გამორჩეული ადამიანებიისტორია

ადამიანი, რომელმაც ჰიტლერი შეიწყალა

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და ამაზრზენი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერის, კარიერა მილიონობით ადამიანის წამებასა და განადგურებაზე იყო აგებული. თუმცა ამის აცილება შეეძლო ერთ ადამიანს, სახელად ჰენრი ტენდის, სულ რაღაც ერთი ტყვიის დახმარებით 1918 წელს. ბევრისთვის სამწუხაროდ, მან ეს არ გააკეთა.

1918 წლის 28 სექტემბერს ბრიტანელი რიგითი ჯარისკაცი ჰენრი ტენდი, რომელიც ფრანგულ სოფელ მარკოინგთან მსახურობდა, წააწყდა დაჭრილ ადოლფ ჰიტლერს, რომელიც იმ დროს 29 წლის იყო. სულ მცირე ძალისხმევა იყო საჭირო იმისთვის, რომ ჰენრის სასიკვდილო გასროლა განეხორციელებინა, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი დღე გერმანელებს ებრძოდა. თუმცა კვამლიდან სინათლეზე კოჭლობით გამოსული ჯარისკაცის დანახვისას ტენდიმ ცეცხლი არ გახსნა და შეტევა გადაიფიქრა.

ჰიტლერმა მადლობის ნიშნად თავი დაუკრა და გაუჩინარდა. ტენდის ჰქონდა შანსი, რამდენიმე წამში ისტორია მკვეთრად შეეცვალა, მაგრამ მან რატომღაც ჰიტლერის მიმართ სიმპათია იგრძნო. ეს ამბავი შემდეგი 20 წელი თითქმის არც გახსენებია.

1938 წელს ომის თავიდან ასაცილებლად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი გერმანიაში ესტუმრა ადოლფ ჰიტლერს. ჰიტლერმა სტუმარი ბავარიაში, ბერხტესგადენში მიიღო. მის თავშესაფარს უხვად ამშვენებდა გერმანული ხელონების ნიმუშები. თუმცა ჩემბერლენი დააინტერესა ფორტუნიო მატანიას ნამუშევრის ასლმა, რომელზეც ჩანდა, თუ როგორ ატარებდა მხრებით რიგითი ტენდი დაჭრილ თანამებრძოლს. პრემიერ-მინისტრმა მეტი ინფორმაციის მიღება ისურვა, რაზეც ფიურერმა მიუგო:

– ამ ადამიანს ისე ადვილად შეეძლო ჩემი მოკვლა, რომ ვფიქრობდი, გერმანიას ვეღარასდროს ვიხილავდი; მაგრამ განგებამ მიხსნა იმ სატანური ცეცხლისგან, რომლითაც ინგლისელი ბიჭები გვიტევდნენ.

ჰიტლერმა ჩემბერლენს სთხოვა, რიგითი ტენდისთვის უღრმესი მადლობა გადაეხადა, რაც პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო ზარით განახორციელა. შემდეგ წელს ომი დაიწყო. გერმანიის მიერ დიდი ბრიტანეთის აქტიური დაბომბვის პერიოდში ტენდი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს და შემდგომში ერთ-ერთ ჟურნალისტთან სინანული გამოთქვა, ნეტა წინასწარ მცოდნოდა, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდებოდა. მისი ბრძანებით დახოცილ ქალებსა და ბავშვებს რომ ვხედავდი, ძლიერ ვწუხდი, რომ ცოცხალი გავუშვიო.

ჰენრის სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა იმაზე დარდი, რომ 1918 წელს ჰიტლერი არ მოკლა. 49 წლის ასაკში მან ისევ გადაწყვიტა ჯარში სამსახური და ყველას აუწყა, ამჯერად ჰიტლერი ვერსად გამექცევაო. თუმცა მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ტენდი გარდაიცვალა 1977 წელს, 86 წლის ასაკში, ინგლისის ქალაქ ქოვენთრიში.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button