ჰოლი – ფერების ფესტივალი
ჰოლი ძველი ინდუსების დღესასწაულია. დღეს ის ცნობილია, როგორც ფერების ფესტივალი ან საზაფხულო ფესტივალი.
ტრადიციულად ის ტარდება სავსე მთარის შემდეგ, მარტის დასაწყისში, რამოდენიმე ინდუისტურ ქვეყანაში, ისეთები როგორიცაა: ინდოეთი ეპალი და ა.შ. ეს ლამაზი და კრეატიული დღესასწაული ბევრ ქვეყანაში ექსპორტირდა. მათ შორის საქართველოშიც.
ეხლა საკმაოდ ბევრრი ქვეყნის ქალაქებში ტარდება ფერების ფესტივალი, უცნაური მეთოდი გაზაფხულთან შესახვედრად.
დღესასწაულისთვის მომზადება ღამით იწყება, როდესაც ცაზე სავსე მთვარე ბატონობს. ინდუსებს სჯეროდათ, რომ მათ უნდა დაენთოთ დიდი კოცონები ქუჩებში, რომლებიც გაწმენდნენ ჰაერს ბოროტი სულებისგან და ბოროტი ვიბრაციებისაგან.
დღესასწაულს სახელი მრისხანე ღმერთის “ჰოლიკის” საპატივცემულოდ დაარქვეს.
მეორე დილით ქუჩები ივსება ხალხით, რომლებიც დილიდანვე იწყებენ მხიარულებას. ცეკვავენ, მღერიან, იცინიან, აყრიან ერთმანეთს ფერად ფხვნილს და ესე ესალმებიან გაზაფხულს.