კულტურანახატებიხელოვნება

მირიამ სოლოღაშვილი – ნახატები

მირიამ სოლოღაშვილი დაიბადა 1961 წლის 14 თებერვალს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო ფაკულტეტზე. მესამე კურსზე იყო, როცა აღმოაჩინა, რომ ხატვა მისთვის ერთ-ერთი მნიშნველოვანი იყო. ძირითადი პროფესიის პარალელურად სწავლა დაიწყო უნივერსიტეტის სამხატვრო სტუდიაში, ფერწერის ფაკულტეტზე.

ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი, დოქტორი ეთერ შავგულიძე მის ხელოვნებაზე წერს: „წუხელ, ღამით დავბრუნდი თბილისში და მხოლოდ ახლა “შემომეფეთა” შენი-ჩემი ქალაქის ნოსტალგიური შენობა. შენი გრძნობებით გაჯერებული ფერწერული ფერწერა ზედმიწევნით იჭერს თბილისის მოუხელთებელ “იმპრეშენს” — ისე, როგორც მორის უტრილოს პერზული პეიზაჟები“.

თავად ქალბატონი მირიამი ამბობს:

“მერე… მერე იყო ოჯახი და როგორც “ტრადიციულად” ხდება, მხატვრობა ნელნელა ქრება, როგორც “რიტუალი”. ადგილს სხვა პრიორიტეტები იკავებენ. შვილები. ორი ვაჟი, ბაღი, სკოლა, მათ განათლებაზე ზრუნვა. მერე ალია ისრაელში.”

“ახლად ჩამოსული ისრაელში განსხვავებულ ამპლუაში ვარ. თელ-ავივის პრესტიჟულ რაიონში ვაჭრობის ცენტრში, ერთ სოლიდურ ფირმაში ვიწყებ მუშაობას. ჯერ განყოფილების უფროსად, მერე დიზაინერად. წლების განმავლობაში ამ განხრით ვმუშაობ. ხატვას გამოყენებითი ხელოვნება ცვლის. ვსწავლობ კომპიუტერულ გრაფიკასაც. მაგრამ თავის “პოვნას” მხოლოდ მოგვიანებით ვახერხებ. ბოლო წელია სახლში ყოფნას და სიმშვიდეს ვცდილობ. ხატვის სურვილიც მახრჩობს… დაახლოებით 30 ფერწერული ტილო – ნახევარი წლის ნამუშევარი…”

ტილოების უმეტესობა შექმნილია ზეთის საღებავებით. საკუთარი რაობის ძიებით, ხატვითა და ფერებით შექმნა ეს მშვენიერი ტილოები, რომელსაც ქვემოთ იხილავთ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button