცა მრავალათასიანი ტირაჟით. (1944, 1956, 1961, 1963). სულ მწერლის სიცოცხლეში რუსულად თორთმეტჯერ დაიბეჭდა. მისმა საერთო ტირაჟმა 700 ათასს გადააჭარბა. თარგმანში ერთ–ერთი პერსონაჟი პიპა მოიხსენიება, როგორც ვამეხი.
1957 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ ითარგმნა და გამოიცა ფრანგულად. რომანი რუსული ტექსტიდან თარგმნა რენე დომეკმა. წიგნზე გამოხმაურებები დაიბეჭდა პრესაში (ლუმანიტე დიუმანში, დე ლეტრ ფრანსეზი, მიდი ლიბრი).
„ლუმანიტე დიმანშში“ 1958 წლის ნომრებში იბეჭდებოდა რომანის ადაპტირებული ტექსტი ჟან დორვილის ილუსტრაციებით (ეს უკანასკნელი 1964 წელს მწერლის მიწვევით თბილისში იმყოფებოდა და კონსტანტინეს თავისი 47 ნახატი გადასცა).
1959 წელს მწერალს თბილისში ჩამოაკითხეს ინდოელმა სტუმრებმა – „დიდოსტატის“ ინგლისურიდან (The Right Hand of the Grand Master) ბენგალურად მთარგმნელებმა ცოლ–ქმარმა შუკრია გხოშმა და შუბხამოი გხოშმა.
როგორც მწერლის ბიოგრაფი სოსო სიგუა აღნიშნავს, „დიდოსტატის მარჯვენა“ იყო საბჭოური სამყაროს მესამე ქართული რომანი „გვადი ბიგვასა“ და „კოლხეთის ცისკარის“ შემდეგ, რომელმაც დასავლეთში შეაღწია.
გარდა ზემოთჩამოთვლილისა, „დიდოსტატის მარჯვენა“ თარგმნილია შემდეგ ენებზე: ინგლისურ (მთარგმნელი ვახტანგ ერისთავი) , გერმანულ (Die rechte Hand des großen Meisters, მთარგმნელი ჰერტრუდ პეჩი, გამოიცა 1969 წ.), სომხურ (1960 წ.), ოსურ, ჰინდის, ურდუს, ჩინურ, რუმინულ (მთარგმნელი ვიქტორ კერნბახი, 1962 წ.) ენებზე.
2015 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ ნიდერლანდების სამეფოში გამოიცა ნიდერლანდურ ენაზე სახელწოდებით: De rechterhand van grootmeester Konstantine, რომლის მთარგმნელია არჩილ ჯავახაძე.
პერსონაჟები
მეფე – გიორგი I
დედოფალი – მარიამი (სომეხთა მეფის სენაქერიმ არწრუნის ასული)
ზვიად სპასალარი – სარდალი
ფარსმან სპარსი – ხუროთმოძღვართუხუცესი
კონსტანტინე არსაკიძე (უტა) – სვეტიცხოვლის ამგებელი
სუმბატ ჩორჩანელი – ფარსმანის პაპა
ბაქარ ჩორჩანელი – ფარსმანის მამა
ნანაი – ფარსმანის დედა
ვარდანი – ფარსმანის გამზრდელი
აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალი-აშარი – ფარსმანის შერქმეული სახელი
მამამზე – ქორსატეველას ერისთავი
ჭიაბერი – მამამზეს ვაჟი
ბორდო ხანი – მამამზეს ცოლი
კატაი – მამამზეს ქალიშვილი
რუსუდანი – ბორდოხანის და
შავლეგ ტოხაისძე – მამამზეს სახლთუხუცესი
თალაგვა – კვეტარის ერისთავი
გურანდუხტი – თალაგვას მეუღლე
შორენა – თალაგვას ქალიშვილი
ვარდისახარი – შორენას პირისფარეში
თაყაი – ჭიაბერის გამზრდელი
ბოქაი – ჭიაბერის შვილი
ცცოი – ჭიაბერის შვილი
აზარაი – ჭიაბერის შვილი
ზაზაი – ჭიაბერის შვილი
გაბიდაი – ჭიაბერის შვილი
ჯიბრედაი – ჭიაბერის შვილი
ზნაურა – დიაკვანი
მელქისედეკი – კათალიკოსი
ეზოსმოძღვარი ამბროსი
მიტროპოლიტი რაჟდენი
ბერი გაიოზი
მამა სტეფანოზი
გლახუნა ავშანისძე – მეფის შერქმეული სახელი
გირშელი – ყველისციხის ერისთავი
პიპა უშიშარაისძე – მეფის მალემსრბოლი
ანაქსიმანდრესი – პიპას ნამდვილი სახელი
დრუსძე ქიტესა – მეფის მეგობარი
ჭოხრიჭისძე გამო – მეფის მეგობარი
ლომაისძე ესტატე – მეფის მეგობარი
ნონაი – არსაკიძის მოახლე
თებრონია – ფარსმანის შვილი
ფანასკერტელი რუსუდანი – სეფექალი (სამეფო ქალი)
ცაქალა – სეფექალი (სამეფო ქალი)
ნათია – სეფექალი (სამეფო ქალი)
ანჩიბაიძის ქალი – სეფექალი (სამეფო ქალი)
მუროჩი ქალუნდაური – ხევისბერი
გოდერძი – ხევისბერის შვილი
უფლისწული ბაგრატი – ბაგრატ IV
კასავილა – ბიზანტიელი დიდებული
ზაქარია არიშიანი – არტანუჯელი აზნაური
საღირა – თბილისელი ჯალათი
კახაი – ერისთავი
ფანასკერტელი – ერისთავი
დაჩი – ერისთავი
ბოდოკია – კალატოზი
წათაი – მშენებელი მონა
ხუსრი აბულელი – მეფის ურჩი ერისთავი
რატი – ხურსის სახლთუხუცესი
ვაჩე – რატის ვაჟი
პირიმზისა და ხათუთაი – კოლონკელიძის მხევლები
ეფემერა – მონაზონი
შუშანიკი – შორენას სახელი მონაზვნობისას
ევდემონი – დაყუდებული ბერი
ბასილი და კონსტანტინე – ბიზანტიის კეისრები
ალ-ჰაქიმი – სარკინოზთა ხალიფა
ციხეები
ქორსატეველა
ხერკი
პანკისი
ყველისციხე
ღართისკარის ციხე
თუხარისი
კვეტარი
ცხვილო
თმოგვისციხე
ლარგვისი
ოჩანი
ტორღვა
შურის ციხე
ეკლესიები და ტაძრები
სვეტიცხოველი
სხალტბის ეკლესია
ბედია
აია სოფია
ბაგინეთი
ბაგინეთის მთის ლეგენდა
ბოლნისის სიონი
გელათი
ზედაზენი
ჯვრის მონასტერი
ოლთისი
სამთავროს დედათა მონასტერი
რომანში გამოყენებული ფერები
ქლიავისფერი
ხვლიკისფერი
ოქროცურვილი
ქარვისფერი
მრუმე
ქერა
თეთრი
მუქლურჯი
ფოლადისფერი
ისრიმისფერი
ოქროსფერი
ჩალისფერი
წაბლისფერი
ცერცვისფერი
თავთუხისფერი
ცისფერი
შავი
ჟანგისფერი
ქორისფერი
მიწისფერი
მოლურჯო
მტრედისფერი
ცარცისფერი
სადაფისფერი
ქარვისფერი
შაბიამანისფერი
თაფლისფერი
ლომისფერი
გიშრისფერი
მუქყვითელი
მწყრისფერი
დურაჯისფერი
მიხაკისფერი
იისფერი
წითელ-ყვითელი
წითელი
ფეტვისფერი
მომწვანო
ლილისფერი
ლაინისფერი
ქედანისფერი
მგლისფერი
ზღვისფერი
ცეცხლისფერი
შინდისფერი
ნაცრისფერი
სხივისფერი
პირისფერი
სინგურისფერი
ხოხბისყელისფერი
ნარინჯისფერი
მზისფერი
მწვანე
ჟრუნი
ხორბლისფერი
უნაბისფერი
ყვითელი
მინისფერი
ენდროსფერი
სოსანისფერი
ლოპინარისფერი
ცვილისფერი
ძერასფერი
ავაზასფერი
გველისფერი
ჯაჭვისფერი
ქვიშისფერი
ძველთუძველესი სპილოსძვლისფერი
ლურჯი
კარაქისფერი
თევზისფერი
საფირონისფერი
მშვლისფერი