მოდა და სტილიროგორ ?ფსიქოლოგია

ფერების ფსიქოლოგია-როგორ გამოვიყენოთ სწორად ფერები ტანსაცმელში?

1. ლურჯი? ლურჯ ფერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მოდის კონსულტანტების რეკომენდაციით, ამ ფერის სამოსის ჩაცმა გასაუბრებაზე ძალიან გამოგადებათ, რადგან ის ლოალურობის სიმბოლოა. ამბობენ, რომ ამავე მიზეზით, სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელები სწორედ ლურჯი ფერის უნიფორმას ატარებენ.

2 . ყვითელი? ფსიქოლოგიურად, ყვითელი ძალიან ძლიერი ფერია. ის დაკავშირებულია ემოციებთან, კრეატიულობასა და მაღალ თვითშეფასებასთან.

3 .ვარდისფერი? მისი მუქი ტონები მხიარულებასთან ასოცირდება. თუმცა ბაც ვარდისფერს, რელაქსაციის ელფერი აქვს. როგორც ამბობენ, ეს ყველაზე ფემინური ფერია, რომლის გამოყენებასაც ბიზნეს შეხვედრების დროს გვირჩევენ.

4 .თეთრი? თეთრი სრულყოფილების სიმბოლოა. ის სინათლის, სისუფთავის, უბრალოების, ღვთაებრივობის და უბიწოების ფერია. ამიტომ, მისი ზეგავლენა გარშემომყოფებზე, ყოველთვის დადებითია.

5 .მწვანე? რა თქმა უნდა, მწვანე ბუნების ფერია. მიიჩნევა, რომ ფსიქოლოგიურად, ეს ფერი სიახლესთან, ჰარმონიასა და ბალანსთანაა დაკავშირებული.

6 . წითელი❤️ წითელი ფერი ვნების, ძლიერების, სიყვარულის, საფრთხისა და აგრესიის სიმბოლოა. თუმცა ამ ფერის სამოსის სიყვარული ადამიანის ექსტროვერტობაზე მიუთითებს.

Source
Mariam Sharvashidze

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button