ადამიანების უმეტესობა დაბადების შემდეგ სრულიად ნორმალურ ცხოვრებას იწყებს ნორმალური გარეგნობითა და გარემოთი.მაგრამ ამასთან ერთად ისიც ცნობილია,რომ ბევრი ადამიანი განსხვავებული იბადება გენების მუტაციის გამო ან შემდგომ ხდება სხვებისაგან გამორჩეული.ქვემოთ 10 ისეთი სოფელია ჩამოთვლილი სადაც სხვისთვის უჩვეულო გენები სრულიად ნორმალურია:
1)არარასი_ბრაზილიური სოფელი რომელიც მზეს ვერ იტანს.
ბრაზილიელები ცნობილი არიან როგორც მზის მოყვარული ხალხი,რომლებიც უამრავ წვეულებას ატარებებენ სანაპიროსთან.მაგრამ დასავლეთ ბრაზილიის ერთ-ერთი სოფლის,არარასის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საკმაოდ უცნაური დაავადებისაგან იტანჯება.მათი კანი მზის სხივების შეხებით დნება.საშუალოდ 40 ადამიანიდან ყოველ 1-ს უჩნდება პიგმენტური ქსეროდერმას სახელით ცნობილი ეს დაავადება.მაგრამ არარასის მოსახლეობიდან ყოველ 800 კაცს შორის 20-ს გააჩნია ეს პრობლემა,ამიტომაც აქ ეს მოვლენა ყველაზე ხშირი და უბრალოა.
ექსპერტების აზრით,ეს ხშირი მოვლენა ოჯახებში გავრცელებული ამ დაავადების წარმომშობი დეფექტური გენის ბრალია.მაგრამ ეს ყოველივე შემდგომ თაობებში უფრო ნათლად გამოიკვეთა.ყველაზე ცუდი ისაა რომ ადგილობრივებისთვის თავის რჩენის ძირითადი წყარო მათი ფერმაა,თუმცა ამ დაავადების გამო ამ საქმესაც ვერ ართმევენ თავს კარგად და ბევრს უჭირს სხვა საარსებო წყაროს ძიება.
2)კალაჩი და კრასნოგორსკი_ყაზახეთის სოფლები სადაც ყველას გული მისდის.
2013 წლის მარტს,ყაზახეთის 2 სოფლის,კალაჩისა და კრასნოგორის მოსახლეობის ერთ მეოთხედს,სრულიად მოულოდნელად ჩაეძინა.ზოგი უგონოდ რამოდენიმე დღის განმავლობაში იყო.მათ შუა ქუჩაში მისდიოდათ გული სიარულის ან მუშაობის დროს და გაღვიძებისას განიცდიდნენ:თავის ტკივილს,მეხსიერების დაკარგვას,დაღლილობასა და სისუსტეს.ამ ყოველივეს მსხვერპლი დიდებიც გახდნენ და პატარებიც,ძაღლებიც და კატებიც.ზოგმა ბავშვმა ახსენა რომ კოშმარები ჰქონდათ ფრთოსან ცხენებზე,გველებზე და ჭიებზე,რომლებიც მათ ხელებს ჭამდნენ.
თითქმის 2 წლის განმავლობაში მეცნიერები ვერ ხვდებოდნენ ამ მოვლენის გამომწვევ მიზეზს.ზოგი ფქირობდა რომ მიზეზი ყალბი ან უხარისხო არაყი იყო წარსულში მოსახლე რუსი წინაპრების გამო.ერთმა სომნოლოგისტმა თქვა რომ ისინი ბინ ლადინის ქავილის მსგავს მასობრივ ფსიქოზს განიცდიან.მაგრამ 2015 წელს საბოლოოდ გაარკვიეს რომ ეს ყოველივე ჰაერში ჭარბად გაფანტული ნახშირბადის მონოოქსიდისა და ნახშირწყალბადების ბრალი იყო.ისინი ნაჩქარევად დახურული საბჭოთა ურანის საბადოებიდან მოდიოდნენ და ჰაერში ჟანგბადის რაოდენობას ამცირებდნენ.
3)ვეველსფლეთი-გერმანული კიბოს სოფელი.
ეს სოფელი გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და იქ მხოლოდ 1500 ადამიანი ცხოვრობს.ამ სოფლის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს,რომ ყველა ოჯახშია კიბოთი დაავადებული 1 წევრი მაინც.მიზეზი უცნობია,თუმცა ფაქტია რომ ამ სოფლის მოსახლეზე 50 %-ზე მეტია ალბათობა იმისა,რომ კიბო დაემართება,ვიდრე სხვაგან მოსახლე ადამიანზე.
მოსახლეობა ამ ყოველივეს მახლობლად მდებარე 3 ბირთვულ ელექტროსადგურსაც აბრალებს,რომელთაგან ერთი ქარის მიმართულების მხარეს დგას.ლუბეკის უნივერსიტეტმა მახლობელ გემთსაშენში გამოყენებული მომწამლავი საღებავები,აზბესტისები და მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდებიც შეამოწმა,თუმცა არც ამ კვლევებმა გამოიღო შედეგი.შესაძლოა ყველაფერი “სკრინინგ ეფექტის” ბრალიც იყოს.ეს ადამიანები მუდმივად კიბოს შიშით ცხოვრობენ და ხშირადაც იტარებენ გამოკვლევებს მის შესამოწმებლად,ასე რომ ყველამ იცის როგორი და რა დონის კიბო აქ.მაგრამ თუ 1500 ადამიანიდან 142-ს კიბო სჭირს,გენიოსი არაა საჭირო იმის დასადგენად,რომ აქ რაღაც უცნაურობაა.
4)ჰოგევეის დემენციით დაავადებულთა სოფელი.
დემენციით დაავადებულ მოხუცებს მუდმივად აწუხებთ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები და ამიტომაც ნათესავები ხშირად მათ მოხუცთა თავშესაფარში გზავნიან,რომელიც მათთვის ნამდვილი სასაფლაოსავითაა.ამიტომაც ამსტერდამში,ჯანდაცვის მუშაკთა ჯგუფმა გადაწყვიტა შეექმნა სოფელი,სადაც მხოლოდ დემენციით დაავადებულები იცხოვრებდნენ.ჰოგევეი სწორედ ეს სოფელია,თუმცა მისმა ზოგმა მაცხოვრებელმა არ იცის რომ დემენციით დაავადებულია.ჯანდაცვის მუშაკები მუშაობენ სალონებში,სასურსათო მაღაზიებში,რესტორნებში ან კინოთეატრებში.
პაციენტის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შეუძლიათ მაშინ ესტუმრონ როცა მოესურვებათ.აქ პაციენტებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ და მათზე უფრო მეტადაც ზრუნავენ,ასევე მათი აქ გაგზავნა უფრო იაფი ჯდება ვიდრე სხვა რომელიმე მოხუცთა თავშესაფარში.სოფელს გარშემო კედელი არტყია და თუ რომელიმე მათგანი ეცდება კარებთან მისვლას,მომვლელები შესთავაზებენ მარშრუტი შეიცვალონ.
5)იანგსი.ჯუჯების სოფელი.
იანგსი შორეული სოფელია ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში,რომელიც ჯუჯებითაა დასახლებული.უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში მისი მოსახლეობის საკმაოდ არაპროპორციული ნაწილი დაზარალდა ზრდის შეჩერებით.40 % (ყოველი 80 მოსახლიდან 36) 120 სანტიმეტრზე დაბალია.ცნობები ამ ფენომენის შესახებ 1911 წლიდან ჩნდება,1947 წელს კი ერთ-ერთი ინგლისელი მეცნიერი ამტკიცებდა რომ ასობით ჯუჯა იხილა იანგსის ხეობაში.
როგორც წესი 20000-დან 1-ია იმის ალბათობა რომ ადამიანს ზრდასთან დაკავშირებული ამგვარი პრობლემები ექნება,რაც იმას ნიშნავს რომ ჯუჯების რაოდენობა ამ რეგიონში სტატისტიკურად შეუძლებელ რიცხვს აღწევს.მიზეზი დადგენილი არაა თუმცა არსებობს რამოდენიმე ვერსია.ზოგი ფიქრობს რომ ეს მერკურის მაღალი კონცენტრაციითაა გამოწვეული ამ მიწაზე,ზოგი კი ვარაუდობს რომ აქაურობა ბოროტმა სულებმა შეიპყრეს რომლებიც ადგილობრივებზე ბრაზობენ წინაპრების სწორად დაუმარხაობის გამო.არსებობს კიდევ ერთი თეორია,უფრო სწორად ლეგენდა,რომლის თანახმადაც_ძალიან დიდი ხნის წინ ერთმა კაცმა,ვანგმა,შავი კუ იპოვა უცნაური ფეხებით.ყველამ ურჩია გაეშვა,თუმცა მან გადაწყვიტა მისგან საჭმელი გაეკეთებინა და შეეჭამა,რითაც მან მთელი სოფელი დაწყევლა.საბედნიეროდ იანგსის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებზე არ გადასულა ეს “წყევლა”.
6)იკარია.კუნძული სადაც ყველა დიდი ხანი ცხოვრობს.
აშშ-ში ამერიკელების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელს წარმოადგენს.მაგრამ,საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულ იკარიაში,ყოველი 3-დან 1 ადამიანი 90 წელს მაინც აღწევს,სანამ დანარჩენები 100 წელს გადაცილებას აღნიშნავენ.ამ სოფელს ეს სახელი იკარიუსის პატივსაცემად დაერქვა,ბიჭის,რომელიც მზესთან ზედმეტად ახლოს მიფრინდა.იკარიის მაცხოვრებლები მთელი მსოფლიოსაგან გარიყულები არიან,ნუგეშს შუადღეზე ძილის დროს პოულობენ და მუდმივად ცდილობენ მხიარული და პოზიტიური იყონ,ამ დადებიღი ემოციებით პოულობენ სევდისაგან დაღწევის გზას.
ამ ყველაფრის კიდევ ერთი მიზეზი ალბათ მათი დიეტაა.ისინი ძალიან შორს არიან დასავლური სამყაროსგან,არ იღებენ ბევრ ტკბილეულობასა და სწრაფი კვების პროდუქტებს.კონცენტრირებული არიან ლობიოსა და სხვა ადგილობრივ ბოსტნეულზე.ასევე არც ზედმეტ ხორცს არ ეტანებიან.იკარია ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი “ლურჯი ზონა”,ადგილი სადაც ხალხი ყველაზე ხანგრძლივად ცხოვრობს.ასევე აქ ყველაზე ჯანმრთელი ხალხი ცხოვრობს.ისინი ძირითადად ასაკის გამო იღუპებიან და არა რომელიმე დაავადების გამო.
7)ველიკაია კოპანია.”ტყუპების მიწა”.
ველიკაია კოპანია სოფელია დასავლეთ უკრაინაში,რომელიც ცნობილია იქ დაბადებული ტყუპების წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით.მისი 4000 მაცხოვრებლიდან 61 ტყუპები ჰყავთ.ეს ახალი ფენომენი არაა.ეს სიტუაცია იყო მთელი ბოლო 3 თაობის განმავლობაში,ხოლო ადრეული დაბადების მონაცემები არ არსებობს სოფელში.ეს სიტუაცია არამარტო ადამიანებში,ცხოველებშიც გვხვდება.მაგალითად საკმაოდ ხშირად დაუფიქსირებიათ ძროხები,რომლებიც ტყუპ ხბოებს აჩენდნენ.
ბევრი ფიქრობს რომ ადგილობრივებს აქაური ჭა აძლევს საშუალებას რომ ტყუპები ყავდეთ.ერთ-ერთი აქაური ისტორიის მიხედვით,ერთი ქალი რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა აქედან 160 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში ცხოვრობდა.როცა იგი ამ სოფელში ჩამოვიდა და ამ ჭის წყალი დალია,რამოდენიმე თვეში დაორსულდა და ტყუპები ეყოლა.უკვე მახლობელი ქალაქებიდანაც ჩამოდიან რომ აქაური გოგონები შეირთონ ცოლად,რათა მათაც გადაეცეთ ეს მაგიური ტყუპების გენი.
8)ბენგკალა.სოფელი სადაც ყველა ნიშნების ენით საუბრობს
აშშ-ში ყოველი 1000 ადამიანიდან 2-3 მაინც იბადება ყრუ ან ნაწილობრივ ყრუ.ინდონეზიის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელ ბენგკალაში კი 3000 მაცხოვრებლიდან 24 დაბადებიდან ყრუა.სმენასთან დაკავშირებული პრობლემის გაჩენის 5-ჯერ მეტი ალბათობა არსებობს აქ ვიდრე მთელ მსოფლიოში,იმიტომ რომ ეს ადგილი გეოგრაფიული ცენტრია ამ დაავადების გამომწვევი რეცესიული გენის,სახელად-DFNB3,რომელიც ამ სოფელში 7 თაობის განმავლობაში იყო გავრცელებული.
ეს ყველაფერი იმდენად ხშირი და უბრალოა მათთვის რომ ასეთ ბავშვებს განსხვავებულად არც კი ექცევიან,ისინი ჩვეულებრივად სწავლობენ დანარჩენ ისეთ ბავშვებთან ერთად,რომელთაც სმენის პრობლემები არ აქვთ და ასვევ ყველამ იცის უძველესი აქაური ნიშნების ენა-“კატო კოლოკი”,რომლითაც ყრუ ადამიანებს კომუნიკაცია ძალზედ უადვილდებათ.რეცესიული გენის გარდა ადგილობრივებს სჯერათ რომ ამ ყველაფრის მიზეზი ძველი ლეგენდაცაა.ამ ლეგენდის მიზედვით 2-მა მაგიური შესაძლებლობების მქონე ადამიანმა ერტმანეთი დაწყევლეს და ორივე დაყრუვდა.მათი სოფლის სახელი ბენგკალაც-“ვინმეს დასამალ ადგილს” ნიშნავს.ასეთ ადამაინებს,ან როგორც ადგილობრივები უწოდებენ “კოლოკებს” თავისი ცალკე ნაწილიც აქვთ სოფელში,ხალხი ფიქრობს რომ ისინი ფიზიკურად უფრო ძლიერები,მოქნილები,გულწრფელები და ერთგულები არიან.ასევე აქ ყრუ მცველები და პოლიციელები უფრო ხშირად გხვდებიან,ისინი უფრო მკაცრებიც არიან დანარჩენებთან შედარებით იმიტომ რომ კრიმინალების ცემისას მათი ყვირილი არ ესმით.
9)სალინასი.გვიანი “ასოს” სოფელი.
ზოგადად ბავშვის სქესის დადგენა დაბადებიდანვეა შესაძლებელი.მაგრამ დომინიკის რესპუბლიკის შორეულ სოფელ სალინასში,ზოგი გოგოს არ ეზრდება ასო მომწიფებამდე,მათი ოჯახებიც ზრდიან მათ როგორც უბრალო გოგონებს სანამ წლების მერე,როცა უკეთ მომწიფდება მათი სხეული არ გაარკვევენ რომ მათი გოგონები სინამდვილეში ბიჭები არიან.ეს ყველაფერი ფერმენტების ნაკლებობითაა გამოწვეული.ტესტოსტერონის რაოდენობა შემდგეომ იმატებს,ამიტომ ხდება ეს ფიზიკური ცვლილებებიც და მათი ხმებიც ბოხდება.
ეს ხდება ყოველი 90 ბიჭიდან ერტში,მათ შედარებით მცირე თმა აქვთ სახეზე და პატარა პროსტატის ჯირკვლები აქვთ.მედიცინაში ეს შემთხვევა 1970 წელს დაფიქსირდა,მაგრამ სალინასში ეს ყოველივე უფრო დიდი ხანია რაც ხდება.დღესდღეობით სამედიცინო ენაზე მათ ფსეუდოჰერმაფროდიტებს უწოდებენ.
10)ანტიოქია.სოფელი სადაც მოხუცები ალცჰეიმერით დაავადებულ ბავშვებს უვლიან.
მთელს მშოფლიოში შვილები უვლიან მშობლებს როცა მათ ალცჰეიმერის მსგავსი დაავადებები უჩნდებათ.ალცჰაიმერი— თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით.კოლუმბიის ჩრდილო დასავლეთით მდებარე სოფელში ეს ყველაფერი პირიქით ხდება.აქ დაახლოებით 5000-მდე ადამიანს უჩნდება ეს დაავადება ნაადრევად.მოსახლეობაში გავრცელებული დეფექტური გენი,რაც ცნობილია როგორც “პაისას” მუტაცია.ამ მუტაციას სახელი ადგილობრივების მიხედვით შეარქვეს,ისინი იწოდებიან როგორც პაისები.
ამ დაავადების გამო მოხუცი მშობლები რომელთა ასაკიც 70-დან 80-მდე მერყეობს,იძულებულნი არიან მოუარონ მათ 40,50 ან 60 წლის შვილებს.აქ ბავშვებს ადრეულ წლებში უვითარდებათ ალცჰეიმერის დაავადება.მკვლევარები ცდილობენ ამ ტერიტორიაზე უკეთ გამოიკვლიონ ეს დაავადება.ერთი მკვლევარი ტვინებსაც იკვლევს ადგილობრივ “ტვინის ბანკში”,სადაც იქაურებს დაავადებული ნათესავების ტვინი მიაქვთ გამოსაკვლევად საბოლოოდ ამ დაავადების დასამარცხებელი გზის აღმოსაჩენად.