იმოგზაურო სადღაც, და ბოლოს მაინც სახლში მიხვიდე
ქართულ ლიტერატურაში ალბათ არ მოიძებნება მსგავსი წიგნი გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველისა”. პირველივე ფურცლებიდან ჩანს, რომ ავტორზე ძალიან დიდი გავლენა აქვს სამხრეთ-ამერიკულ მაგიურ რეალიზმს. როდესაც “მაღალ სოფელში” დღესასწაულზე მთიდან სოფელში დაბრუნებული სოფლის მცხოვრებლები დინჯად მოაბიჯებენ, აუცილებლად გაგახსენდებათ მაკონდოს მცხუნვარე მზის ქვეშ შეკრებილი სოფლის მცხოვრებნი, რომლებიც შეჰყურებენ როგორ სვამს პადრე კაკაოს და ჰაერში იწევა….. ისევე, როგორც მაკონდოში, “მაღალ სოფელშიც” მდორედ მიედინება ცხოვრება და ამ მდორე დინებას მაგიით გაჟღენთილი ამბები მოაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში “სამოსელი” როგორც ტოტალიტარიზმის მოდელი ისე განვიხილეთ, ახლა სხვა თვალით მინდა შევხედო ამ წიგნს, მითუმეტეს, რომ ამის საშუალებას ნაწარმოები ნამდვილად იძლევა. არ ვიცი ბატონი გურამი კონკრეტულად იმაზე ფიქრობდა რასაც ახლა მე მოგიყვებით, თუ იმაზე რასაც ჩემი ლექტორი გვეუბნებოდა, მაგრამ ნამდვილი ლიტერატურა ყოველთვის ალმასივით მრავალწახნაგოვანია, ამის ნამდვილად მჯერა.
ვისაც ბიბლიური “უძღები შვილის დაბრუნება” წაგიკითხავთ, აუცილებლად ამოიცნობდით დომენიკოში იმ შვილს, რომელიც მამის მფარველობიდან გამოსული შეიცნობს სამყაროს და ბოლოს ისევ იქ ბრუნდება საიდანაც ერთ დროს უკანმოუხედავად წავიდა. ტექსტს თუ კარგად იცნობთ მითუმეტეს ადვილად გაიხსენებთ პირდაპირ გადმოტანილ დიალოგებს ბიბლიური მითიდან.
სულ თავიდან რომ დავიწყოთ, დომენიკო ერთგვარი “ტაბულა რასაა” რომელსაც თავისი სოფლის გარდა არაფერი უნახავს და მისთვის ეს სოფელია მთელი სამყარო. თუ გავიხსენებთ მის ძმას, გვეგვეს, დომენიკოს აბსოლუტურ ანტიპოდს, ვფიქრობ მისი ფუნქცია ამ ნაწარმოებში სწორედ ის არის, რომ დომენიკოს უმანკოებას გაუსვას ხაზი. რა თქმა უნდა, დომენიკოც და გვეგვეც ცივილიზაციისგან შორს არიან, თუმცა გვეგვე მიწიერი ვნებებია დომენიკოში კი ნამდვილად არის რაღაც ღვთიური. გავიხსენოთ თვითონ ნაწარმოების სტრუქტურა: სოფლიდან წამოსვლის შემდეგ, დომენიკო ლამაზ ქალაქსა და კამორას მოინახულებს. ამ მოგზაურობისას ის როგორც “ცომი” ისე უნდა მოიზილოს და უნდა შედგეს პიროვნებად. კანუდოსიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ქალაქი რომელიც ხუთი დიდი კანუდოსელის მხრებზე დგას რა თქმა უნდა სამოთხეს გვაგონებს, მაგრამ როგორც მიწიერი კანონი ამბობს, არ შეიძლება იდეალური სამყარო არსებობდეს რეალურის შიგნით და რა თქმა უნდა კანუდოსი თავიდანვე განწირულია დასაღუპად.
ნაწარმოები საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ერთ ბლოგპოსტში ჩავატიო მაგრამ შეგახსენებთ რამდენიმე მომენტს. მაგალითად მამას, რომელიც დომენიკოს მთელი მოგზაურობის განმავლობაში თავზე დაჰყურებს და თვით ღვთისგან დაწყევლილ კამორაშიც კი, დომენიკო ყოველთვის გრძნობს, რომ ვიღაცას ის უყვარს. მამა შეგვიძლია მამა ღმერთის სახედაც წარმოვიდგინოთ, რომელმაც ქრისტე დედამიწაზე გამოგზავნა და რა თქმა უნდა, რომ ქრისტესათვის არაფერი ადამიანური უცხო არ უნდა ყოფილიყო. შეგვიძლია ეს ამბავი განვიხილოთ როგორც “დაბადება” ქრისტეს მოგზაურობა დედამიწაზე და შემდეგ უკვე “აღდგომა” ან/ და ამაღლება (მამასთან დაბრუნება) ამ ჩემს თეორიას ერთადერთი და მე თუ მკითხავთ ძლიერი არგუმენტი აქვს. სანამ დომენიკო მამასთან დაბრუნდება, თუ გაიხსენებთ ის მწყემსად მიდის “აღმართზე” ბიბლიაში კი მწყემსი “დაბადებიდანვე” მოხსენიებული და თავად ქრისტეც, თავის თავს მწყემსს უწოდებს. ნაწარმოები საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ერთ ბლოგპოსტში ჩავატიო მაგრამ შეგახსენებთ რამდენიმე მომენტს. მაგალითად მამას, რომელიც დომენიკოს მთელი მოგზაურობის განმავლობაში თავზე დაჰყურებს და თვით ღვთისგან დაწყევლილ კამორაშიც კი, დომენიკო ყოველთვის გრძნობს, რომ ვიღაცას ის უყვარს. მამა შეგვიძლია მამა ღმერთის სახედაც წარმოვიდგინოთ, რომელმაც ქრისტე დედამიწაზე გამოგზავნა და რა თქმა უნდა, რომ ქრისტესათვის არაფერი ადამიანური უცხო არ უნდა ყოფილიყო. შეგვიძლია ეს ამბავი განვიხილოთ როგორც “დაბადება” ქრისტეს მოგზაურობა დედამიწაზე და შემდეგ უკვე “აღდგომა” ან/ და ამაღლება (მამასთან დაბრუნება) ამ ჩემს თეორიას ერთადერთი და მე თუ მკითხავთ ძლიერი არგუმენტი აქვს. სანამ დომენიკო მამასთან დაბრუნდება, თუ გაიხსენებთ ის მწყემსად მიდის “აღმართზე” ბიბლიაში კი მწყემსი “დაბადებიდანვე” მოხსენიებული და თავად ქრისტეც, თავის თავს მწყემსს უწოდებს.
მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. (მათე: 10: 14) რა თქმა უნდა ამის მტკიცებას განსაკუთრებული ლიტერატურული კვლევა-ძიება სჭირდება, მაგრამ ვერსიის სახით არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.
მთლიანად ბიბლიურ სიუჟეტს რომ დავუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, რომ “უძღები შვილის” სიუჟეტი ზედმეტად თვალნათლივ ჩანს იმისთვის, რომ ეს არ შევიმჩნიოთ და რა თქმა უნდა, რომ დომენიკო ერთგვარად უძღები შვილია, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ თუ რა აერთიანებთ დომენიკოს, იესოსა და “უძღებ შვილს”. სამივე პერსონაჟი მოგზაურობას ღვთიური უმანკოებიდან იწყებს და გრძელი მოგზაურობის შემდეგ, მამასთან ბრუნდება და აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც დასაწყისში იყო. დომენიკო შეიცნობს სამყაროს და ამით ის შეიცნობს საკუთარ თავს. გახსოვთ რა წერია აპოლონის ტაძრის კედელზე? “შეიცან თავი შენი” და დომენიკოს მოგზაურობა კი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის შეცნობა სამყაროს შეცნობის გზით. სახლში დაბრუნებული დომენიკო უკვე თავად გახდება “მწყემსი კეთილი” და დაიკავებს მამის ადგილს. იმისთვის, რომ მან მამის ადგილი დაიკავოს, უნდა შეიცნოს საკუთარი თავი და ადამიანი, რომ ღირსეული მწყემსი იყოს თავისი ხალხისთვის. სწორედ ეს იყო დომენიკოს საყვარელი თამაში, საიდანღაც სახლში დაბრუნება, ოღონდ, დომენიკომ არ იცოდა, რომ სახლიდან წასული უკან ისეთივე ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა, როგორიც მანამდე იყო.