მუსიკასიმღერის ტექსტები
სულიკო
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე დაკარგულიყო,
გულ ამოსკვნილი ვსტიროდი,
სადა ხარ ჩემო სულიკო……………..
ეკალში ვარდი შევნიშნე ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი, შენ ხომ არა ხარ სულიკო.
სულ განაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას, შენ ხომ არა ხარ სულიკო.