გიგი ხორნაული – ორიოდე სიტყვა ადამიანთა საკუთარ სახელებზე
ადამიანის ველურობის ხანაში ენის გაჩენა ურთიერთობის, საგნებსა და მოვლენებზე მინიშნების საჭიროებამ წარმოშვა. ამავე რიგში იყვნენ თვით ადამიანებიც. ჯოგიდან, მასიდან ინდივიდის გამო სა ყოფად, იმაზე მისანიშნებლად, თუ ვის ეხებოდა საუბარი, ან ვის მიმართავდნენ, სახელი იყო საჭირო, ე. ი. ისეთი რამ, რაც დაეხ მა რებოდა საგნისა თუ ადამიანის მიგნებაში, პოვნაში, ხელში მოგ დებაში, მოხელვაში (მო£ელვაში) _ მთის დიალექტებში ხომ `მო£ე ლვა~ პოვნას ნიშნავს. `სა£ელი~ (სახელი) კი ის არის, რის საშუალებითაც პოულობენ. ამისი გაგრძელებაა უთუოდ იმერულში არსე ბული `საგინებელი~ (ალ ბათ _ საგნებელიდან) _ კომლთა სახელები.
იმდროინდელი, თავდაპირველი სახელები აღწერითი იყო, არქმევ დნენ რაიმე გარეგნული ნიშნის მიხედვით: გრძელი, დაბალი, წითელთავა, დიდცხვირა, ირემივით სწრაფი, დათვივით ძლი ერი და სხვა. ეს ვითარება დღემდეა შემონახული ინდიელებსა და ავსტრალიის ველურ ტომებში. თუ რაიმე განსაკუთრებული ნიშანი არ დაჰყვა ბავშვს დაბადებიდან (ვთქვათ, გრძელი თმა), მას სახელს არ არქმევენ, სანამ არ წამოიზრდება და რაიმე ნიშანი არ გამოეკვეთება. ამ ჩვევის გაგრძელებაა ალბათ ზოგი აზიელი ხალხის ადათი, როცა ბავშვობაში, ახალგაზრდობაში და სიბერეში სხვადასხვა სახელებს ეძახიან.
იმთავითვე სახელისათვის მთავარი ფუნქცია იყო მისამართობა. ამისათვის კი საჭირო იყო სახელი ყოფილიყო სხვებისაგან განსხვა ვებული, ორიგინალური, რათა პიროვნებანი ერთმანეთში არ არევოდათ. ამისათვის იყენებდნენ, გარდა აღწერი თობისა და მიმსგავსებისა, ყოველგვარ სახელს ნადირფრინველებისა თუ მცენარეებისა და ნივთებისა: ვეფხვი,ლომი, მგელი, მელა, კურდღელი; ქორი, ხოხობი, კაკაბი, გვრიტი, შოშია, ჩიტი; მუხა, რცხილა, ტყემალი, ფოთოლი, ბალახი; კლდე, წყარო; მზე, მთვარე, ცისკარი, ღრუბელი და სხვა მისთანები. ზოგი მათგანი დღემდეა შემორჩენილი, ზოგიც გვიან გვარებში (მამის სახელებიდან) დაფიქსირდა.
განვითარების შემდგომ საფეხურებზე ადამიანთა სახელებს დაუკავშირეს ზებუნებრივი ძალები. მათი რწმენით, სახელი მიჰკერ ძებდა ან აშორებდა ადამიანს სიავესა თუ სიკეთეს.
ცხოველ-ფრინ ველთა, ნივთის სახელებს შეეძლო მაგიური ძალით შთა ენერგათ ადამიანისათვის მათი თვისებები. გარდა ამისა, ზოგი ერთი ცხოველი, მცენარე ტოტემი იყო და მათი სახელის შერქმევა სამფარ ველოდ მიბარებას ნიშნავდა. მიაჩნიათ, რომ სახელებში ძევს დიდი მისტიკური ძალა, რომელიც კარგი სახელით კარგად წარმარ თავს ადამიანის ბედს, ცუდი _ ცუდად.
ბავშვს (ადამიანს) მფარველად შეიძლება მოვლენოდა მიცვალე ბულის სული. ამ მიზნით ახალშობილს არქმევდნენ უდროოდ გარ დაცვ ლილი (დღედაკლებული) ოჯახის წევრის, სახელოვანი წინაპრის, ახლო ნათესავის სახელს. ეს ხდებოდა უმთავრესად თავისი სურვილით, ზოგჯერ კი თვით სულის მოთხოვნით.
მიცვალებულის სახელს, რომელიც ბავშვს ერქმეოდა, `სულის სახელი~ ეწოდებოდა. ცნობილი ეთნოგრაფი სერგი მაკალათია თავის წიგნში `ხევსურეთი~ წერს: `როდესაც ბავშვი აკვანში ანჩხ ლობს და ტირის, იტყვიან ბავშვს აწუხებს მიცვალებულის სულიო, რომელსაც სურს ბავშვი თავის მოსახელედ დაიყენოსო. ზოგჯერ დედა სიზმარში ნახავს, რომ რომელიღაც მიცვალებული ბავშვის აკვანს არწევს. მშობლები მესულთანესთან მივლენ და სთხოვენ მიცვალებულის სულის გამოცნობას. მესულთანესთან ოჯახის მიცვალებულთათვის სუფრას გააწყობენ, სანთლებს აანთებენ და მესულთანე დაიწყებს სულთა სახელების ჩამოთვლას, ბოლოს ის ერთზე შეჩერდება და იტყვის იმ მიცვალებულის სახელს, რომელიც ბავშვს ატირებს. ამის შემდეგ მშობლები იმ მიცვალებულის სახელს არქმევენ შვილს. ამასთანავე, ბავშვი რომ კარგად გაიზარდოს და ხატმა არ დაამიზეზოს, ხშირად მას ხატის სახელსაც არქმევენ, ისეთებს, როგორიცაა: ღვთისო, გიორგი, აშე ქალი, სამძიმარი და სხვა. ასე, რომ ჩვეულებრივ ხევსური სამ სახე ლს ატარებს. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ხევსურეთში რძალი მაზლს სხვა სახელს არქმევს, ბიცოლა კი ძმისწულს სახელს შეუც ვლის, თუ ის მისი ქმრის მოსახელეა, მაშინ ხევსური რამ დენიმე სახელის მატარებელი გამოვა. მაგალითად, დავით ბალი აური ხუთ სახელს ატარებს: მღვდლისა _ პეტრე, სულისა _ დავი თი, რძლისა _ ხირჩლა, ხატისა _ გიორგი, დედისძმის ცო ლისა _ ბეწიკუა. ქალებსაც ორ-სამ სახელს არქმევენ~.1
რამდენიმე სახელის შერქმევის ტრადიცია სხვა ხალხებშიც არსებობს, რაც ასევე უძველეს რწმენა-წარმოდგენებთან არის დაკავში რებული. ოფიციალურად შერქმეულ სახელს იქაც საიდუმლოდ ინახავენ, იშვიათად თუ გაიხსენებენ, რათა ბოროტმა ძალამ, ავსულმა და, რაც მთავარია, სიკვდილმა ვერ მიაგნოს.
ასეთივე მიზნით, თუ ბავშვები ეხოცებოდათ, `ურჯულოთა~ (თათრულ, ლეკურ…) სახელებს არქმევდნენ. ანდაც არქმევდნენ `ცუდ~ სახელებს, რომლებსაც ავსული, სიკვდილი მოერიდებოდა. ქართველებისათვის ასეთები იყო: საძაგელი (შდრ. გვარი: საძაგლიშვილი), ძაღლიკა; რუსებისათვის _ ნეგადიაი, ნეკრას, დუბინა; ალტაელებისათვის _ იმკიოდიონ `ძაღლის სასკორავი~.
განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ სხვადასხვა ხალხებში ცნობილია სახელის შერქმევის სხვაგვარი ჩვეულებანი. მაგალითად, ახალი გვინეის ტომები სახელზე ნადირობდნენ. როცა ბავშვი დაიბადებოდა, მეზობელ ტომებს ესხმოდნენ თავს, ადამიანს შეიპყრობდნენ, სახელს ათქმევინებდნენ, შემდეგ მოკლავდნენ, ხორცს შეჭამდნენ, სახელი კი მოჰქონდათ და ბავშვს არქმევდნენ.
`ახალი ზელანდიის აბორიგენი ტომი მაორები პირველ სახელს შემთხვევით არქმევენ, მეორეს მამის სიკვდილის შემდეგ. შემთხვევა კი ასეთია: მიუტანენ ბავშვს თოჯინა ხატს და იწყებენ იმ თვისებების ჩამოთვლას, რომელთა დანათლებაც უნდათ. მამა სარიტუალო სიმღერას მღერის: იჯექი წყნარად და ყური მიგდე, მე უნდა გამცნო შენი სახელი კარგად მისმინე, კარგად მისმინე და მოისმინე შენი სახელი _ აი ეს არის შენი სახელი…
იტყვის სახელად შესარქმევ სიტყვას და ასე იმეორებს მანამ, სანამ ბავშვი არ დააცემინებს. დაცემინება რომელ სახელსაც დაემთხვევა, იმას დაარქმევენ. სიმღერა კი ხანდახან მთელი დღე-ღამე გრძელდება. მეორე სახელის შერჩევაც ასევე ხდება, ოღონდ ამ შემთხვევაში წინაპართა სახელებს ჩამოთვლიან~(2).
* * *
საქართველოში სახელთა მრავალფეროვნება და თავისუფალი არჩევანი იყო, ქრისტიანობის შემოღებამდე, წარმართულ პერიოდში. ქრისტიანობის სახელის შერჩევისა და შერქმევის უფლება მთლიანად ეკლესიამ აიღო თავის ხელში. ეკლესია კი საეკლესიო კალენდრის მიხედვით არქმევდა მხოლოდ ბიბლიურ და ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდანთა სახელებს, რომელნიც უმთავრესად ებრაულ-ბერძნულ-რომაული იყო. მათ დიდი სააგიტაციო მნიშვნელობა ენიჭებოდა ქრისტიანობის გავრცელება-დამკვიდრების თვალსაზრისით. თუმცა ჩვენი წინაპრები არც ამ სახელებს მიიღებდნენ წინააღმდეგობის გარეშე. ეკლესიური სახელების პარალელურად, შინაურულად დაიწყებდნენ თავისი სახელების შერქმევას. ამ არაოფიციალური სახელით შემორჩა ზოგიერთი გამოჩენილი პიროვნება ისტორიას. `წიგნის სახელი~ დღესაც ასევე უცნობი რჩება მთაში, განსაკუთრებით ხევსურეთში.
XIX საუკუნის შუაწლებიდან ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ დიდი ძალდატანებითი მუშაობა გასწია მთაში, სანახევროდ წარმართობისკენვე შებრუნებული ხალხის ქრისტი ანობისკენ შემოსაბ რუნებლად. ყველა თემში აშენდა საყდარი, სადაც ძალდატანებით აღასრულებინებდნენ წესს _ ჯვრისწერასა და პარაკლისებს. აძალებდნენ იმიტომ, რომ ქრისტიანობა ყოველთვის, განსაკუთრებით მეფის რუსეთის ხელში, ხალხის მორჩილებაში ყოლიების ერთ-ერთი მძლავრი იარაღი იყო. ამ ძალისხმევას თავისი ნაყოფიც გამოუღია _ `თანახმად საქართ ველოს მმაჩის არქივში, რესპუბლიკურ არქივში, დაცული ახალდაბა დებულთა წიგნებისა, მაგალითად, 1886 წელს სოფ. შატილში (ხევსურეთი) დაბადებულია 46 ბავშვი (ვაჟი _ 17, ქალი _ 29), რომელთაგანაც ტრადიციული სახელი უწოდებიათ მხოლოდ ორისთვის (ღვთისო, ამირანი), დანარჩენებისთვის კალენდრის სახელები (ვაჟებისათვის: დავითი, გიორგი, გრიგოლი, სოლომონი, ივანე, როსტომი. ამასთან დავითი უწოდებიათ ხუთისთვის, გიორგი _ სამისთვის, როსტომი და სოლომონი _ ორ-ორისათვის; ქალები სათვის: მარიამი, ნინო, თამარი, სოფიო და ნანა; ამასთან მარიამი დაურქმევიათ თორმეტისათვის, სოფიო _ სამისათვის, ნინო _ ხუთისათვის, თამარი _ ოთხისათვის, ნანა _ ორისა თვის)~(3).
ხედავთ, რამდენი ერთნაირსახელიანი ქალი და კაცი მოიყრიდა თავს მარტო ერთ სოფელში _ შატილში! თუ მხოლოდ ერთ წელს თორმეტს დაარქვეს მარიამი., წინა წლებში დაბადებულთ რამდენსღა ერქმეოდა. რამდენი მარიამი მოიყრიდა თავს. ფაქტიურად სახელი დაჰკარგავდა თავის ფუნქციას _ მისამართობას. გამოსავლად რჩებოდა ხევსურული სახელების შერქმევა და ეს სახელები იყო `ცოცხალი~ სახელები, საეკლესიო კი ეკლესიაში რჩებოდა.
* * *
1921 წელს რუსეთის იმპერიაში (საბჭოთა კავშირში) საქართველოს ხელახლა შეყვანამ და მძაფრი ანტირელიგიური იდეოლოგიის ქადაგებამ, გამოიწვია საეკლესიო სახელებისათვის ზურგის შექცევა. უპირატესობა ეძლეოდა `თავისუფლად~ არჩეულ ინტერნაციონალურ და რევოლუციის შედეგად შექმნილ სახელებს. დაიწყო ადამიანთა სახელების დექრისტიანიზაცია ანუ გადემოკ რატიულება, დაირღვა და მოიშალა საუკუნეების მანძილზე დაკანო ნებული წესი და რიგი, დაიწყო ქაოსი. განსაკუთრებით გამარჯ ვებული პროლეტარიატის გაუთვითცნო ბიერებელი წარმომად გენელნი არქმევდნენ თავიანთ შვილებს დიდობაში თავისმომჭრელ ახალ სახელებს, ისეთებს, როგორიც არის: რევოლუცია, ოქტომ ბერა, კომუნა, რევკომი, კოლთავრე, ტრაქტორა, სიგარეტა, ანკეტა, სტადიონა და მისთანები. ამათთან ერთად გაჩნდა კომუ ნისტური წყობილებისათვის დამახასიათებელი აბრევიატურული სახელები: კიმი (კომუნისტიჩესკი ინტერნაციონალ მოლოდიოჟი), მარლენი, (მარქს-ლენინი), ვილენი (ვ. ი. ლენინი), მელორი (მარქს-ენგელს-ლენინ-ოქტომბრის რევოლუცია), დაზმირი (დაზდ რავსტვუეტ მირ) და ა. შ. ხმამაღლა ვერავინ იტყოდა მთავარს მათ შორის _ ვორ (ველიკაია ოკტიაბრსკაია რევოლუცია), რომელიც ყველაზე მეტად შეეფერებოდა თავად იმ რევო ლუციონერებს. ამ სულელური სახელების წინააღმდეგ (თუმცა ირკვევა, რომ დღესაც ბევრს ჰქვია მელორი (283), ოქტიაბრინა (110) და სხვა მისთანა სახელი), ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას კონტრრევოლუ ციონერობის დაწამების შიშით. მხოლოდ 1960-იან წლებში მოახერხა ხმის ამაღლება დიდმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ გიორგი ლეონიძემ. მან ამ საკითხს სპეცია ლური სტატია მიუძღვნა, სადაც გაილაშქრა სამარცხვინო სახე ლების წინააღმდეგ და იქვე დაურთო სია სარეკომენდაციო ქართული სახელებისა. მეორე დიდმა ქართველმა მწერალმა, შესანიშნავმა იუმორისტმა, ნოდარ დუმბაძემ, ერთ-ერთ თავის ფელეტონს ეს თემა დაუდო საფუძვლად და გასაკიცხად: `იბადება თუ არა ბავშვი, მშობლებმა უნდა შეურჩიონ ორიგინალური სახელი. ასე, მაგალითად, ვაჟებს: მედიკამენტი, სტადიონი, ფორდი, ტოჩკა, შექსპირა, შილერა, ჰამლეტა. გოგონებს: ავრორა, ანჟელიკა, მილიცა, მერსედესი, დულცინე, ფლორენცია. ვთქვათ თქვენ გყავთ ოთხი ვაჟიშვილი. ერთს ჰქვია შექსპირა, მეორეს _ ფორდი, მესამეს _ შილერა და მეოთხეს _ ჰამლეტა. ვთქვათ შილერი და ჰამლეტი ეზოში თვალხუჭუნას თამაშობენ, თქვენ ეძახით მათ. ბავშვები არ მოდიან, განსაკუთრებით ჰამლეტა ჭირვეულობს. თქვენ ბრაზობთ და იძლევით განკარგულებას: შექსპირ! წაიყვანე ფორდი, გაუარეთ შილერს და მომითრიეთ ყურით ჰამლეტი! ხომ კარგად ჟღერს?
არსებობს სახელების კიდევ ერთი კატეგორია _ `სინთეზური სახელები~. რას ეწოდება სინთეზური სახელი? _ მშობელთა სახელების შეერთებით შექმნილ სახელს სინთეზური სახელი ეწოდება. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: არქიმედი (არქიფო და მედიკო), სერჟანტი (სერგი და ჟანეტა), ტახი (ტარასი და მარეხი), პანტა (პანტელეიმონი და ტატიანა), რეზინა (რეზო და ზინა), საქონელი (საქო და ნელი)~.მოწინავე საზოგადოების უარყოფითმა დამოკიდებულებამ სახელთა შერქმევის ასეთი პრაქტიკისადმი, შედეგი გამოიღო. მკვეთრად შენელდა ეს უსახური მოდა. იმ დროს, `დათბობის~ შედეგად, გამოცოცხლება იწყო ეროვნულმა სულმა, სახელებიც ეროვნული მომრავლდა. დაიწყეს შერქმევა პერიფერიებში, განსაკუთრებით მთაში შემორჩენილი სახე ლებისა: მამუკა, გიგი, გაგა, მინდია, იმედა… 60-იან წლებში მთელ ქალაქში გიგი ჩემს მეტს არავის ერქვა. მეც მიკიჟინებდნენ _ ეგ რა სახელია, გიორგი თქვიო, რაკი ითვლებოდა, რომ გიგი გიორგის შემოკლებული ფორმაა და არა დამოუკიდებელი სახელი (თუმცა ასევე მიაჩნია დღესაც ზოგიერთ სპეციალისტსაც კი). დღეს უკვე ძალზე მომრავლებულია `გიგი~ მთელ საქართველოში.
* * *
ცნობილია, რომ დიდი წილი ქართული სახელებისა უცხოურია. უმთავრესად შემოსულია იმ ხალხთა ენებიდან, ვისაც უბატონია საქართველოში ან რაიმე სახის (კულტურული, რელიგიური) გავლენა ჰქონია. ასეთები არიან: სპარსელები, ებრაელები, არაბები, ბერძნები და სხვანი. დროთა განმავლობაში ამ სახელებს ქართული ენის თავისებუ რების გამო ისეთი ცვლილება განუცდია, იმდენად გაქართუ ლებულან, რომ ისინი ქართულ სახელებად უნდა ჩაითვალონ. ვიცით, ძალზე დიდი ხნის წინ ებრაულიდან არიან მომდინარენი ქართველთაგან შესისხლ ხორცებული, საქართველოში ძალზე პოპულარული სახელები: დავითი, თამარი (რასაც ხელი უდაოდ შეუწყო დავით აღმაშე ნებლისა და თამარ მეფის პიროვნებებმა), მაგრამ დღეს მათ არაქართულობაზე მინიშნება, ვფიქრობთ, უადგილოა. სამეცნიერო გამოკვლევებში კიდევ შეიძლება, პოპულარულ გამოცემებში ზედმეტია. პროფ. ზ. ჭუმბურიძე წერს: `ბევრს უკვირს და სწყინს კიდეც, როცა გაიგებს, რომ ჩვენში ძალიან გავრცელებული რომელიმე სახელი წარმოშობით ბერძნული, ებრაული ან სპარსული ყოფილა, ხოლო წმინდა ქართული სახელები შედა რებით ცოტა გვქონია. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ასეთივე სურათია მრავალ სხვა ენაში და ქართული ამ მხრივ არავითარ გამონაკლისს არ წარმოადგენს. ადამიანის სახელი ისევე შეიძლება გადავიდეს ერთი ხალხიდან მეორეში, როგორც სხვა სიტყვა, მაგრამ ნასესხები სიტყვაც და სახელიც ეგუება ენას, იცვლება მისი ფონეტიკური კანონების მიხედვით და ხშირად ძნელი გამოსაცნობიც კია, რომელი ენიდან, რა გზით არის იგი შემოსული და რომელი სახელისაგან არის მიღებული. ამ გარემოებას განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი: როცა სახელი ასე შეცვლილია და შეგუებულია მსესხებელი ენის ბუნებას, ასეთ შემთხვევაში იგი უკვე ეროვნულ სახელებს უთანაბრდება და მის უცხოურობაზე ლაპარაკი მხოლოდ ისტორიულ ასპექტში შეიძლება~.(5)
ამ დებულების საილუსტრაციოდ მოხმობილია რამდენიმე მაგალითი, მათ შორის სახელი ივანე, `რომელიც ძველი ებრაულიდან მომდინარეობს და `ღვთის წყალობას~ ნიშნავს. ამ სახელის პირველადი ფორმაა იეჰოანან, სხვადასხვა ხალხში კი გვხვდება შემდეგი სახით: ბერძნულში _ იოანეს, გერმანულში _ იოჰან, ფინურსა და ესტონურში _ იუხან, ესპანურში _ ხუან, პორტუგალიურში _ ჟოან, ფრანგულში _ ჟან, იტალიურში _ ჯოვან, ინგლისურში _ ჯონ, პოლონურსა და ჩეხურში _ იან, რუსულში _ ივან, ბულგარულში _ ონ, სომხურში _ ჰოვანეს, ოჰანეს, ქართულში წინათ იყო იოჰანე, ივანე, ამჟამად არის ივანე, ვანო. `როგორც ვხედავთ, ამ სახელებს სხვადასხვა ხალხში მიღებული აქვთ თავისებური ფორმა და ამ სახით ეროვნულ სახელებად არიან ქცეულნი~.(6).
ეს მსჯელობა, მართებულია, სწორია, მაგრამ გაუგებარია და არამართებულია, როცა სახელთა ჩამონათვალში, იქვე, ივანესაც და ვანოსაც მიწერილი აქვს `ძვ. ებრ~. უკიდურეს შემთხვევაში, ასეთ პოპულარულ გამოცემაში შეიძლებოდა მიწერილიყო `ძველი ებრაუ ლიდან~, რითაც მხოლოდ წარმომავლობა აღინიშნებოდა. ან კი ვინ იცის ეს სახელები სპარსულ, ებრაულ, ბერძნულ თუ რომაულ ენებში საიდან, რომელი ხალხებიდან არის შეთვისებული _ ინდურიდან, ეგვიპტურიდან (რაზეც მეცნიერნი ზოგ სახელთან მიუთითებენ). თუ ქართველთა მონათესავედ მიჩნეული წინა აზიის ხალხებისა და პელაზგ-ეტრუსკებისაგან, ვინც მემკვიდრეობა ბერძნებსა და რომაელებს უანდერძეს. არა გვგონია ზემოთ ჩამოთვლილ ხალხთაგან რომელიმემ თავიანთ სახელებს ებრაული უწოდოს, უცხოურად მონათლოს, ჩვენ რატომღა ვაღიზიანებთ ჩვენ ხალხს, რად ვუმქავრებთ პატრიოტულ გრძნობებს? რატომ ვაიძულებთ გული აიცრუონ, უარყონ `ებრაული~ დავითი, თამარი და შვილებს დაარქვან `ქართული” თიკო და მაკო? ან _ იკა, ლიკა, კიკა? ხშირად ჩვენი მკვლევარნი ისეთ ქართულ სახელებსაც კი უცხოური წარმოშობისად მიიჩნევენ, რომელთა ახსნაც ქართულ ნიადაგზეა შესაძლებელი.
პროფ. ზ. ჭუმბურიძე საქართველოში გავრცელებული ქალის სახელის, თამილას შესახებ იძლევა რუსთაგან გადმოღებულ განმარტებას _ `ძვ. რუს. `ტანჯული~, `წამებული~. ჩვენი აზრით კი ეს სახელი ქართულია და მოდის მთის ტყეების ხე მცენარის სახელისაგან `თამელი~; ნაზი ხეა, ლამაზად ყვავის, ზღმარტლის მაგვარ ტკბილ ნაყოფს ისხამს. დასავლეთ საქართველოში ეს სახელი სწორედ `თამე ლას~ ფორმით არის ცნობილი. ასევე საეჭვოა ია, ლია, ჯარჯი და ზოგიერთი სხვა სახელის ეტიმოლოგია. მათი ქართული წარმომავლობა უფრო იოლი დასამტკი ცებელია, ვიდრე ბერძნული და თურქული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა უცხოური წარმო მავ ლობის, მაგრამ ფონეტიკურად სახეცვლილი სახელი ქართულ სახელად უნდა იქნას ცნობილი.
* * *
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმების მიხედვით, თანხმოვანფუძიან ადამიანთა საკუთარ სახელებს წოდებით ბრუნვაში ნიშანი არ უნდა. ისინი ფუძის სახით არიან წარმოდგენილნი: ნოდარ! დავით! ვახტანგ! (და არა: ნოდარი! დავითი! ვახტანგი!). დიალექტებში, და აქედან ზოგიერთი მწერლის ნაწარმოებებში გვხვდება წოდებითის ნიშნიანი ფორმები: ნოდარო! დავითო! ვახტანგო! გვაქვს ზოგიერთი უცხოური წარმოშობის სახელი რომელთაც ფუძისეული ბოლო `ი~ შერჩათ და წოდებითში ასევე რჩებიან: გიორგი! აკაკი! აკად. აკაკი შანიძე კი აღნიშნავს, რომ `ძველებური მდგომარეობა (ე. ი. უნიშნობა _ გ. ხ.) შეინარჩუნა მხოლოდ `წოდებითმა~, მაგ რამ კატეგორიული არ არის. ის შენიშნავს: `დღე ვანდელ ქართუ ლში ტენდენციაა, რომ ზოგ ასეთ სახელში სახელობითის ი, ბოლო უკვეცელ ი-ნიან სახელთა ანალოგიით (აკაკი, გიორგი და სხვა), ფუ ძისეულად იქნეს გაგებული: ეთერიმ (მოთხ.), ეთერი! (წოდ.), გოდერძი-მ (მოთხ.), უშანგი-მ (მოთხ.), ნოდარი! (წოდ.). `გივი~-ს ი უკვე კაი ხანია, რაც ფუძისეულადაა მიჩნეული: გივი-მ (მოთხ.), გივი-ს (მიც.), გივი! (წოდ.) (ასეთი ფორმების ნაცვლად: გივმა, გივს)~.(7)
ეს ბოლო ფორმები (გივმა, გივს), რომლებიც ბ-ნმა აკაკი შენიძემ თეორიულად დაუშვა, გუდამაყრულში რეალობაა. ხოლო `გივი~-ს ვითარება, ჩვენი დაკვირვების შედეგად ერთადერთი არ აღმოჩნდა, ანუ გამონაკლისი. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით ორმარცვლიანი თანხმოვანფუძიანი სახელები წოდებითში `ი~-ს არ იცილებენ და ისე იქცევიან, როგორც ხმოვანფუძიანები. იქნება: გიგი!, გიგი-მ და არა გიგ!, გიგ-მა… ე. ი. ბოლო ი ჩამოსცილდება სამ და მეტმარცვლიან თანხმოვანფუძიან ადამიანთა საკუთარ სახელებს. ორმარცვლიანი სახელები კი გიგისა და გივის გარდა კიდევ ბევრი გვაქვს: რატი, კახი, მაცი, ნუკრი, ალდი, შუქრი, მექი,მუშნი, ვიცბი, თილი, ქუჯი, ჯარჯი, ჯიმი, ჯონდი, ლილი, ლალი და სხვა.
სალიტერატურო ქართული ენის ნორმებისავე მიხედვით ხმოვან ფუძიან ადამიანთა სახელებსაც არ დაერთვის წოდებითი ბრუნვის ნიშანი. ისინი ფუძის სახით არიან წარმოდგენილნი: ნათელა! ვანო! ნუნუ! გიორგი! ივანე! დიალექტებში დაირთავენ: ნათელავ! ნათელაო! ნათელაუ! ნათელაისი! ვანოვ! ნუნუვ! გიორგივ! ივანევ!
ასეთი ფორმები ჩვენი კლასიკოსების ნაწარმოებებშიც მრავლად გვხვდება, ამიტომ მათი ხმარების მკაცრად შეზღუდვა არასწორად მიგვაჩნია, რადგან ამითი ხდება ქართული ენის მრავალფეროვნების ხელოვნურად შეზღუდვა და გამარტივება. განსაკუთრებით უმართე ბულოა შეზღუდვა ხალხის მეტყველებაში ძალზე გავრცელებული `ა~ ხმოვანჩამოცილებული ფორმებისა წოდებითში, როცა ა ხმოვანფუ ძიანი საკუთარი სახელები, თანხმოვანფუძიანი სახელებივით იქცევიან, ე. ი. `ა~ ისე იქცევა, როგორც სახელობითის ი წოდებითში: ნათელ! ქაჯან! ქიტეს! `ია~-ზე დაბოლოებულ სახელებსაც თითქმის თანაბრადა აქვს `ა~ ჩამოცილებული და წოდებითის ნიშანდართული ფორმები: გედია! (გედი! გედო!), მინდია! (მინდი! მინდო!), მარია! (მარი! მარო!).
სხვათაშორის, ეს წოდებითის ფორმებია დამოუკიდებელ სახელებად დამკვიდრებული: მინდი, მარი, მარო. რა თქმა უნდა, ამ ფორმათაგან უპირატესობა ლიტერატურულ ფორმებს ენიჭება, მაგრამ იმ ტენდენციებს, რაზეც აკაკი შანიძესა აქვს შენიშვნა გამოთქმული (წოდებითში სახელობითის ი-ს ხმარებას, ხოლო ორმარცვლიანებში მყარად ფეხის მოკიდებას), ანგარიშის გაწევა უნდა. ხალხურ მეტყველებაში მომძლავრებული ფორმების აღიარება და სალიტერატურო ნორმებში ჩართვაა საჭირო. ენა ზედმეტს არაფერს ქმნის, თუნდაც დიალექტებში (კნინობითის ფორმებისა არ იყოს). ისინი ხომ ამდიდრებენ ენას. ისინი, გარდა იმისა, რომ ამდიდრებენ ენას, მატებენ მრავალ ფეროვნებას და აძლევენ დასრულებულ, განსაზღვრულ ფორმას. ძველ ქართულში თუ სახელობითი და წოდებითი უნიშნობით ჰგავდნენ ერთმანეთს და ამითი ირეოდნენ, შემდეგში ენამ მონახა მათი გამიჯვნის საშუალება _ სახელობითს გაუჩნდა ნიშანი `ი~. ეს თანხმოვანფუძიან სახელებთან. ხმოვანფუ ძიანებ თანაც ცდი ლობს ენა გაერთფეროვნებული სახელობითისა და წოდებითის გამიჯვნას სხვადასხვა საშუალებით, ენის კანონმდებელნი კი ამის საშუალებას არ აძლევენ. რა თქმა უნდა, სალიტერატურო ენას შერყვნისაგან დაცვა სჭირდება, არც მაინცადამაინც დიალექტების მოძალებაა კარგი, მაგრამ ენის ტენდენციებისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნაც უაზრობაა. ისინი მაინც თავისას გაიტანენ და გატანილიცა აქვთ. მხოლოდ შეფასება და სათანადო ადგილის მიჩენაა საჭირო. უნდა ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი დიდი მოაზროვნეების გამონათქვამები, რომ ხალხია ენის მშობელი, გამზრდელი და კანონმდებელი.
* * *
სხვადასხვა ეპოქაში გარკვეული სახელებია მოდაში, გარკვეული კი გამოდის ხმარებიდან, ან დროებით, ან სამუდამოდ. ყოველგვარი რევოლუციებისა და კატაკლიზმების გარეშეც, სხვადასხვა ეპოქაში ზოგი სახელი ხდება უფრო ხშირად სახმარი. ზოგჯერ ამას ხელს უწყობს პიროვნების პოპულარობა, ეროვნული გმირი, ან თუნდაც გახმაურებული ნაწარმოების პერსონაჟი და მისთ. სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენ თვალწინ მოხდა ზვიად გამსახურდიას, ეროვნული გმირის სახელის ბავშვისათვის ხშირი შერქმევა. ეხლა კი მოსალოდნელია მიხეილ (მიშას) სახელის მომრავლება საქართველოში. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ მოიპოვა დამოუკიდებლობა, როცა დაემხო საბჭოთა დიქტატურა და, მიუხედავად სამხედრო კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალებისა, თავისუფალ არჩევანს მაინც გასაქანი მიეცა, განსაკუთრებით სახელის არჩევანში. ამ არჩევანში, ისევე, როგორც ყოველთვის, მაინც უკონკურსოდ რჩებიან უპირველესი სახელები: გიორგი (საშუალოდ 147 000), დავითი, ვახტანგი (24578), ლევანი (41851), თამარი (100 658), ნინო (92 937), მარიამი (43 698). ცვალებადია დანარჩენი სახელების სიმრავლე. 1999 წლიდან, როცა ძალაში შევიდა ახალი, `კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ~, მშობლები ურთიერთ შეთანხმებით რა სახელსაც შეურჩევენ შვილს, მმაჩის ბიურომ ის სახელი უნდა გაუტაროს. მშობელთა დიდი ნაწილი კი, როგორც ირკვევა, შვილებს არატრადიციულ, `ახლებურ~ სახელებს ურჩევენ. აღარ მოსწონთ ბებო-პაპათა სახელები და ცდილობენ `თანამედროვე~, `ორიგინალური~ სახელით გამოარჩიონ თავისი შვილი სხვისი შვილებისაგან. არ არის აუცილებელი პაპისა და ბებიის სახელების შერქმევა, მაგრამ უამრავ ქართულ ლამაზ სახელთაგან შეიძლება შეირჩეს ყოველგვარი გემოვნების დამაკმაყოფილებელი სახელი. რა საჭიროა იმისთანა რაღაცის გამოჩხრეკვა, დიდობაში უხერხულობას რომ შეუქმნის ყოველ ფეხის ნაბიჯზე. რამდენადაც ბავშვისთვის შესაფერისია კნინობით-ალერსობითი ფორმები თიკო, თაკო, მაკაკო, იმდენადვე შეუფერებელია მანდილოსნისათვის, მითუმეტეს ბებიისათვის. ბევრი ამას თავიდან არ ითვალისწინებს, გამოსწორება კი მერე ძნელი, ხშირად შეუძლებელი ხდება. ეს უაზრობა, სამწუხაროდ, დღეს მომძლავრებულია და უკვე ძირეულ სახელებად არის მიჩნეული ადრინდელი კნინობითი სახელები.
1997 წელს გამოქვეყნდა ავთანდილ სილაგაძისა და ანზორ თოთაძის წიგნი `გვარ-სახელები საქართველოში~. მასში შეტანილია `მასობრივი პრივატიზაციის პროცესში~ (იგულისხმება ვაუჩე რიზა ცია _ გ. ხ.) შედგენილი სიების მიხედვით დაფიქსი რებული გვარ-სახელები. იქ მოტანილი მასალა ძალზე საინტერესო სურათს იძლევა ჩვენი მსჯელობისათვის. მაგალითად, `ეკატერინეს~ შემოკლებული ფორმა `ეკა~ თურმე 14396 ქალს ოფიციალურ სახელად ჰქონია საქართველოში, ირა _ 3749, თამუნა _ 3385, თიკო _ 188, თეა _ 296, იკა _ 347, გია _ 16324, ილა _ 63, ვახო _ 138, ვასიკო _ 428, ედიკა _ 930 და სხვა მისთანები.
საბჭოთა პერიოდამდე და საბჭოთა პერიოდშიც, მსგავსი სახელების ოფიციალურ სახელად გატარება დაუშვებელი იყო, რაც ემთხვეოდა კიდეც ქართველი კაცის ბუნებას. ეხლა კი თავისუფლებამ და დემოკრატიამ ამ მხრივ დიდი ქაოსი გამოიწვია. ჩანს საჭიროა სახელთა შერქმევის ნება კვლავ ეკლესიამ აიღოს ხელთ. საბუთში ქალს თამარი ჩაუწერონ, ხოლო შინაურულად გინდ თამუნა დაუძახონ, გინდ _ თაკო. ქართველთა ტრადიცია ხომ მაინც მრავალსახელიანობაა.
შვილის სახელით მჟღავნდება მშობლების კულტურულობა და უკულტურობა, გემოვნება თუ უგემოვნობა, პატრიოტობა თუ ბაიყუშობა. თვით ურიგო სახელის მქონის მიმართაც იგივე შთაბეჭდილება ექმნება საზოგადოებას დიდობაში. ლამაზ ქართულ სახელთა შერჩევით ქალაქადაც და სოფლადაც გამოირჩევიან ოჯახები, ვინც ჯიშ-ჩამომავლობით, შეგნებით, ეროვნუ ლობით, წიგნიერებით არიან ცნობილნი. არის კიდევ ერთგვარი უმდაბლესი ფენა, სადაც ამ მხრივ ძალზე მძიმე სურათია. ნახეთ რა სახელები რქმევია ჩვენ შორის მოსიარულე ათეულობით და ასეულობით ადამიანს: გენია (თბილისი _28; ზუგდიდი _ 9; ბათუმი _ 5), გმირი (თბილისი _ 10; სენაკი _ 5; ქარელი _ 5), გიმზერი (თბილისი _ 28; ზუგდიდი _ 23; ქარელი _ 17), დევიზი (ზუგდიდი _ 31; მარტვილი _ 21; ფოთი — 10), გულადი (ზუგდიდი _ 169; თბილისი _ 94; ხობი _ 7), ევრიკა (თბილისი _ 19; თეთრიწყარო _ 10; რუსთავი _ 3), ემალი (თბილისი _ 17; ზუგდიდი _ 14; სენაკი _ 6), ვაგნერი (ზუგდიდი _ 22; ქუთაისი _ 9; თბილისი _ 8), ვიაჩესლავი (თბილისი _ 579; რუსთავი _ 98; ბათუმი _ 81), ლიმონკა (ამბროლაური _ 20; თბილისი _ 16; ონი _ 7), მეგონა (ზუგდიდი _ 138; წალენჯიხა _ 62, ჩხოროწყუ _ 43), ირანი (ქუთაისი _ 11; თერჯოლა _ 6; ბოლნისი _ 6), ლიუბოვი (თბილისი _ 104; რუსთავი _ 104; ნინოწმინდა _ 41), კნიაზი (თბილისი _ 84; მარნეული _ 6; თელავი _ 3), მანიაკი (თბილისი _ 54; მარნეული _ 27; თეთრიწყარო _ 9), ოლიმპიადა (თბილისი _ 22; ქუთაისი _ 5; ტყიბული _ 4), ორდენი (ზუგდიდი _ 108; წალენჯიხა _ 57; ჩხოროწყუ _ 18), ჟიგული (თბილისი_ 13; ქუთაისი _ 8; ზესტაფონი _ 5), ფლორა (თბილისი _ 220; ახალქალაქი _ 132; ზუგდიდი _ 104), ფლორენცია (თბილისი _ 36; სიღნაღი _ 19; გურჯაანი _ 15), ფლორიდა (თბილისი _ 20; აბაშა _ 13; ქუთაისი _ 4)…1
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სახელთა შორის თითქმის ნახევარი ქვემოქართლის მუსულმანთა და სომეხთა სახე ლებია წარმოდგენილნი. სჯობდა გამომცემლებს მიეთითებინათ, რომ ეს სახელები ქართული სახელებივით მთელ საქარ თველოში კი არა, მხოლოდ ამ ერთ-ორ რაიონში არის ძირი თადად თავმოყ რი ლი. აი ის სახელები: აბასი (მარნეული _ 56; თბილისი _ 33; ბოლ ნისი _ 19), აზნივი (ახალქალაქი _ 215; ნინოწმინდა _ 62; ახალ ციხე _ 49), აიაზი (მარნეული _ 30; გარდაბანი _ 10; დმანისი _ 7), არაზი (მარნეული _ 44; ბოლნისი _ 26; გარდაბანი _ 15), ასტხიკი (ახალქალაქი _ 238; ნინოწმინდა _ 77; ახალციხე _ 57), მკრტიჩი (ახალქალაქი _ 424; ახალციხე _ 302; ნინოწმინდა _ 149), მოვსესი (ახალქალაქი _ 55; ახალციხე _ 20; ნინოწმინდა _ 17) და სხვა მრავალი.(9)
ამ სახელთა და კიდევ მრავალ მათ მსგავსთა, ჩაყენება `თამარისა~ და `დავითის~ რიგში, არ შეიძლება საქართველოში, რადგან ამას შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს უცნაურ სახელებს გამოკიდებული, გაუთვითცნობიერებული ქართველი მშობელი. ქართულ სახელთაგანაც ზოგი ამა თუ იმ კუთხისათვის უფროა დამახასიათებელი. ამიტომ ბევრს შეიძლება უცნაურადაც მოეჩვენოს, მაგრამ იმ კუთხის მცხოვ რებისა თუ წარმომადგენლისათვის ძვირფასი იქნება. მაგალითად, `შეთე~ თუშეთში გმირების სახელად არის ცნობილი. კახეთში კი სიტყვა `შეთე~ გიჟს ნიშნავს.
არის რიგი უცხოური სახელებისა, რომელნიც, ჩვენის აზრით მეტისმეტად ჭრიან ყურს, დღეს ერთგვარად მიუღებლად შეიძლება ჩაითვალოს ქართველი კაცისათვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ასეთებია: პლატონი, პანტელეიმონი, პოლიკარპე, პროკოფი, ვლადიმერი, კორნელი, ტრიფონი, აგრაფინა და სხვა მისთანები.
როგორც ვნახეთ, ადამიანისათვის (ბავშვისათვის) სახელის შერჩევა, დიდ დაფიქრებასა და აწონ-დაწონვას მოით ხოვს. მშობ ლე ბი სათვის უაზროდ საკეკლუცო სახელი შვილებს დიდობაში სატანჯველად არ უნდა ექცეს. სწორი არჩევანის გაკეთებაში კი იქნებ ჩვენმა მცირე დმა ნაშრომმა, სახელთა სარეკომენდაციო სიამაც შეუწყოს ხელი. ჩვენ არა გვგონია, რომ ყველა კარგი ქართული სახელი ჩავრთეთ სიაში. ზოგიერთი უთუოდ გამოგვრჩებოდა, განსაკუთრებით ისტორიულ წყაროებში. ასეთებს უთუოდ გამოამზეურებს ვინმე, გამოაცოცხლებს და ისინი დაიკავებენ დღეს პოპულარული ზოგიერთი სახე ლის ადგილს. და ასე, დრო-ჟამის ცვალებადობასთან ერთად წარმოჩინ დებიან ერთნი, მიიჩქმალებიან მეორენი. ძირითადი ფონდი კი ქართული სახელებისა ისეთივე უცვლელი იქნება, როგორც აქამდე. თავიდან განზრახული გვქონდა მხოლოდ `კარგი”, ყველასათვის მოსაწონი სახელები ამოგვერჩია, მაგრამ არ შეიძლებოდა ანგარიში არ გაგვეწია ამა თუ იმ კუთხის ტრადიციისათვის, მითუმეტეს, რომ ის, დღეს არაპოპულარული სახელები, ჯერ კიდევ ჰქვიათ ბებო-პაპებს და აქედან შვილიშვილებსაც არქმევენ. ამ სახელებში მიუღებელი მაინცადამაინც არაფერია. თანაც ეს სახელები პოპულარულნი და ქართულ ყურს მიჩვეულნი არიან იმით, რომ მათ ატარებდნენ და (დღესაც ატარებენ) ჩვენი გამოჩენილი მოღვაწენი, სპორტსმენები. იმ, მიუღებელ სახელთაგან განსხვავებით, ამ სახელებიდან ყველას შეუძლია ამოარჩიოს ის, რაც მის სულსა და გულს ეამება.
დაარქვით შვილებს ლამაზი ქართული სახელები, რომელნიც ყოველგვარ სამკაულზე მეტად დაამშვენებენ მათ.
ლიტერატურა
1 მაკალათია სერგი, `ხევსურეთი~, 1935, გვ. 192.
2. Ивашко В. А. “Как выбирают имена”, Минск, 1928
3. ღლონტი ალ. `ქართული ლექსიკოლოგიის საფუძვლები”, თბ., 1988, გვ. 165
4. დუმბაძე ნოდარ, `თხზულებანი ოთხ ტომად~, III, თბ., 1990, გვ. 424
5 ჭუმბურიძე ზურაბ, `დედაენა ქართული~, თბ., 1987, გვ. 269.
6 (იქვე, 271)
7. შანიძე აკაკი, თხზულებანი თორმეტ ტომად~, III. თბ., გვ. 53.
8. ავთანდილ სილაგაძე, ანზორ თოთაძე `გვარ-სახელები საქართველოში”, თბ., 1998
9. იქვე