შორენა ბორაშვილი-შტოიერი – “მარჯორი სკოტ უორდროპი, ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურის დამფასებელი და მკვლევარი”
წლების მანძილზე მარჯორი უორდროპი, – ტრანსკავკასიაში ბრიტანეთის პირველი ელჩის ოლივერ უორდროპის და ცნობილი იყო როგორც ქართული ლიტერატურის მთარგმნელი, არავინ იცოდა იმის შესახებ, რომ მარჯორის აქამდე ცნობილი თარგმანების გარდა სხვა თარგმანებიც აქვს შესრულებული და რომ მან უამრავი რამ გააკეთა ქართველი ხალხის დასახმარებლად. იგი საქართველოში სულ ორჯერ იყო, თუმცა საქართველოსადმი სიყვარული არ შეუწყვეტია ცხოვრების ბოლომდე. იგი სისტემატურად იღებდა ქართულ წიგნებსა და ჟურნალ – გაზეთებს საქართველოდან, ქართველი მეგობრებისაგან და იცოდა ყოველივე საქართველოში არსებული პოლიტიკური თუ კულტურული მდგომარეობის შესახებ.
მარჯორი უორდროპის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამრავი გამოკვლვა დაიწერა, მისი ცხოვრების და საქართველოში ჩამოსვლის შესახებ არსებული დეტალები აღწერილი აქვს შალვა გოზალიშვილს ლეილა თაქთაქიშვილი – ურუშაძეს, გურამ შარაძეს, მარიკა ოძელს, ალექსანდრე მღებრიშვილს და სხვებს, თუმცა ისინი ძირითადად მის საქართველოში ჩამოსვლით შემოიფარგლებიან და მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობის კვლევით. ყურადღება შენელებულია მარჯორის ცხოვრების უკანასკნელ წლებზე და ამ პერიოდში შესრულებულ თარგმანებზე. უნდა გვეფიქრა, თითოს მან საქართველოსთან კავშირი გაეწყვიტა, იგი მხოლოდ ვეფხისტყაოსნის თარგმნით იყო დაკავებული, ჯანმრთელობაც არ უწყობდა ხელს, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ სტუმრებოდა, მაგრამ ეს მოსაზრება სიმართლეს არ წარმოადგენს. მარჯორის ცხოვრების ბოლომდე ოცნებად ჰქონდა კიდევ ერთხელ ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა იგი ისე გარდაიცვალა, რომ მოახერხა სტუმრებოდა ნანატრ ქვეყანას. 1909 წლით დათარიღებულ ერთ – ერთ წერილში უკვე ავადმყოფი მარჯორი ბუქარესტიდან წერს ოლღა ჭავჭავაძეს:
“მეც ღმერთსა ვთხოვ ყოველთვის მაღირსოს თქვენი ნახვა და საქართველოში წასვლა… მაგრამ ჩემი ბედში არ წერილია, ცამეტი წელიწადია არ ვყოფილვარ საქართველოში, ჩემი გული სიყვარულით მისკენ ბრუნდება”.
“ძალიან მცირე ქვეყანაში შევხვდებით, რომ ქალს ისეთი დიდი გავლენა და მნიშვნელობა ჰქონოდეს, როგორც საქართველოში, რომანტიკულ რეგიონში, რომელიც მდებარეობს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის“ – ამბობს მარჯორი ქართველი ქალების შესახებ და მუდამ მათ გვერდით დგომას ცდილობს ცხოვრების ბოლომდე.
ინგლისურ_ქართული ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისე ინტენსიური მანამდე, როგოც მე-19 საუკუნეში, ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებისთანავე, როდესაც სერ ოლივერ უორდროპი დაინიშნა ტრანსკავკასიის ბრიტანეთის პირველ კომისრად. მას ეს თანამდებობა ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლამდე, 1921 წლამდე ეკავა. ლორდ კურცონის და უინსტონ ჩერჩილის სურვილით 1919 წელს მან კვლავ დაიკავა ტრანსკავკასიაში ბრიტანეთის პირველი კომისრის თანამდებობა, თბილისში.
თბილისში ჩამოსვლამდე იგი ორჯერ ესტუმრა საქართველოს, დაათვალიერა ყველა კუთხე და ეს ქვეყანა იქცა მისი პირველი წიგნის წყაროდ: `საქართველოს სამეფო, მოგზაურობა ღვინის ქალების და სიმღერების ქვეყანაში“ ლონდონი, 1888 წელი. მან შეისწავლა ქართული ენა და მოგვიანებით ასევე გახდა ქართული ლიტერატურის მთარგმნელი და მრავალი სამეცნიერო გამოკვლევის ავტორი.
მისადმი მიწერილი წერილების თანახმად ქართველ ხალხს იგი ძალიან უყვარდა და საქართველოს საკეთილდღეოდ, თუ ქართული კულტურის ინგლისისთვის გასაცნობად გადადგმული მისი ყოველი ნაბიჯი მაღალ შეფასებას პოულობდა მე-19 საუკუნის ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მან შეუწყო ხელი ლონდონში ქართული საზოგადოებისა და ქართული კომიტეტის ჩამოყალიბებში, ვუდი ალენთან ერთად მან შექმნა საართველოს საისტორიო საზოგადოება, რაც ბეჭდავდა საკუთარ ჟურნალს `გეორგიკა“. მან ეკატერინე ჩერქეზიშვილთან ერთად მოახერხა ბოდლის ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერების კატალოგიზაცია და უორდროპის კოლექციის გამდიდრება საკუთარი სახსრებით.
მარჯორი სკოტ უორდროპმა, ოლივერის დამ, მის უახლოესმა მეგობარმა ძმის მიერ დაწერილი წიგნის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა ქართული ენის სწავლა და ქართული ენის დასახვეწად საქართველოსაც ესტუმრა. `განდეგილის“ თუ ქართული ხალხური ზღაპრების შემდეგMმან ქართული ლიტერატურის მწევერვალის `ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას მოჰკიდა ხელი და თვრამეტი წელი – 1909 წლამდე მუშაობდა მასზე.
1986 წლამდე ის ცნობილი იყო როგორც რამოდენიმე ნაწარმოების მთარგმნელი, როცა პროფ. გურამ შარაძემ ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში ვიზიტის შემდეგ აღმოაჩინა მარჯორი უორდროპის მიერ შესრულებული ილია ჭავჭავაძის მოთხრობებისა და ქართველ პოეტთა ლექსების სხვა თარგმანებიც.
2008 წლის ივლისში პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის საშუალებით ოქსფორდის ბიბლიოთეკაში განხორციელებული კვლევის შემდეგ მის შესახებ მრავალი ახალი ინფორმაცია მოვიძიე.Aმარჯორი იყო არა მხოლოდ მთარგმნელი და საქართველოთი აღფრთოვანებული პიროვნება, არამედ ეგრეთწოდებული არაფორმალური დიპლომატი და ამ მიწის, კულტურის და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დამცველი, რომლის თარგმანებს და ორიგინალურ ნაშრომებს დიდი გავლენა უნდა ჰქონოდა ქართული ისტორიის განვითარებაზე. ბოდლის ბიბლიოთეკაში, უორდროპის კოლექციაში დღესაც შეიძლება მის მიერ მაღალი რანგის პირებთან (გიბრალტარის მღვდელთმთავარი, პეტერბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი მატონი სესილ სპრინგ რაისი) გაგზავნილი, ქართულიდან თუ რუსულიდან თარგმნილი წერილების ნახვა. იგი სიმართლეს აწვდიდა საზოგადოებას საქართველოში განხორციელებული უსამართლობის, რუსების მიერ ქართველთა ყოველმხრივი შევიწროების შესახებ და მორიდების გარეშე, საკუთარი კომენტარების, ემოციური ფრაზების ჩართვით ამხელდა მათ.
“Dear Bishop of Gibraltar,
The sad news from Georgia of the persistent persecution of ancient Iberian Church and its clergy has moved me to appeal to you. I do not know if you personally are in touch with the Russian Synod but, in any case, no doubt you are acquainted with English churchmen who are I feel sure that you will use your influence to interest them in the spiritual state of their Georgian brothers and to try to obtain justice for them”. -სწერს მარჯორი გიბრალტარის მღვდელთმთავარს.
ამჯერად ყურადღება მის მიერ ქართულ ლიტერატურასთან დაკავშირებულ კვლევებზე მინდა შევაჩერო. საინტერესოა ისიც, რომ მარჯორის სიცოცხლის ბოლო წელს სტატიაც კი გამოუქვეყნებია საქართველოს შესახებ. ესაა მარჯორისეული მიგნება, რასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ქართულ – ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობის, არამედ X – XI საუკუნის მოღვაწის, გიორგი ათონელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შეფასებისას. სტატია მოთავსებულია ინგლისურენოვან ჟურნალში – The Evening Bells, რაც, როგორც თავად ჟურნალის თავფურცლიდან ჩანს დაბეჭდილია სამხრეთ ჰილტონის ეკლესიის, ბელფრის ფორნდის მიერ 1909 წელს და იგი ჟურნალის 55-ე გვერდზეა მოთავსებული სათაურით: “Those Evening Bells.” An Echo from Georgia. კვლევა სულ სამიოდე აბზაცისაგან შედგება.
ალბათ ყველას მოუსმენია კოზლოვის მიერ დაწერილი მელოდია “Вечерний звон”, რაც აღიარებულია როგორც რუსული ეროვნული სიმღერა -Народная музыка, Советская Музыка
Вечерний звон
Вечерний звон
Как много дум
Наводит он!
О юных днях
В краю родном
Где я любил
Где отчий дом
И как я с ним
На век простясь
Там слышал звон
В последний раз.
როგორც რუსულ, ასევე ინგლისურ ლიტერატურაში არსებობს ამავე სახელწოდების სიმრერა. მარჯორის ეს ვერსია ინგლისურთან შეუდარებია და იმ დასკვნამდე მისულა, რომ რუსული ვერსია იგივე მეტრს შეიცავს, რასაც ინგლისური. მარჯორის მტკიცებით ინგლისური ვერსია შემოსულია რუსულიდან. ამ სტატიის დაწერის და გამოქვეყნების მიზანი ამ სიმღერის პირველვერსიის ძებნაა. სტატიაც სწორედ ამ სიტყვებით იწყება: “Perhaps the best-known English lyric about church bells is the one beginning “Those Evening Bells, Those Evening Bells,” yet few of those familiar with its words could tell whence they come”.
მისი თქმით ძალიან მცირემ იცის ამ ცნობილი ინგლისური ლირიკის წარმომავლობის თარიღის შესახებ და ვერც ალბათ თავად ამ ტექსტის შემქმნელი მოიფიქრებდა იმას, რომ ცხრა ასეული წლის შემდეგ მისი ექო შორეულ დასავლეთში აჟღერდებოდა, ქვეყანაში, რომლის შესახებ, ალბათ არც თავად იცოდა ბევრი და არც ამ ქვეყანამ იცოდა რამე მის შესახებ. როგორც მარჯორის და ასევე ძალიან ცოტას სცოდნია, ამ ტექსტის ავტორი სწორედ ქართველი, ათონის მთაზე მოღვაწე საეკლესიო მოღვაწე – გიორგი ათონელი ყოფილა.
The Georgian original of his poem is lost, and the song has come to us through a melodious Russian Version by poet Kozloff…” ძნელი სათქმელია როგორ ამტკიცებს მარჯორი თავის მოსაზრებას, რომ ამ სიმრერის შემქმნელი სწორედ ქართველია, როცა ამბობს, რომ მისი ქართული ვერსია დაკარგულია. ქართული ვერსიის არსებობის შემთხვევაში ალბათ უფრო ადვილი დასადგენი იქნებოდა როგორ მოხვდა ეს ტექსტი ინგლისურ ლიტერატურაში.
მარჯორი, რუსული და ინგლისური ვერსიის შედარების დროს სწორად ასკვნის, რომ მათ ერთი მეტრი აქვთ, მაგრამ როგორც დღეს გავრცელებული ვერსიებიდან მტკიცდება, მელოდია სწორედ ინგლისური ვერსიიდან შესულა რუსულში. ივან კოზლოვს ( 1779 – 1840) იგი ირლანდიელი პოეტის თომას მურის (1779 – 1852) ლექსიდან “Eვენინგ Bელლს” საკმაოდ ზედმიწევნით უთარგმნია.
კოზლოვიცა და თომას მურიც ერთი ეპოქის მოღვაწეები არიან. ორივე ცნობილია როგორც პოეტი, ასევე მთარგმნელი, ასე, რომ ძნელი დასამტკიცებელია მარჯორისეული ვერსიის მცადრობა, მითუმეტეს, რომ სტატია ამავე პერიოდის საკმაოდ ცნობილ ჟურნალში დაიბეჭდა.
Those Evening Bells
Thomas Moore
Those evening bells! those evening bells!
How many a tale their music tells,
Of youth and home and that sweet time
When last I heard their soothing chime.
Those joyous hours are past away:
And many a heart, that then was gay.
Within the tomb now darkly dwells,
And hears no more those evening bells.
And so ‘twill be when I am gone:
That tuneful peal will still ring on,
While other bards shall walk these dells,
And sing your praise, sweet evening bells!
(The Bells of St. Petersburgh)
National Airs.
მურისეულ ვერსიასაც რატომღაც მითითებული აქვს, რომ ესაა ლირიკა პეტერბურგის ზარების შესახებ.
მარჯორი თავის ვერსიას თავად ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე ამყარებს. იგი მოგვითხრობს გიორგი ათონელის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ: “St Giorgi was one of the many gifted Georgians who spent the best years of their lives at the Monastery of Mount Athos, translating sacred books from Greek into their mother tongue and rendering some of their own ancient literature into Greek… We can picture the Saint in his cell on the Holy Mount, resting from his arduous labours and gazing wistfully towards his beloved Georgia, “The pearl of the East.” Once again he would see see the convent where he and his sister had passed their childish years and hear the vesper bell stealing across the fair valleys of Trialeti…”
ტექსტში საუბარია იმ ზარების შესახებ, რომლის სიმღერაც ბავშვობაში მოუსმენია ავტორს, რაც აგონებს სახლს, ახალგაზრდობას და რაც ტკბილ მოგონებებს აღძრავს. ლექსის დამწერი შორს ყოფილა წასული თავისი სახლიდან, ზარების ჟღერა მხოლოდ ტკბილ მოგონებადღა შემორჩენია და ამჟამად აკლდამაში მყოფს მსგავსი ხმა აღარ ესმის. ეს ყოველივე ასე დარჩება, ხმოვანი მარგალიტი კვლავ გააგრძელებს რეკას მანამ, სანამ იგი შორსაა წასული. გიორგი ათონელიც საქართველოდან შორს იმყოფებოდა და იქ აგრძელებდა თავის მოღვაწეობას, მარჯორის თქმით სწორედ მონატრებამ დააწერინა ეს სტროფები და ალბათ წინათგრძნობამაც. მას შეეძლო სწორად განეჭვრიტა საქართველოს მომავალი, ქართველი ხალხის ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ, როცა ამ დიადი ზარების ხმა რატომღაც შეწყვეტილა, მაგრამ შემდეგ კვლავ განახლებულა.
მარჯორის ღვაწლი ქართული კულტურის საზღვარგარეთ გატანასა და პოპულარიზაციასაში საკმაოდ დიდია. მისი შემოქმედების ნაწილობრივ აღწერა მოვახერხე და წიგნად გამოვეცი 2009 წელს გამოცემლობა “ნეკერის” დახმარებით, სადაც ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში ნანახი მასალები შეძლებისდაგვარად სრულად მოვიყვანე. ასევე გამოვთქვი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა, რომს აქართველოსთან დაკავშირებული ეს მდიდარი ინფორმაცია უცნობი დარჩა დღევანდლამდე ქართველი საზოგადოებისათვის.მარჯორისეული ეს გამოქვეყნებული და ქართველი ხალხისათვის აქამდე უცნობი ამ სტატიის შინაარსიც პირველად იბეჭდება და ვრცელდება ამ გაზეთის საშუალებით.