15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და ყოფითი პრობლემების მოგვარებისთვის. ეცადეთ, მხოლოდ ღირსეული ადამიანები დაიახლოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანების გამოჩენა, რომლებიც ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებიან.
კურო
დროა, ოჯახური ბიუჯეტის შესავსებად ნორმალურად მუშაობა დაიწყოთ. ერთი შეხედვით, გადაუჭრელ პრობლემებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ – მალე ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. ისეთ საქმეს ნუ შეეჭიდებით, რომელსაც ვერ დაძლევთ. გამორიცხული არ არის, რომ ფინანსურმა ან იურიდიულმა პრობლემებმა ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანოთ.
ტყუპები
ფიზიკური თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ზედა სასუნთქი გზების პრობლემები. საყვარელ ადამიანთან მცირე კამათი შესაძლოა, დიდ სკანდალში გადაიზარდოს და ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს. ეცადეთ, ნებისმიერ შემთხვევაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
კირჩხიბი
რეალობა ნელ-ნელა იჭრება თქვენს შინაგან სამყაროში და ეს, პირველ რიგში, ოჯახურ ურთიერთობებზე აისახება. პრობლემები ნუ შეგაშინებთ, უბრალოდ, სიფრთხილე გამოიჩინეთ. გირჩევთ, საკუთარი პრობლემების შესახებ არავის უამბოთ და, საერთოდ, მოერიდოთ გულახდილ საუბარს. გაუფრთხილდით ნერევებს და ჯანმრთელობას.
ლომი
ეს დღე ინტუიციის ნიშნით ჩაივლის, რომელიც სწორი მოქმედებით და გონიერებით იქნება გამყარებული. თქვენი მსჯელობა დროული და ზუსტი იქნება, რაც თქვენს ავტორიტეტზე სასიკეთოდ აისახება. ხელსაყრელი დღეა დასვენებისა და სულიერი გარდასახვისთვის.
ქალწული
მთლიანობაში შესანიშნავი დღეა, რომელიც ფულად შემოსავალს და წარმატებულ შენაძენს გპირდებათ. თუ საქმიან შეხვედრას გეგმავთ, ეცადეთ, ეს დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ, რადგან საღამოს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. გრძნობთ, რომ მეგობრების რჩევა გჭირდებათ, თუმცა მთლიანად ამას ნუ დაეყრდნობით. გამორიცხული არ არის, რომ იმედგაცრუებული დარჩეთ.
სასწორი
კრიტიკული დღეა. ერიდეთ გადაღლას და გაუმართლებელ რისკს. თქვენი უნებისყოფობა და მცდარი წარმოდგენები შესაძლოა, მომავალში კომერციულ და შემოქმედებით საქმიანობაში წარუმატებლობის მიზეზად იქცეს. გამორიცხული არ არის, რომ უხეშობას შეეჯახოთ ან ძარცვის მსხვერპლი გახდეთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებით საქმიანობაში რეალიზაციისთვის. შესაძლოა, საკუთარ თავზე წარმოდგენა სერიოზულად შეგეცვალოთ. ოჯახში სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატაროთ.
მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენი მომხიბვლელობა სასწაულებს მოახდენს, თუმცა საყვარელ ადამიანთან მცირე კინკლაობა შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
თხის რქა
ეს დღე შეხვედრებს და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ცდილობთ, საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოხატვა შეძლოთ. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს მოხდეს რაღაც, რაც თქვებს საქმეებზე და სამომავლო გეგმებზე სერიოზულ გეგმებს მოახდენს.
მერწყული
ეს დღე ხორციელ ცდუნებას და ბობოქარ ვნებებს განასახიერებს. ფრთხილად იყავით – ამ დღეს ემოციებისა და სექსუალური ენერგიის კონტროლი რთულია. გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ დღეს ავად გახდებით, გამოჯანმრთელებისთვის დიდი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა სახლის კეთილმოწყობისთვის, ძვირად ღირებული ნივთების შეძენისა და დოკუმენტების გაფორმებისთვის. ქორწინება, რომელიც ამ დღეს გაფორმდება, ხანგრძლივი და მყარი იქნება. ნაკლები უსმინეთ სხვების რჩევებს – ისინი მხოლოდ დაგაზარალებთ.