ისტორია

ჰანს ფოგტის წერილი სიმონ ჯანაშიას

დიდად პატივცემულს

ბ. სიმონ ჯანაშიას,

საბჭოთა წარმომადგენლობის საშუალებით მე დღეს მივიღე თქვენი История Грузии Частъ I, 1946, რომლისთვისაც დიდ მადლობას გიძღვნით. როგორც ეს ინსტიტუტი, სადაც სეკრეტარად ვმუშაობ, ომამდე ღებულობდა ქართული მეცნიერული ინსტიტუტების უმთავრესს გამოცემებს, მე შემეძლო თქვენი სტატიების წაკითხვა და თქვენი საინტერესო დასკვნების გადამუშავება. ამ დღეებში ერთ ენათმეცნიერულ სტატიას ვამთავრებ, ძველი ქართული ენის ბრუნვებზე და შემთხვევა მქონდა თვენი მუშაობა Tubal-Tibareni ზე მომეხსენა.

მე იმედი მაქვს რომ წიგნების გადმო–გადაგზავნა ჩვენს ქვეყნებს შორის ახლა უფრო ადვილი იქნება, ასე რომ ყოველთვის შემეძლება გამოვატანო ევროპელ ენათმეცნიერებისა და ისტორიკოსებისთვის ქართული მეცნიერული მუშაობა.

უკვე თოთხმეტი წელიწადია რაც ტბილისში ვსწავლობდი და იშვიათად მქონდა შემთხვევა ქართულ ენაზე ლაპარაკისა. ამიტომ ბოდიშს ვიხდი ჩემი ქართულისათვის, მაგრამ ჩემი გრძნობები საბჭოთა საქართველოსთვის, მისი ერისა და ენისათვის, იგივე დარჩა.

დიდი პატივისცემით,

ჰანს ფოქტი
1946 წ.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button