თენგიზ არჩვაძე – ბიოგრაფია
თენგიზ გრიგოლის ძე არჩვაძე დაიბადა 1932 წლის 3 აგვისტოს, თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა საიწყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1967-იდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან – მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. ითამაშა კონოფილმებში: “კეთილი ადამიანები” (თამაზი, 1961), “ერთი ცის ქვეშ” (ზაზა, 1961), “ხევისბერი გოჩა” (გუგუა, 1964), “ხევსურული ბალადა” (იმედა, 1965), “მე ვხედავ მზეს” (დათიკო, 1965), “26 კომისარი” (ალიოშა ჯაფარიძე, აზერბაიჯანფილმი, 1966), “ვედრება” (ალუდა ქუთელაური, 1967), “ჯვარცმული კუნძული” (გიორგი, 1968), “დიდოატატის მარჯვენა” (არსაკიძე, 1969), “ანარეკლი” (ჯაბა იმედაძე, 1972), “დათა თუთაშხია” (მუშნი ზარანდია, 1977; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1981), “წიგნი ფიცისა” (მეფე ალექსანდრე და ერეკლე II, 1983; რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1985) და სხვა. არჩვაძის ეკრანული სახეები გამოირჩევიან მხატვრული დამაჯერებლობით, მდიდარი შინაგანი სამყაროთი, დაძაბული სულიერი ცხოვრებით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.