ლიტერატურა

წერტილი

დასრულებული თხრობითი წინადადების ბოლოს წერტილი იწერება.

მაგ:
ქვეყანა დამშვიდდა.
ქალი, კაცი და ბავშვი ყველა საქმეს კიდებდა ხელს.

წერტილს ვსვამთ შემასმენელიან (მაგ: დაიშალნენ სტუმრები.) და უშემასმენლო, სახელდებითი წინადადების ბოლოსაც (მაგ.: საღამო. მკრთალი სინათლე.).

წერტილს ვხმარობთ მაშინ, როცა რიცხვებს რიგის გამოსახატავად ვიყენებთ
მაგ.: ენათმეცნიერების დარგებია: 1. გრამატიკა. 2. სტილისტიკა.

წერტილი სიტყვის შეწყვეტის (შემოკლების) ნიშანიც არის. სოფ. (სოფელი), ე.წ. (ეგრეთ წოდებული).

  • შენიშნა: წერტილს არ ვწერთ მოთხრობის, ლექსის, წერილის, სამეცნიერო სტატიის, ნაშრომის, ზღაპრის და ა.შ. სათაურების ბოლოს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button